ესპანეთის ნუშის ბაღებს გაზაფხულზე ცივმა და ნოტიო ამინდმა სერიოზული ზიანი მიაყენა. მარტისა და აპრილის წვიმამ, სეტყვამ, ტორნადოებმა, ყინვამ და დამტვერვის დაგვიანებამ ესპანური ნუშის 2022/2023 წლების წარმოება გაანახევრა. ინფორმაციას MundusAgri ავრცელებს.
ნუშის ესპანელ მწარმოებელთა ორგანიზაცია, AEOFRUSE, ნუშის მწარმოებელთა ეროვნულ ასოციაცია Descalmendra-სთან ერთად, წელს ნუშის გულის წარმოებას 75,051 ტონად აფასებს, მაშინ, როცა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გენერალური რეესტრის (REGEPA) პროგნოზით, სეზონზე ნუშის გულის სახით 144 000 ტონა მოსავალი უნდა მოსულიყო.
ქვეყანაში ნუშით გაშენებული მთლიანი ფართობი 626 161 ჰექტარს შეადგენს. აქედან 510 548 ჰექტარი ნაყოფიერია. დარჩენილი 100 000 ჰა ნაყოფიერებას მომდევნო რამდენიმე წელში დაიწყებს. ორგანული ნუშის წარმოება 123 953 ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 104 200 ჰექტარი ნაყოფს უკვე იძლევა.
თუმცა ასოციაცია წელს ნუშის ტრადიციულ წარმოებაში მხოლოდ 63 946 ტონას, ხოლო ორგანულ წარმოებაში 11 105 ტონა მოსავალზე მეტს არ ელოდება, რამაც, მაგალითად, ვალენსიურ ნუშზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, ხოლო ლარგუეტას ჯიშის მოსავალი, თითქმის, არ არსებობს.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"