გაზის დანადგარებს, სავარაუდოდ, სერტიფიცირებული კომპანიები დაამონტაჟებენ

გაზის დანადგარებს, სავარაუდოდ, სერტიფიცირებული კომპანიები დაამონტაჟებენ

access_time2019-02-04 18:43:55

„ჩვენ ვამკაცრებთ მოთხოვნებს როგორც გაზის სადისტრიბუციო კომპანიებისა და გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მონტაჟში დაკავებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, ასევე უნდა გაიზარდოს მომხმარებელთა პასუხისმგებლობაც“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავამ ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომლის დროსაც გაზის ინფრასტრუქტურაში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები განიხილეს.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციის გენერალური დირექტორი გრიგოლ კაკაურიძე, სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ხარებავა, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, აგრეთვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები გია არაბიძე, შოთა მესტვირიშვილი, ნოდარ ქევხიშვილი, ევტიხი მაჭავარიანი, დიმიტრი კუჭუხიძე, აგრეთვე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელი თემურ გოჩიტაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.


„აღინიშნა, რომ გაზის გამანაწილებელ და ინფრასტრუქტურის მშენებელ კომპანიებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამების ამოქმედებას. ითქვა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თავისი ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსებით შეუძლია გადამზადების პროგრამების ამოქმედება და გაზის კომპანიებში იმ პერსონალის გადამზადება, რომელთაც უშუალოდ აქვთ შეხება გაზის ინფრასტრუქტურასთან და მოწყობილობებთან. გარდა ამისა, გამოითქვა მოსაზრება, რომ გაზის სადისტრიბუციო კომპანიებს მიაწოდონ ინფორმაცია ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების შესახებ, რომელთა გამოყენებაც მინიმუმამდე შეამცირებს ავარიებისა და უბედური შემთხვევების რაოდენობას.



კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც ნათია თურნავამ გაამახვილა ყურადღება, იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების სერტიფიცირებაა, რომლებიც დაკავებულნი არიან გაზის მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოებში.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ცვლილებები კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში, რომლებიც გაზის მოხმარების წესების გამკაცრებას ითვალისწინებს, უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი განსახილველად“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.





20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up