Gazeta.ru:  საქართველო  მიმზიდველი ხდება ე.წ. დაუნშიფტერებისთვის

Gazeta.ru: საქართველო მიმზიდველი ხდება ე.წ. დაუნშიფტერებისთვის

access_time2019-05-16 19:00:46


საქართველო  ევროკავშირში შესვლას გეგმავს და მზადაა დაიკავოს განსაკუთრებული ნიშა ევროპულ სუფრასთან  - გახდეს მექა ე.წ. დაუნშიფტერებისთვის - ანუ, ადამიანებისთვის, ვინც მზად არიან მიატოვონ მაღალანაზღაურებადი სამუშაო მეტი სიმშვიდის სანაცვლოდ და  მდიდარი ქვეყნიდან გადავიდნენ უფრო ღარიბში.


ამისთვის საქართველოს აქვს ყველაფერი - მშვენიერი კლიმატი, ზღვა, იაფი უძრავი ქონება, გემრიელი და ხელმისაწვდომი სამზარეულო, კარგი ღვინო  და სწრაფი ინტერნეტი.


საზღვრის გადაკვეთის შემდეგ აქ უცხოელებს ჩუქნიან ღვინოს. თუმცა, თავად ქართველები გარბიან ევროპაში, მათ შორის არალეგალურად, ამის მიზეზია სიღარიბე და უმუშევრობა.


ალბათ, ერთხელაც საქართველო მართლაც შევა ევროკავშირში, თუმცა, ერთი შეხედვით, ის ვერ შესთავაზებს ევროპელებს ვერაფერს საინტერესოს და ვერ მიიღებს ვერანაირ სარგებელს  - საუკეთესო ადგილები ევროპულ მაგიდასთან უკვე დაკავებულია.


ევროპაში ქართული ღვინო ვერ გაიყიდება დიდი რაოდენობით, არც სხვა ქართულ საექსპორტო პროდუქტს აქვს დიდი შანსები. ქვეყანას უკვე აქვს ევროგაერთიანებასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, თუმცა, ამას არ გამოუწვევია ექსპორტის განსაკუთრებული ზრდა.  მეტიც, 2019 წელს ექსპორტი ევროკავშირში არათუ არ გაიზარდა, არამედ შემცირდა 11%-ით.


თუმცა, არის რაღაცა, რისი შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია ისე, რომ ჯერ თვითონ ამას ვერ აცნობიერებს. საქართველო ხდება ძალიან მიმზიდველი დაუნშიფტერებისთვის, როგორც ევროპელი, ისე აზიელებისთვის.


საქართველო ძალიან შეიყვარეს ტურისტებმა, რაც არის იმის პირველი ნიშანი, რომ ბევრი უცხოელი მოინდომებს იქ დარჩენას არა მხოლოდ შვებულების პერიოდში.



2018 წელს  საქართველოს, სადაც ცხოვრობს 3,7 მლნ. ადამიანი,  8,7 მლნ. უცხოელი ვიზიტორი ესტუმრა, რაც 15% მეტია,  2017-ზე. დამსვენებელთა დიდი ნაწილი იყო მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის რუსეთიდან, თუმცა არც ევროპა ჩამორჩებოდა.


სტატისტიკა აჩვენებს ტურისტების ზრდას ევროპის ქვეყნებიდან. სწორედ ამ ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ გახდნენ დაუნშიფტერები საქართველოში - ანუ, ადამიანები, რომლებიც უარს ამბობენ კარიერაზე, ცხოვრობენ საკუთარი სიამოვნებისთვის და აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც უყვართ, ან იღებენ შემოსავალს ნაყიდი უძრავი ქონების გაქირავებით.


საქართველოში მათ იზიდავს უვიზო რეჟიმი, რომელიც  უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ლოიალური.  არანაირი რეჟიმი არ არსებობს -  ქვეყანაში ყოველგვარი ფორმალობების გარეშე შეიძლება ცხოვრება 1 წელი, შემდეგ საკმარისია რამდენიმე საათით საზღვრის გადაკვეთა და ისევ დაბრუნება.


საქართველო ასევე სამოთხეა იმათთვის, ვინც მუშაობს ინტერნეტით და ესაჭიროება მხოლოდ სწრაფი ინტერნეტი და მდგრადი მობილური კავშირი. ამ მხრივ იქ ყველაფერი წესრიგშია. ვიდეოს ჩატვირთა საქართველოში  მხოლოდ 19 წამით ნელია ვიდრე შტატებში. ამ პარამეტრით საქართველო მეზობლობს ჩინეთთან, რომელსაც ჩამორჩება მხოლოდ 1 წამით.


Speedtest Global Index-ში რუსეთი იკავებს მე-80 ადგილს (7 წუთი და 40 წამი ვიდეოს ჩამოტვირთვაზე), ხოლო პირველ ადგილზეა ნორვეგიას, რომელსაც საქართველო ჩამორჩება თითქმის 2-ჯერ.  თუმცა, ნორვეგიის და საქათველოს ფასების შედარება... არ ღირს.


