გაზპრომის ხელმძღვანელი ენერგორესურსებზე ფასების ზრდას პროგნოზირებს

გაზპრომის ხელმძღვანელი ენერგორესურსებზე ფასების ზრდას პროგნოზირებს

access_time2016-10-07 10:00:00

გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი დარწმუნებულია, რომ ენერგომატარებლებზე ფასები აუცილებლად მოიმატებს, რადგან ფასების დღევანდელი მაჩვენებელი ვერ უზრუნველყოფს მოპოვების შენარჩუნებას მსოფლიო ეკონომიკის ზრდისთვის აუცილებელ დონეზე.



მილერმა განცხადება პეტერბურგის გაზის საერთაშორისო ფორუმზე გააკეთა.



„ენერგომატარებლებზე დღევანდელი ფასები ვერ გადაწყვეტს მსოფლიო ეკონომიკის იმ ამოცანებს, რომლებიც შეიძლება მხოლოდ გაზის მეშვეობით გადაწყდეს. ეს კი ნიშნავს, რომ უახლოეს დროში ჩვენ უეჭველად ვნახავთ ენერგორესურსებზე ფასების ზრდის ტენდენციას" - განაცხდა მილერმა.



მისი თქმით, 2016 წელს დარგის საინვესტიციო აქტიურობის 25%-იანი ვარდნა ნავთობზე და გაზზე დაბალი ფასების პირდაპირი შედეგია.




მილერის პროგნოზით, უახლოეს 15 წელიწადში მსოფლიოში გაზის მოხმარება (დღეს 3,5 ტრლნ. კუბური მეტრი) გაიზრდება მესამედით.



გაზზე მოთხოვნის ზრდა გადააჭარბებს ნახშირზე და ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის დინამიკას.



რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, რუსულ გაზზე საშუალო საერთაშორისო ფასი 2015 წელთან შედარებით 36,2%-ით შემცირდა და შეადგინა 153 დოლარი - 1000 კუბურ მეტრზე.



2016 წლის იანვარ-აგვისტოში ბუნებრივი აირის ფასი შეადგენდა 155.6 დოლარს, რაც 45,5% ნაკლებია ვიდრე 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში.


 



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up