„გაზპრომი“ მოლდოვას გაზის გარეშე ტოვებს

„გაზპრომი“ მოლდოვას გაზის გარეშე ტოვებს

access_time2021-10-25 19:00:02

„გაზპრომი“ მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხზე კონტრაქტს უახლოეს პერიოდში ხელი არ მოეწერება. მხარეები ფასზე ვერ თანხმდებიან, კიშინევი გაზის მიღების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უგაზოდ ამჯერად პრორუსული დნესტრისპირეთი დარჩება.

 


საკითხი კომერციულ დავას გასცდა და აშკარა პოლიტიკურ ელფერს ატარებს.

 


მოსკოვში 22 ოქტომბერს ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა. მოლდოვას ვიცე-პრემიერის ანდრეი სპინუს თქმით, კიშინევს სურს კონტრაქტი, რომელიც არა მხოლოდ „გაზპრომისთვის“, არამედ ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნებოდა.

 


 „ჩვენ არ შეგვიძლია გადავიხადოთ გაზში მეტი, ვიდრე რეგიონის სხვა ქვეყნები იხდიან. ამიტომაც ჩვენ „გაზპრომთან“ ახალი შეხვედრისთვის ვემზადებით და პარალელურად გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ვეძებთ“ - განაცხადა მან.

 


რუსული გაზის მონოპოლისტი კი ყველაფერში მოლდოვურ მხარეს ადანაშაულებს. „გაზპორმის“ ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, როლ მოლდოვას დავალიანება დაუგროვდა, რომლის გასტუმრებაც ქვეყნის მთავრობას არ სურს.

 


„ამ დროისთვის ვალის ძირითადი თანხა 433 მლნ დოლარია, ხოლო ჯარიმებთან ერთად - 709 მლნ. ამავე დროს მოლდოვას ხელისუფლებას ამ ვალის აღიარება რატომღაც არ სურს. მათ ასევე არ მოსწონთ ფასი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, იმის მიუხედავად, რომ ფასწარმოქმნა საბაზრო პრინციპებით, ღიად და გამჭვირვალედ ხდება“, - ამბობს ის.

 



კუპრიანოვის თქმით, „გაზპრომი“ ვალის მორიგი გადავადებისთვის მზადაა იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა სექტემბერ-ოქტომბრის მოხმარებას აანაზღაურებს.

 


„დრო არის, მაგრამ ძალიან ბევრი არა - ხელშეკრულებას ვადა 30 სექტემბერს გაუვიდა და თუ ახალი კონტრაქტი არ გაფორმდა, 1-ლი დეკემბრიდან გაზის მიწოდება მოლდოვაში შეწყდება“, - განაცხადა კუპრიანოვმა.

 


 ამ დროისთვის მოლდოვა 1000 კუბურ მეტრ გაზში 800 დოლარს იხდის, ხოლო თუ „გაზპრომი“ თავისას გაიტანს და ხელშეკრულება მისი პირობებით გაფორმდება, ფასი 1100 დოლარამდე გაიზრდება. რა თქმა უნდა, მოლდოვას ასეთი კატასტროფული გაძვირება არ აწყობს.

 


კიშინევი მოსკოვს ფასწარმოქმნის სხვა სქემას სთავაზობს, რომლის პირობებშიც ღირებულება დღევანდელთან შედარებით არა 300 დოლარით მეტი, არამედ 30-50%-ით ნაკლები იქნება. ცხადია, ამ ვარიანტის წინააღმდეგია „გაზპრომი“.

 


გავრცელებული ინფორმაციით, „გაზპრომი“ დაგროვილო დავალიანების დაფარვის შემთხვევაში მოლდოვას 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობდა - კიშინევს ეს ვარიანტი არ აწყობს, რადგანაც ის ვალის არსებობას ზოგადად არ აღიარებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ საბოლოო თანხა დასაზუსტებელია, ხოლო ამ ეტაპზე „გაზპრომის“ პირობის მიღება მოლდოვასთვის გაზის არა 1100, არამედ 1400 დოლარამდე ზრდას ნიშნავს.

 


შექმნილ ვითარებაში მოლდოვას მთავრობა გაზის მიღების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს - ამ დროისთვის მას უკვე რამდენიმე ვარიანტი აქვს, რომელშიც გაზის ფასი 1000 დოლარზე ნაკლებია და „გაზპრომთან“ შეუთანხმებლობის შემთხვევაში ქვეყანა მზადაა ეს შემოთავაზებები განიხილოს.  ქვეყნებს შორის, რომლებიც მზად არიან მოლდოვას გაზი მიაწოდონ არიან პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და უკრაინა.

 


თუმცა, ეს უკვე პოლიტიკური საკითხია - მოლდოვა წელიწადში 3 მლრდ. კუბურ მეტრ გაზს მოიხმარეს, ამ რაოდენობიდან 1,9 მლრდ. არაღიარებულ დნესტრისპირეთში მიდის. დნესტრისპირეთის კონფლიქტის არსებობის პერიოდიდან ჩამოყალიბდა პრაქტიკა, როდესაც ეს რეგიონი მოხმარებული გაზის საფასურს საერთოდ არ იხდის და თუ მოლდოვას ვალი დღეს, როგორც უკვე ითქვა, 709 მლნ. დოლარია, დნესტრისპირეთის დავალიანებამ უკვე 8 მლრდ.-ს მიაღწია.

 


კიშინევი არც მალავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გაზს ალტერნატიული წყაროებიდან მიიღებს, დნესტრისპირეთის გაზმომარაგების საკითხია ღია დარჩება.

 


რუსეთში მიიჩნევენ, რომ სხვა წყაროებიდან გაზის შეძენა ვითარებას ვერ შეცვლის, რადგანაც „გაზპრომის“ მიერ შეთავაზებული ფასი სრულიად საბაზრო, საერთაშორისო ფასია, ამაზე იაფად ევროპაში გაზს არავინ ყიდის. თანაც ყველა ალტერნატიული მიმწოდებელი საბოლოო ჯამში რუსული გაზის გადამყიდველია, რადგანაც ჩამოთვლილი ქვეყნებიდან საკუთარი გაზის საკმარისი რაოდენობა არც ერთს არ გააჩნია.

 


კიშინევში კი ამ საქმეში პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ - ადგილობრივი ანალიტიკოსების თქმით, მოსკოვი ამ გზით ახალი პროდასავლური ხელისუფლების რეიტინგის ჩამოშლას ცდილობს და ეს სცენარი უკრაინის ირგვლივ საგაზო შანტაჟის პოლიტიკას თითქმის ერთიერთში იმეორებს.

 

kommersant.ru





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up