საქართველოში ძალიან იაფია საჭმელი, მათ შორის რესტორნებში და კაფეებში, აქ თუნდაც 2 დღით ჩამოსული ტურისტები ბრუნდებიან სახლებში ისე, თითქოს გაატარებს თურქეთის „all inclusive”-სასტუმროებში 2 კვირა.


თუმცა, ქვეყანას ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია ჯანმრთელი ცხოვრების წესის მოყვარულებისთვისაც - ესაა „ბორჯომი“ და სხვა მინერალური წყლები, ასევე ზღვა, მთები, და შესანიშნავი ადგილები სათხილამუროდ.


საქართველო ასევე არის ძალიან უსაფრთხო ქვეყანა კრიმინალის თვალსაზრისით, ასევე იქ ძალიან იაფია უძრავი ქონება, ხოლო გაფორმების პროცედურები - უმარტივესი, ბინის გაფორმება შესაძლებელია 1-2 დღეში.


არის მინუსებიც, რა თქმა უნდა. გოგონებისთვის სასურველია ცოტა უფრო მოკრძალებულად ჩაცმა, თანაც ზარმაცად გემსახურებიან რესტორნებში, თუმცა, სერვისის სისწრაფით არც სამხრეთ ევროპის ქვეყნებშია საქმე ბევრად უკეთესად.


სამაგიეროდ, ქართველებს არ დაუკარგავთ გულწრფელი და მხიარული სტუმართმოყვარეობა - აქაური მენტალიტეტის საფუძველი.


აეროპორტში ჩამომსვლელებს ჩუქნიან ღვინოს  და, შესაძლოა, ეს არის სახელმწიფოს მარკეტინგული სტრატეგია, თუმცა მაინც სასიამოვნოა  - სოციალური ქსელები სავსეა აღტაცებული ტურისტების და დაუნშიფტერების კომენტარებით..



თეგები:
ტურიზმი



გია ხუხაშვილი :“მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს

გია ხუხაშვილი :“მამუკა  ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს შორის  სერიოზული დაპირისპირებაა მოსალოდნელი“ - ივანიშვილი შეცდომებს არ აღიარებს
access_time2019-07-17 14:30:22
„ბიძინა ივანიშვილის ყველა ნათქვამი, მიუხედავად მისი შერბილებული ტონისა, ძირითადად კონფრონტაციული იყო და არ ასახავდა იმ რეალობას, რაც დღეს არის ქვეყანაში. ის ისევ სისტემას იცავს და არ აღიარებს შეცდომებს.   მე არ მგონია, რომ ივანიშვილი მართლა მიესალმებოდეს მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლას. განსაკუთრებით კომიკური იყო მისი განცხადება ახალგაზრდების შემოსვლასთან დაკავშირებით პოლიტიკაში, არც თუ ისე ახალგაზარდაა ხაზარაძე,“ - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ბიძინა...

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ

ბიძინა ივანიშვილი - უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ
access_time2019-07-17 12:55:10
აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია, ვინც მიგვანიშნებს, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან. “თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე...

6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას

 6 თვეში დასრულებული 42 საქმე, რომლის  80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ბიზნესომბუდსნების პოზიციები გაითვალისწინეს - ირაკლი ლექვინაძის ანგარიში მედიას
access_time2019-07-17 11:30:23
ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. 2019 წლის 6 თვეში ბიზნესომბუდსმენის აპარატში მეწარმეების მომართვის საფუძველზე 171 საქმე დარეგისტრირდა და აპარატმა ბიზნესის ინტერესების მხარდასეჭერად 44 შუამდგომლობა, 29 რეკომენდაცია და 17 სამართლებრივი დასკვნა გააგზავნა. „2019 წლის 6 თვეში 42 საქმეზე დავასრულეთ მუშაობა და საქმეების 80%-ში სახელმწიფო უწყებებმა ჩვენი პოზიციები სრულად ან ნაწილობრივ...

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს

ტერაბანკის ინოვაციური ბოტი მომხმარებლებს პერსონალურ ფინანსურ ასისტენტობას გაუწევს
access_time2019-07-17 10:45:20
ტერაბანკმა დისტანციური მომსახურების კიდევ ერთი არხი - ინოვაციური ბოტი შექმნა. ტერა ბოტი პირველი ქართული ფინანსური ასისტენტია. იგი მომხმარებლებს არა მარტო ბანკის სერვისებსა და ოპერაციებზე აწვდის ინფორმაციას, არამედ მათ ფინანსების უკეთ განკარგვაში, ხარჯების შეფასებასა და თანხის დაგროვებაშიც ეხმარება.   ტერაბანკის ინოვაციური ბოტი რეალურ ადამიანთან მაქსიმალურად მიახლოებული, ავტომატურად მოსაუბრე პროგრამაა. იგი იღებს და აანალიზებს მომხმარებლის მიერ მიწერილ ქართულენოვან ტექსტურ...

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)

„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი  მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება  - (“კომერსანტის“ ექსკლუზიური რენდერები)
access_time2019-07-17 13:00:03
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც  „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე...


მსგავსი სიახლეები

up