„გაზის დეტექტორი თავდაცვის დამატებით საშუალებას წარმოადგენს, თუმცა მხოლოდ მის იმედზე არ უნდა ვიყოთ“

„გაზის დეტექტორი თავდაცვის დამატებით საშუალებას წარმოადგენს, თუმცა მხოლოდ მის იმედზე არ უნდა ვიყოთ“

access_time2019-10-27 12:00:50

რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ გაზმომარაგების რეგულირების სიახლეებსა და ენერგოომბუდსმენის ახალი კამპანიის შესახებ ისაუბრეს. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სალომე ვარდიაშვილის თქმით, კამპანიის ფარგლებში ორგანიზატორები მოსახლეობასთან შეხვედრას, პირველ რიგში, ისანი-სამგორის რაიონში დაიწყებენ.

„ქალაქ თბილისის საკრებულოსთან ერთად ახალ კამპანიას ვიწყებთ და გვჭირდება ყველა იმ ორგანიზაციის დახმარება,რომლებიც ძალიან ხშირად არიან ხალხთან და შეუძლიათ მეტი ადამიანის მობილიზება, იმისთვის რომ მოგვისმინონ და მიიღონს ის მნიშვნელოვანი რჩევები,რომლებიც უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი კამპანიის სახელია „გაუფრთხილდი სიცოცხლეს“, ის ემსახურება მომხმარებლების ცნობიერებბის გაზრდას ბუნებრივი გაზისა და ბუნებრივი გაზის დანადგარების მოხმარებასთან დაკავშირებით.

უნდა ვიცოდეთ,რომ თუ დანადგარის მონტაჟს ვაპირებთ, უმჯობესი იქნება ვითანამშრომლოთ  იმ მაღაზიებთან, საიდანაც ვყიდულობთ ტექნიკას. მათ აქვთ უშუალო შეხება და წლების გამოცდილება, ამიტომ ჯობია მათ გამოცდილებას დავეყრდნოთ.

დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ზარი შემოდის ჩვენთან, ცივი სეზონის შემოსვლასთან ერთად, მოქალაქეები გვეუბნებიან,რომ გაზს აკლია წნევა და მომხმარებელს წნევა არ მიეწოდება სათანადოდ. მეორე პრობლემატური საკითხი ეხება გაზის სუნს, რომელიც შეიმჩნევა, როგორც სადარბაზოებში, ისე გარე პერეიმეტრზე, უბანში. რეალურად, ეს ნამდვილად არის პრობლემა და ყველა ჩვენგანს შეგვიმჩნევია ალბათ, ამიტომ ვურჩევთ ჩვენს მომხმარებლებს,რომ დაუკავშირდნენ კომპანიას, ეჭვის შემთხვევაშიც კი. 

ჩვენი კამპანიის „გაუფრთხილდი სიცოცხლის“  ფარგლებში ყველა უბანში ვგეგმავთ შეხვედრას, დავიწყებთ ისანი-სამგორის რაიონით, როგორც ყველაზე საშიში რაიონით, ამ კუთხით. „თბილისი ენერჯიმაც“ მოგვაწოდა სტატისტიკა, რომ სწორედ ამ უბანში ხშირია შემთხვევა სიცოცხლისთვის საშიში დანადგარების ჩახსნის.


აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის გათვალისწინება. როცა ბინას ვიძენთ ან ქირით გადავდივართ, უნდა შევამოწმოთ დანადგარები; სახლიდან გასვლამდე უნდა ვნახოთ, გადავკეტეთ თუ არა გაზი;  გასათვალისწინებელია ისიც,რომ ოთახები ხშირად უნდა გავანიავოთ ; მნიშვნელოვანია ჩავხსნათ ღია წვის კამერიანი გამათბობლები, რაც ყოველთვის შეიძლება გახდეს CO-ს დაგროვების მიზეზი. თუ ამ წესებს დაიცავთ, გადაარჩენთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ირგვლივ მყოფებსაც,“- ამბობს სალომე ვარდიაშვილი.

სემეკის ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის დირექტორი, ირაკლი გალდავა გაზმომარაგების რეგულირების სიახლეებზე საუბრობს.

„უბედური შემთხვევების ორი ტიპი არსებობს,რომლებიც ბუნებრივი გაზის გამათბობელს უკავშირდება. პირველი, ეს არის აფეთქება და მეორე, ინტოქსიკაცია. ორივე შემთხვევოს გამომწვევი მიზეზი არის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. პარლამენტს წარედგინა კანონპროექტი,რომელიც ითვალისწინებს გარკვეული ჯარიმების დაწესებას იმ პირების მიმართ,რომლებიც არასწორად იყენებენ დანადგარებს. ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს იმას, თუ ვინ არის პასუხისმგებელი დანადგარების სწორად მოწყობაზე და მის სწორ ექსპლუატაციაზე, ვის აქვს დანადგარების პერიოდული შემოწმების ვალდებულება და ა.შ. ეს ყველაფერი უნდა გაიწეროს ტექნიკურ რეგლამენტში. როგორც აღვნიშნე, პროექტი შემუშავებულია და მისი დამტკიცება უახლოეს პერიოდში მოხდება.

მნიშვნელოვანია ვისაუბროთ დეტექტორებზე, ისინი თავდაცვის დამატებით საშუალებას წარმოადგენენ, თუმცა მხოლოდ დეტექტორის იმედზე ყოფნა არ არის სწორი. მასაც სჭირდება მუდმივი შემოწმება, მუშაობს თუ არა. ახალი რეგლამენტის უმთავრესი მიზანი სწორედ არსებული მოწყობილობების ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობასი მოყვანაა. არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ღია წვის კამერიანი წყლის გამაცხელებელი,რომელიც ინტოქსიკაციის შემთხვევების გამომწვევი მიზეზია,“ - ამბობს ირაკლი გარდავა.

 

„კომერსანტი“




27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-27 21:00:05
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჩვენი მონაწილეობა COVID-ის მართვაში“ - სადაზღვევოები სამინისტროსგან მეტ დეტალებს ითხოვენ   სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები კორონავირუსის მართვაში დღეიდან ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის...

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში

სად გაატარებენ რუსები ახალ წელს? სახლში თუ ოკუპირებულ აფხაზეთში
access_time2020-10-27 19:00:24
1 აგვისტოდან რუსეთს და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის საზღვარი ოფიციალურად გაიხსნა. მანამდე კი კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით თითქმის სტერილურმა არაღიარებულმა რესპუბკლიკამ სწრაფი „დაბინძურება“ დაიწყო.   დიდი ტურისტული ბუმი არ ყოფილა, თუმცა რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ვირუსისგან გაქცევის მიზნით ოკუპირებულ აფხაზეთში სახლები იქირავეს.   თუმცა, გაქცევა არ გამოვიდა - ღია საზღვარმა და ადამიანების უკონტროლო მისვლა-მოსვლამ ეპიდემიის აფეთქებას მაშინ შეუწყო...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....


მსგავსი სიახლეები

up