გაზაფხულზე ბეღურას ზარბაზანი ვესროლეთ - გახარიას მთავრობის ბაქი-ბუქმა შექმნა განცდა, რომ საფრთხემ გადაიარა

გაზაფხულზე ბეღურას ზარბაზანი ვესროლეთ - გახარიას მთავრობის ბაქი-ბუქმა შექმნა განცდა, რომ საფრთხემ გადაიარა

access_time2020-09-10 16:00:00

 

 

„გაზაფხულზე ბეღურას ზარბაზანი ვესროლეთ“, ამ სათუარით ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუს აქვეყნებს. ოპოზიციონერი დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის მუშაობაზე, თუ როგორ მართა გახარიას გუნდმა ეპიდემია. ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ეპიდემიის შეკავებით ეკონომიკის მაქსიმალურად დაზარალების ხარჯზე გახარიას მთავრობამ პოლიტიკურ ქულებს იწერდა და ბოლომდე ამ სტრატეგიას გაყვა.

 

ეპიდემიასთან გამკლავების იმ სტრატეგიით, რაც ქართულმა ოცნებამ აირჩია, დათვური სამსხური გაგვიწია. ის, რაც საზოგადოების ნაწილმა გახარიას მთავრობას მიღწევად ჩაუთვალა, სტრატეგიულად ყველაზე დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

 

ავხსნი დეტალურად:

 

1. ეპიდემიის შეკავება და არა მართვა

 

თავდაპირველად ყველა მთავრობა და ყველა საზოგადოება - გარდა შვედეთისა! - მოქმედებდა პანიკურად, მაქსიმალური ჩაკეტვებით.

 

მერე სხვები მიხვდნენ, რომ ასეთ ჩაკეტვებს მოქალაქეები ვერც ეკონომიკურად და ვერც ფსიქოლოგიურად მოქალაქეები გაუძლებდნენ და შეეცადნენ ეპიდემიის ისე მართვას, რომ არც ეკონომიკა ჩამოშლოდათ და არც ჰოსპიტალური სექტორი. თან მთავრობებმა ჩაკეტვების პარალელურად, თავიანთ მოქალაქეებს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება გაუწიეს, რითაც ასატანი გახადეს დაწესებული შეზღუდვები.

 

გახარიას მთავრობამ იგრძნო, რომ ეპიდემიის შეკავებით (და არა მართვით!) პოლიტიკურ ქულებს იწერდა და ბოლომდე ამ სტრატეგიას გაყვა, ეკონომიკის მაქსიმალურად დაზარალების ხარჯზე. თანაც თუ სხვა მთავრობებმა დახმარებების გაწევა მარტშივე დაიწყეს, რომ ეკონომიკის ვარდნა შეეკავებინათ, გახარიას მთავრობამ ეს გზა აირჩია: მოდით, დაველოდოთ სადამდე ჩამოიშლება ეკონომიკა და მერე გავწიოთ დახმარება. ასეთი მიდგომით კი, ზოგადად ეკონომიკა იმაზე მეტად ვარდება, ვიდრე მასში ფულის ადრიდანვე ჩატოვების შემთხვევაში მოხდებოდა.

 

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრო ისეთ კონფრონტაციაში შევიდა ჰოსპიტალურ სექტორთან, რომ თანამშრომლობის ყველა საფუძველი მოსპო. ეპიდემიის მართვას კი სამინისტროსა და სავადმყოფოებს შორის ნდობაზე და არა დასჯის შიშზე აგებული ურთიერთობები სჭირდება.


 

2. ზარბაზანი ბეღურას

 

ტოტალურ შეზღუდვებს მარტიდან მაისამდე მოყვა ტოტალური უკონტროლობა ზაფხულის პერიოდში. ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავვარდით.

 

გახარიას მთავრობის ბაქი-ბუქმა შექმნა განცდა, რომ საფრთხემ გადაიარა. ამასთან, მაქსიმალურმა ჩაკეტვამ გაზაფხულზე ნებისმიერი რეგულაციის მიმართ მიუღებლობა გააჩინა. გაზაფხულზე ბეღურას ზარბაზანი ვესროლეთ, ახლა კი საზოგადოებას ნებისმიერ შეზღუდვაზე უარყოფითი რეაქცია აქვს.

