გაზის ტარიფების ცვლილების ზეგავლენა ოჯახის მთლიან ხარჯებზე

გაზის ტარიფების ცვლილების ზეგავლენა ოჯახის მთლიან ხარჯებზე

access_time2017-08-11 18:30:38

2017 წლის 17-18 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გაზის ტრანსპორტირების და განაწილების ახალი ტარიფები დაადგინა: შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ტარიფი 46.153 თეთრით განისაზღვრა, რაც ძველ მაჩვენებელს 0.534 თეთრით აღემატება. სს „საქორგგაზისა“ (57.011 თეთრი) და შპს „სოკარ ჯორჯია გაზსის“ ტარიფებმა კი (56.940 თეთრი) საშუალოდ 11-12 თეთრით მოიმატა.

 

ტარიფების ცვლილებების ზემოქმედების შეაფასება მოსახლეობის კეთილდღეობაზე შესაძლებელია სხვადასხვა მონაცემის საფუძველზე. მაგალითად. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (ევროსტატის)მონაცემებით, საქართველოში ოჯახის საშუალო ხარჯებში ყველაზე დიდი წილი აქვს საკვებ პროდუქტებზე დანახარჯებს და ის 33-35%-ს შეადგენს. კომუნალური ხარჯების წილი მთლიან დანახარჯებში 11-12%-ია. ამაში იგულისხმება სახლის მოვლის, წყლის, ელექტროენერგიის, გაზისა და სხვა სათბობის მოხმარების ხარჯები.

 

იგივე ევროსტატის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომუნალური ხარჯების წილი უფრო მაღალია: მონტენეგრო (15.2% - 2013წ), მაკედონია (14.7% – 2013წ), სერბეთი (22.9% - 2012წ), კოსოვო (30% - 2013წ) და თურქეთი (25.8% - 2012წ). აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისის მოსახლეობის ხარჯებში კომუნალური ხარჯების წილი კი ასე გამოიყურება:

 

/

 

ცხრილი1: აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგეტიკული რესურსებისა და სხვა კომუნალური დანახარჯების წილი მთლიან დანახარჯებში (წყარო: ევროსტატი)

როგორც დიაგრამა 1-დან ჩანს, ევროკავშირსა და ევროზონაში მოსახლეობის ხარჯებში ელექტროენერგიის, გაზისა და სხვა კომუნალური ხარჯების წილი 15%-დან 30%-მდე მერყეობს (მალტის გამოკლებით). ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი კი არის 24.4 %. საქართველოში ეს წილი დაახლოებით ორჯერ ნაკლებია საშუალო ევროპულზე.

 

width=600

 


 

დიაგრამა1: კომუნალური დანახარჯების წილი მთლიან დანახარჯებში ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ზოგიერთი ქვეყნებისთვის ევროსტატის მონაცემებით.

 

 

ევროსტატის მონაცემებს ეთანხმება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემები, სადაც ცალ-ცალკე განიხილება სოფლის და ქალაქის მოსახლეობა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, ქალაქში ერთი ოჯახი ელექტროენერგიაზე, გაზსა და სხვა კომუნალურ გადასახადებზე თავისი დანახარჯების საშუალოდ 12%-ს ხარჯავს, სოფლში კი - 10%-ს. ეს მონაცემები მეტნაკლებად სტაბილურია ბოლო ათწლეულის მანძილზე.

 

 

ზემოთ მოყვანილ მონაცემებში არ არის ცალკე გამოყოფილი ბუნებრივ გაზსა და ელექტროენერგიაზე გაწეული ხარჯები. თუმცა, ამისთვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას 2014 წელს USAID-ის პროგრამით განხორციელებული კვლევები[1], სადაც გამოკითხულ იქნა დაახლოებით 1200 ოჯახი. კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში გაზისა და ელექტროენერგიის დანახარჯების წილმა საშუალო ოჯახის ხარჯების 6.3 % შეადგენდა, საიდანაც ელექტროენერგიაზე მოდიოდა 2.3%, ხოლო გაზზე 4%. თბილისში საშუალო მაჩვენებელი იყო 8.3%, შესაბამისად 3.4% ელექტროენერგიისა და 4.9% გაზის წილით. სხვა ქალაქებში ჯამური წილი იყო - 4.7%, საიდანაც 1.8% - ელექტროენერგიაზე, ხოლო 2.9% გაზზე მოდიოდა. აღნიშნული კვლევა არ ეწინააღმდეგება ევროსტატის მონაცემებს და ასევე ეთანხმება ელექტრობის ხარჯების WEG-ის დამოუკიდებელ შეფასებას.[2]

