გაზის მოხმარება დაგეგმილზე სწრაფად იზრდება

გაზის მოხმარება დაგეგმილზე სწრაფად იზრდება

access_time2017-03-29 14:30:50

უახლოეს წლებში საქართველოს გაზის ბალანსის შესავსებად ალტერანტიული წყაროების ძიება მოუწევს. არ არის გამორიცხული, გარკვეული მოცულობის იმპორტი განხორციელდეს რუსეთიდანაც. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ამის საჭიროება ქვეყანაში აუცილებლად დადგება. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ჩანს, 2017 წელს გაზის მოხმარება ქვეყანაში 2,6 მილრდ კბ/მ-ს მიაღწევს, რამდენიმე წლის წინ კი საქართველო 2 მლრდ კბ/მ-ს ფარგლებში მოიხმარდა. გაზზე მოთხოვნა ყოველწლიურად მინიმუმ 5%-ით იმატებს.

 

ქვეყანა ბუნებრივი აირით, ძირითადად, აზერბაიჯანიდან მარაგდება. ამ მხრივ წინა წელი საკმაოდ პრობლემური იყო, რადგან მეზობლებს გაზის საიმპორტო მოცულობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდათ. საკითხი რამდენიმე კვირაში მოგვარდა და დღემდე ბაქო უწყვეტად გვაწვდის გაზს.

 

იქიდან გამომდინარე, რომ გაზიფიცირების მასშტაბი მატულობს და სამომავლოდაც მნიშნველოვანი ზრდა იგეგმება, აშკარაა, რომ საქართველოს ალტერნატიული საშუალებების გამონახვა მოუწევს. ამიტომ საინტერესოა, გაზმომარაგებისთვის საგარეო წყაროები რამდენად დივერსიფიცირებულია და მოთხოვნის ზრდას სამომავლოდ პრობლემები ხომ არ მოჰყვება. ამ საკითხის გარკვევას "რეზონანსი" სპეციალისტებთან შეეცადა.

 

ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ სხვა ბაზრების გამონახვის აუცილებლობის წინაშე მალე დავდგებით, რადგან აზერბაიჯანს არ აქვს გაზის ის რაოდენობა, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

 

"გაზის იმპორტისთვის ალტერნატიული ბაზრის მოძებნა ნამდვილად დაგვჭირდება. ეს საკითხი აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, თუმცა რუსულ გაზზე დამოკიდებული არცერთ შემთხვევაში არ გავხდებით. კონტრაქტებთან დაკავშირებით დეტალები გაუმჭვირვალეა და ინფორმაცია სპეციალისტებისთვისაც კი არის დაფარული.


 

საერთოდ, ჩემი დამოკიდებულებაა, რომ საგარეო ბაზარი იყოს დივერსიფიცირებული და ალტერნატიული წყაროები არსებობდეს. არ შეიძლება ერთი კონკრეტული ბაზრის იმედად ვიყოთ, ეს უფრო გვიქმნის პრობლემას. ყოველთვის უმჯობესია, რამდენიმე მომწოდებელი გვყავდეს. მომავალ წლებში, თითქოს აზერბაიჯანი აპირებს წარმოების ზრდას და ეს გვაიმედებს, რომ იმპორტის მხრივ მეტი შესაძლებლობა გაჩნდება", - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.

 

სპეციალისტების ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ გაზის ბალანსის შევსება სეზონურად დაგვჭირდება. ანალიტიკოს გია ხუხაშვილის ვარაუდით, იქნება ისეთი პერიოდიც, როდესაც გაზის მომარაგებასთან დაკავშირებით პრობლემა გაჩნდება.

 

"სეზონურად, გარკვეულ პერიოდში, ჩვენ შეიძლება დაგვჭირდეს გაზის ბალანსის შევსება. აზერბაიჯანი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ხელს გვიწყობს, მაგრამ იქნება პერიოდი, როცა გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა გაჩნდება. ამას არ გამოვრიცხავ. თუ ერთჯერადი შესყიდვა განხორციელდება რუსეთიდან (ასეთი შემთხვევები ახლაც გვაქვს), არც ეს არის ტრაგედია. ფორსმაჟორული შესყიდვა სავსებით სპეციფიკურია, ამიტომ უნდა მოხერხდეს, რომ


მოწოდების პრობლემა არ შეიქმნას. დანარჩენი, თუ როგორ დააზღვიონ სისტემა და უზრუნველყონ სტაბილურობა, კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხია", - აცხადებს ხუხაშვილი და დასძენს, რომ გაზის მიწოდების შეფერხების მხრივ აზერბაიჯანის მხრიდან საფრთხე, პრაქტიკულად, არ გვემუქრება.

 

"მოგეხსენებათ, ჩვენ ბუნებრივ აირს, ძირითადად, აზერბაიჯანიდან ვიღებთ. დივერსიფიკაციის არსი გახლავთ მარტივი, რომ რაღაც ფორსმაჟორის ან პოლიტიკური რისკების შემთხვევაში სისტემა იყოს სტაბილური. საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაში ასეთი რისკი, ფაქტობრივად, არ არსებობს, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ გაზის მოხმარების მხრივ სისტემური პრობლემა შეიქმნება. გარდა ამისა, "შაჰდენიზი 2" ხორციელდება, საიდანაც დამატებითი მოცულობის მიღების საშუალება გაგვიჩნდება.

 

პერსპექტივა არ არის ბუნდოვანი, შეიძლება, ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მოხმარება გაიზრადოს, მაგრამ ბალანსის შევსების მხრივ საფრთხეს ვერ ვხედავ. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია "გაზპრომიდანაც" მივიღოთ გაზის სასურველი დამატებითი მოცულობა", - აღნიშნა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.

 

 

 



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up