„გაზპრომისა“ და „მეგაფონის“ აქციები უფასურდება – უცხოელი ინვესტორები რუსეთიდან გარბიან

„გაზპრომისა“ და „მეგაფონის“ აქციები უფასურდება – უცხოელი ინვესტორები რუსეთიდან გარბიან

person access_time2016-01-25 09:47:30

რუბლის ვარდნამ რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს ელვირა ნაბიულინას გასულ კვირაში საბაზისო განაკვეთის შემცირების შესაძლებლობა წაართვა და ინვესტორებს კიდევ ერთი არგუმენტი მისცა სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვისთვის, რომლებიც წელს განვითარებად ბაზრებზე ყველაზე ცუდ დინამიკას აჩვენებს – ინფორმაციას Bloomberg–ი ავრცელებს.


სააგენტო აღნიშნავს, რომ გასულ კვირაში რუბლის კურსის ისტორიულ მინიმუმამდე დაცემის შემდეგ საფონდო მენეჯერები ფსონს იმაზე დებენ, რომ ცენტრალური ბანკი 29 იანვარს უარს იტყვის ფულადი პოლიტიკის შერბილებაზე ეკონომიკური ვარდნის პირობებში. „ბლუმბერგის“ მიერ გამოკითხული 29 ეკონომისტი ვარაუდობს, რომ ცენტრალური ბანკი განაკვეთს 11 პროცენტის დონეზე დატოვებს, სადაც ის აგვისტოს შემდეგ იმყოფება.

 

„იანვარში განაკვეთის გაზრდა, ცხადია, სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროა,“ – განაცხადა „არიკაპიტალის“ წარმომადგენელმა ალექსეი ტრეტიაკოვმა.

 

Bank of America–ს ანალიტიკოსები დეკემბერში პროგნოზირებდნენ, რომ ფულად–საკრედიტო პოლიტიკის და ინფლაციის შერბილება ნიშნავს ორნიშნა ზრდას სახელმწიფო ობლიგაციებზე. ამის ნაცვლად კი რუბლის ვარდნის ფონზე ობლიგაციების მფლობელებმა წელს უკვე 16%–იანი ზარალი მიიღეს დოლარში. გასულ წელს მათი მოგება 12 % იყო. 

 

Bloomberg–ი ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორებს აქტივები გააქვთ ყველაზე ლიკვიდური რუსული კომპანიებიდან. რუსული აქციებისა და ვალუტის რყევა მათ აიძულებს ნაკლებ რისკიან აქტივებს მიმართონ.

 

უმსხვილესი რუსული კომპანიების მეგაფონისა და გაზპრომის აქციები, რომლებიც მოსკოვის ბირჟის პრემიუმ ლისტინგში ივაჭრებოდა გასული 12 თვის განმავლობაში, ახლა ლონდონის ბირჟაზე ეცემა.

 

კერძოდ, „მეგაფონმა“ 13% დაკარგა, „გაზპრომის“ აქციები კი წელს ლონდონში 14, მოსკოვში კი 6,3%–ით გაუფასურდა.


ფინანსურმა მენეჯერმა ოლეგ პოპოვმა Bloomberg–ს განუცხადა, რომ ეს არიან კომპანიები, რომელთა აქციონერებს ჰქონდათ უმაღლესი პრემიები და რომლებიც იყვნენ მათ შორის, ვისი ბიზნესიც იყო ყველაზე პროგნოზირებადი და მარტივი ინვესტორებისთვის. ახლა კი ინვესტორები, რომლებიც ადრე მზად იყვნენ დიდი თანხები გადაეხადათ რუსულ აქციებში, ახლა ქრებიან. მისივე განმარტებით, უცხოელი ინვესტორების განწყობები უარესდება.

 

 „უცხოელებს შეუძლიათ სწრაფად გაყიდონ აქციები და წავიდნენ სხვა განვითარებად ბირჟებზე, სადაც ისინი შედარებით უკეთეს შემოსავალს მიიღებენ ნაკლები რისკებით,“ – აცხადებს ფინანსური მენეჯერი ანასტასია ლევაშოვა.


 

ამ მომენტისთვის რუბლის კურსი დოლართან მიმართებაში 80,55 პუნქტზე ფიქსირდება, ევროს ოფიციალური ღირებულება კი 87,22 რუბლია.



პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს

პაატა ბაირახტარი: ეროვნული ბანკი შეცდომებზეც ვერ სწავლობს
access_time2020-05-28 14:30:12
„ბანკები და ფინანსები“ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს პაატა ბაირახტარს ესაუბრა, რომელმაც ლარის გაუფასურების პრობლემის შეფასებისას საქართველოს ეროვნული ბანკის ნეგატიურ როლზე გააკეთა აქცენტი. ბაირახტარის განცხადებით, ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეცდომების დაშვების არც დრო და არც უფლება არ გვაქვს, კობა გვენეტაძის უწყება შეცდომებზეც კი ვერ...

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდეს – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე

2-3 თვის შემდეგ შესაძლოა სხვა რეალობა იყოს და მთავრობის ეს დახმარება საკმარისი არ  აღმოჩნდეს  – „არსის“ გენერალური დირექტორი ანტიკრიზისულ გეგმაზე
access_time2020-05-28 13:30:21
„ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე მნიშვნელოვანი ინიციატივები გაჟღერდა, რაც სექტორს გამოაცოცხლებს. ახლა სექტორს სწორედ შოკური მდგომარეობიდან გამოყვანა სჭირდება, რისთვისაც ეს წინ გადადგმული ნაბიჯია“, - ასე შეაფასა „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ მთავრობის მიერ წარმოდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა.   „ზოგადად რთულია ხვალინდელი დღის პროგნოზირება, თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი,...

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

,,საქკაბელი” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
access_time2020-05-28 12:15:58
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრთა რიგებს ახალი წევრი შეუერთდა კომპანია საქკაბელის“ სახით.სააქციო საზოგადოება „საქკაბელი“, საქართველოში საკაბელო პროდუქციის ყველაზე დიდი და გამოცდილი მწარმოებელია. ქარხანა დაარსდა 1958 წელს და დღემდე უწყვეტად შეინარჩუნა პროფილი, დანერგა მოწინავე ევროპული ტექნოლოგიები, გაზარდა ასორტიმენტი. 2018 წლის 23 მარტს საქკაბელს მიენიჭა ISO 9001:2015 სტანდარტის შესაბამისობის სერთიფიკატი. კომპანია ხარისხის ფონდის სრულყოფილი წევრია, ფლობს...

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები

ვის შეეხება იპოთეკური სესხის სუბსიდირება? -დეტალები
access_time2020-05-28 12:45:55
საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით დაუსუბსიდირებს სესხის 4%-ს. ამის შესახებ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინსტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი...

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს

ბინის შეძენის მსურველებს მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით, 5 წლის განმავლობაში  დაუსუბსიდირებს
access_time2020-05-28 12:12:08
მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  რამდენიმე წუთის წინ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.  „ეს ნიშანვს იმას, რომ შეიქმნება რეალური მოთხოვნა სამშენებლო ბაზარზე. 5 წლის განმავლობაში  ჩვენ მივეხმარებით ...


მსგავსი სიახლეები

up