 

აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით, ელექტროენერგიასა და გაზზე დახარჯული თანის წილი მთლიან დანახარჯებში მაღალი არა არის, ეს ხარჯები იგივე რიგისაა რაც თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები, ტანსაცმელი და სხვა. თუმცა, გასათვალისწინებელია ენერგეტიკული ხარჯების მკვეთრი სეზონური ცვალებადობა. კერძოდ, საქართველოში ზამთრის პერიოდში დაახლოებით 4-5 ჯერ მეტი გაზი მოიხმარება ზაფხულთან შედარებით. შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ თბილისის აბონენტებისათვის ბუნებრივი გაზის ხარჯები ზამთარში მთლიანი ხარჯების 8.4% შეადგენს, ხოლო ზაფხულში - 1.8%-ს (საშუალოდ 4.9%). საქორგგაზის და სოკარ-გაზის აბონენტებისთვის კი შესაბამისად ზამთარში 4.9%-ად, ხოლო ზაფხულში 1.1%-ად ნაწილდება (საშუალოდ 2.9%).

 

გაზრდილი დანახარჯების ძირითადი წილი ზამთარზე მოდის. „ყაზტრანსგაზის“ მომხმარებლებისათვის გაზრდილი მაჩვენებელი მთლიანი დანახარჯის მხოლოდ 0.057%-ს შეადგენს, ამ ცვალებადობის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ თბილისში საშუალო ოჯახის ხარჯები ზამთარში 0.08-0.09%-ით ხოლო ზაფხულში 0.02%-ით გაიზრდება.

 

„საქორგგაზისა“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ შემთხვევაში რეგულირებული საყოფაცხოვრებო ტარიფის ზრდა დაახლოებით 20%-ია, შესაბამისად სხვა ქალაქების აბონენტებისთვის გაზრდილი ტარიფები საშუალო ოჯახის მთლიან დანახარჯებს გაზრდის 0.56%-ით. სხვა ქალაქებისთვის ეს მაჩვენებლები იქნება ზამთარში - 0.9-1% და ზაფხულში 0.2%. გასათვალისწინებელია, რომ კვლევების მიხედვით სოფლის მოსახლეობა უმეტესად შეშით თბება, შესაბამისად ანალოგიური შეფასება გართულებულია.

 

სოციალური ეფექტის შეფასებისას ასევე გასათვალისწინებელია, რომ როგორც წესი, დაბალშემოსავლიანი ოჯახებში ენერგეტიკული ხარჯების წილი უფრო მაღალია ვიდრე შეძლებულ ოჯახებში.

 

ზემოთ მოყვანილია მხოლოდ პირველადი შეფასებები რაც მოითხოვს დაზუსტებას უფრო დეტალური ინფორმაციის საფუძველზე. თუმცა იგი საკმარისი მიახლოებით ასახავს რეალობას მოსახლეობის პირდაპირი სუბსიდირების და/ან საფეხურიანი ტარიფების შემოღების მიზანშეწონილობის შესაფასებლად.

 

 

 

World Experience For Georgia – WEG - მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის




m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება

დეზინფორმაციის 72% უცხოეთის ქვეყნებში რუსეთიდან ვრცელდება
access_time2019-09-21 16:00:57
პრინსტონის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, დღეს მსოფლიო არენაზე მიზანმიმართულ სადეზინფორმაციო კამპანიას უმეტესად 4 ქვეყანა აწარმოებს. 2013 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, რომელზეც დეზინფორმაციის 72% მოდის. შემდეგ თანმიმდევრობით მოდან: ირანი, ჩინეთი და საუდის არაბეთი. მკვლევარებმა 460-ზე მეტი შემთხვევა შეისწავლეს. როგორც გაირკვა, უცხოეთის ქვეყნებზე გავლენის მოხდენის მიზნით გამართული, სადეზინფორმაციო კამპანიების მთავარი სამიზნე ძირითადად დასავლეთის ქვეყნები...


მსგავსი სიახლეები

up