 

ამიტომ იყო საჭირო ისეთი სტრატეგიის არჩევა, რაც საზოგადოებას, ეპიდემიის მართვისას, თანამონაწილეს გახდიდა. ეს თანამონაწილეობა აადვილებს და აიაფებს ეპიდემიის მართვას.

 

მაგალითად, როდესაც საზოგადოება რეკომენდაციებს უჯერებს, რადგან მათ გონივრულად მიიჩნევს, ადვილია, მსუბუქი პაციენტები ამბულატორიულად, თვითიზოლაციის პირობებში მართო. როდესაც მთავრობა ისეთ უგუნურ შეზღუდვებს აწესებს, რომ საზოგადოებას მათგან თავის არიდებაზე უჭირავს თვალი, მაშინ იგივე მთავრობა იძულებული ხდება, მსუბუქი პაციენტებისთვის საკარანტინე სივრცეები (სასტუმროები) გამოიყენოს და მილიონები ამაზე დახარჯოს.

 

3. მართვა და არა მიშვება

 

იქნებ გახარიას მთავრობის სტრატეგიით ვაქცინამდე მივაღწიოთ ან გვეცადა მიღწევა? - იკითხავენ ერთნი.

 

ვაქცინის არსებული კანდიდატების ვარგისიანობის შესაძლო დადასტურება დეკემბერ-იანვარში, როგორც დოქტორი ფაუჩი დიდი სიფრხილით ვარაუდობს, არ ნიშნავს, რომ პანდემიაც დეკემბერ-იანვარში სრულდება. ვაქცინა იქნება გარღვევა, მაგრამ არა პრობლემის სრულად მოგვარება.

 

გახარიას მთავრობის შეკავების სტრატეგიას გაცილებით დიდ დროზე გათვლილი რესურსი უნდა უმაგრებდეს ზურგს, რაც, სამწუხაროდ, არ გვაქვს ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკის პოტენციალი დასუსტდა ოცნების პირობებში და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ამ შეკავების სტრატეგიით.

 

სხვები მეტყვიან, რა უნდა ექნათ, ეპიდემიას ხომ არ მიუშვებდნენო. არა, მეგობრებო, მიშვებაზე არაა საუბარი. საუბარია მართვაზე. და მართვის სწავლაზე. ძლიერი ჯანდაცვის სისტემების მქონე ქვეყნებსაც კი ჰქონდათ თავდაპირველი შოკი და ქაოსი, ვიდრე სისტემას დაალაგებდნენ/გადააწყობდნენ და ეპიდემიის მართვაზე გადავიდოდნენ.

 

4. კორონა და სეზონური გრიპი

 

მე მაინც მგონია, რომ ჯობდა ამ ეპიდემიის მართვა ზაფხულში, იმ პირობებში გვესწავლა, როდესაც პარალელურად სეზონური გრიპი არ გვიტევს. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ოჯახის/სოფლის ექიმების და ცხელების კლინიკების მდგომარეობა, როდესაც ოქტომბრიდან მათდამი მიმართვიანობა გაათმაგდება სეზონური გრიპის გამო. დამეთანხმებით, ყველას, ვისაც კი დააცემინებს თუ დაახველებს, კორონავირუსზე ექნება ეჭვი.

 

ჯანდაცვის სამინისტრო გვიმტკიცებს, რომ განვლილი 7-8 თვე ეფექტიანად გამოიყენა. ეს გამოჩნდება, რამდენად ეფექტური იქნება ინფექციის კონტროლი საავადმყოფოებში და რამდენად დაბალი იქნება, მაგალითად, სამედიცინო პერსონალის წილი ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში. შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ეს წილი ძალიან მაღალი იყო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის სიმცირის დროსაც კი.

 

და ბოლოს, საპანიკო არაფერია. მედიცინამ დღეს უკვე მეტი იცის, როგორ მოუაროს ინფიცირებულ პაციენტს. როგორ ვმართოთ კორონაკრიზისი, ეს ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up