ქართული კომპანიების 2021 წელი ლონდონის საფონდო ბირჟაზე - გაზრდილი ფასი და მოთხოვნა

ქართული კომპანიების 2021 წელი ლონდონის საფონდო ბირჟაზე - გაზრდილი ფასი და მოთხოვნა

access_time2021-12-28 11:00:43

2021 წელი ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიებისთვის, წინა წელთან შედარებით, აქციების ფასის და მოთხოვნის ზრდით გამოირჩეოდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამჟამად სამი ქართული კომპანიის – საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO), თიბისი ბანკის და საქართველოს კაპიტალის აქციებით ხდება ვაჭრობა. ქართული კომპანიების ჩამონათვალს ერთი წლის წინ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი გამოაკლდა, რომელიც აგვისტოში მოიხსნა ლისტინგიდან და კერძო კომპანია გახდა.



პირველი ქართული კომპანია, რომლის აქციებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაილისტა, საქართველოს ბანკის ჯგუფი (2006 წელი) იყო. 2014 წლიდანაა ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგში თიბისი ბანკი. საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აქციები კი ლონდონის ბირჟაზე 2015 წლის ნოემბერში განთავსდა. 2018 წლის მაისში ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების რიცხვი გაიზარდა, რადგან BGEO ორად გაიყო – საქართველოს ბანკად და საქართველოს კაპიტალად.


აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წელია ლონდონის ბირჟაზე ყველა ქართული კომპანიის აქციების ფასი მცირდებოდა, თუმცა მიმდინარე წლის ბოლო რამდენიმე თვეა ზრდა შეინიშნება.


საქართველოს ბანკის ჯგუფი (BGEO LN)


საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 2021 წლის პირველ სამუშაო კვირაში 2020 წლის დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 5.57%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასი 12.88 გირვანქა სტერლინგი გახდა. მიმდინარე წლის ბოლო კვირაში კი მისი ფასი 15.38 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 90 ათასი აქცია შეადგინა.



წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ღირებულება 2 მარტს დაფიქსირდა, როდესაც BGEO-ს აქციების ფასი 9.51 გირვანქა სტერლინგი გახდა, ხოლო ყველაზე მაღალი ფასი 16.7 გირვანქა სტერლინგი 31 აგვისტოს იყო. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის ჯგუფი აქციების ფასი დაახლოებით 27%-ით გაიზარდა.






თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN)



2021 წლის დასაწყისში ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით 5.92%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 13.24 გირვანქა სტერლინგი გახდა. მიმდინარე კვირაში კი აქციების ფასი 16.14 გირვანქა სტერლინგის ფარგლებში მერყეობს. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 38 ათასი აქცია შეადგინა.



წლის განმავლობაში TBCG აქციების ყველაზე დაბალი ფასი 9.74 გირვანქა სტერლინგი 30 აპრილს დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი კი 16.26 გირვანქა სტერლინგი 21 ოქტომბერს. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ფასი დაახლოებით 31%-ით გაიზარდა.






საქართველოს კაპიტალი (CGEO LN)



საქართველოს კაპიტალის აქციების ფასი მიმდინარე წლის დასაწყისში 5.56 გირვანქა სტერლინგი იყო, წლის ბოლო კვირაში კი 6.35 ბრიტანული ფუნტი სტერლინგის ფარგლებშია. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 80 ათასი აქცია შეადგინა.



2021 წლის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს კაპიტალის აქციების ფასი დაახლოებით 23%-ით გაიზარდა. ყველაზე ძვირი CGEO-ს აქციები 7.20 გირვანქა სტერლინგი 30 ივნისს ღირდა, ყველაზე იაფი კი 4.85 გირვანქა სტერლინგი 3 მარტს. მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს კაპიტალის აქციების ფასის ზრდამ დაახლოებით 23% შეადგინა.






ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up