ჯანდაცვის სამინისტრო გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას აჩერებს

ჯანდაცვის სამინისტრო გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას აჩერებს

access_time2020-11-22 12:00:20

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციების დაფინანსებას აჩერებს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემულ დადგენილებაში (N688) ნათქვამია. 19 ნოემბრის დადგენილების თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენს, სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციები, ასევე ონკოლოგიური ოპერაციები და კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურება.

 

„COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე შეჩერდეს ამავე დადგენილების დანართ №1-ით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრულ გეგმურ ქირურგიულ მომსახურებაზე საგარანტიო ფურცლის გაცემა, გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და დანართ 1.8-ით განსაზღვრული კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა. ამასთან, 2020 წლის 10 ნოემბრამდე გაცემული საგარანტიო ფურცელი ვალიდურია ვადის ამოწურვამდე,“- ვკითხულობთ დადგენილებაში.


პანდემიის პერიოდში შეწყვეტილ გეგმიურ ოპერაციებს ეხმაურება ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ სხვანაირად ვერ აიძულა კერძო ჰოსპიტალური სექტორი, შეეწყვიტათ გეგმიური ოპერაციების კეთება და სრული მობილიზაცია გაეკეთებინათ კოვიდიანი პაციენტების მაქსიმალური რაოდენობით მისაღებად. ექიმის განცხადებით კერძო კლინიკებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი სრული კოლაფსის წინ და ამ კოლაფსის მიღმა ათასობით ადამიანის გაწირული სიცოცხლეა.

 

„პანდემიის კრიტიკულ მომენტებში კლინიკები წყვეტენ გეგმიურ ოპერაციებს და გადადიან მხოლოდ გადაუდებელ ოპერაციებზე, რომლებიც საჭიროა ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენად და ჯანმრთელობისათვის საშიში დისკომფორტის, მაგალითად აუტანელი ტკივილების მოსახსნელად. ასე მოხდა და ხდება ამერიკაში პიკური სიტუაციების დროს.



ჩემი მოკრძალებული აზრით, ჯანდაცვის სამინისტრომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება შეაჩერა იმის გამო, რომ სხვანაირად ვერ აიძულა კერძო ჰოსპიტალური სექტორი, შეეწყვიტათ გეგმიური ოპერაციები და სრული მობილიზაცია გაეკეთებინათ კოვიდიანი პაციენტების მაქსიმალური რაოდენობით მისაღებად. მთავრობის კატასტროფული გადაწყვეტილებების კრიტიკას ვერავინ დამასწრებს, მაგრამ თუ ეს ლოგიკა უდევს ამ ბრძანებას და დარწმუნებული ვარ რომ ასეა, აქ არაფერია აღსაშფოთებელი. პირიქით. კერძო კლინიკებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი სრული კოლაფსის წინ დგას ზამთრის განმავლობაში და ამ კოლაფსის მიღმა ათასობით ადამიანის გაწირული სიცოცხლეა.


რაც შეეხება მთავრობის ლიდერებს. თუ მათ სურთ, რომ საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ოპოზიციამ ადეკვატურად შეაფასოს ქვეყანაში არსებული ვითარება, მაშინ კეთილი უნდა ინებონ, დაძლიონ თავმოყვარეობა და პატიოსნად აუხსნან ყველას რა კატასტროფის წინაშე დგას სახელმწიფო, მოინანიონ დაშვებული სტრატეგიული შეცდომები და ითხოვონ დახმარება და თანამშრომლობა როგორც ხალხისაგან, ასევე პოლიტიკური ოპონენტებისაგან. სხვანაირად, არ ექნება მხარდაჭერა არაპოპულარულ, პრიმიტიულ, მაგრამ არსენალში ერთადერთ დარჩენილ ღონისძიებას - ჩაკეტვებს.


ქვეყანამ უნდა დაიჯეროს, რომ ჰოსპიტალური სისტემის კოლაფსი გარდაუვალი რეალობაა. ამის აღიარებას სჭირდება სრული გულახდილობა და გამჭვირვალობა. მხოლოდ ასე შეიძლება საზოგადოების სრული სპექტრისაგან სრული მხარდაჭერის მიღება. მთავრობას უნდა ახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები, სრული და უპირობო პოლიტიკური და იურიდიული პასუხისმგებლობა შედეგებზე იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი. საზოგადოებისა და ოპოზიციის პასუხისმგებლობა მხოლოდ მორალურ კატეგორიაში არის და დარჩება.


გვახსოვდეს, ეს არის საომარი სიტუაცია. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქვეყანა არის ომში და ეს ომი ბევრად უფრო უთანასწორო და დაუნდობელია, ვიდრე 2008 წლის“, - აცხადებს ექიმი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up