„გაყიდვების წილი შემცირებულია და კლებას სამომავლოდაც ველოდებით“- სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების მოლოდინები

„გაყიდვების წილი შემცირებულია და კლებას სამომავლოდაც ველოდებით“- სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების მოლოდინები

access_time2020-04-29 11:30:21

კორონავირუსის გამო ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობა შეჩერდა და კომპანიების დიდი ნაწილი ზარალს ითვლის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ეკონომიკური აქტივობები ბოლომდე არ შეზღუდოს, ბიზნესის დიდი ნაწილი გაჩერებულია, მათ შორის სამშენებლო ბაზარი.დეველოპერები დღემდე ვერ საუბრობენ  თუ რა მდგომარეობა იქნება სექტორში, თუნდაც, უახლოეს პერიოდში, თუმცა აცხადებენ, რომ სამშენებლო ბაზარზე გაყიდვები შემცირდება.


სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი  არჩილ ჯაყელი  მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას განიხილავს და ამბობს, რომ სექტორისთვის მნიშვნელოვანი იქნება თუ  მათ მთავრობა დღგ-სგან გაათავისუფლებს.

 

„კარგი იქნება, თუ გარკვეული პერიოდით  დღგ-სგან გავთავისუფლდებით,. ადრე იყო როდესაც სამშენებლო კომპანია ბინას ჩააბარებდა მესაკუთრეს,ამის შემდეგ  ხდებოდა დღგ-ს გადახდა, ახლა კი ნებისმიერი ავანსი იქნება თუ  მთლიანი თანხა მაშინვე  იბეგრება, ეს საკმაოდ დიდი თანხაა. მითუმეტეს  ეს დღევანდელ პირობებში ძალიან დიდ შეღავათს მისცემდა სამშენებლო კომპანიებს.დღეს კი ჩვენი შემდეგი ნაბიჯი არის ის, რომ ყველანაირი  ფორმით შევინარჩუნოთ კადრები, ეს ჩვენ ინტერესშიცაა, რადგან როგორც კი მუშაობის აქტიური ტემპი დაიწყება კადრების პრობლემა არ დაგვიდგეს.“-ამბობს არჩილ ჯაყელი.

 

სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ სექტორს დღეს ყველაზე მეტად გაყიდვების წილი შეუმცირდა და კლებას სამომავლოდაც ელოდებიან.

 


 „მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ის არის, რომ რაც შეიძლება  მალე ამოქმედდეს ქვეყანაში ყველა სექტორი, რომ უფრო რეალურად შევძლოთ საუბარი რა მდგომარეობაში ვართ. ეს დღეს გაურკვეველია, 15 მაისიდან მშენებლობები ამოქმედდება და როგორ უნდა დავიცვათ თავი თითოეულმა ადამიანმა და კომპანიამ ეს ისედაც ვიცით.მშენებლებს ახლა რაც  ყველაზე მეტად უჭირთ არის ის რომ გაყიდვები არ არის. სამომავლოდაც ასეთი ტენდენცია გაგრძელდება ალბათ, რადაგან ხალხი დაპანიკებულია და ეშინია ისეთი დიდი შენაძენი, როგორიც უძრავი ქონებაა.“-ამბობს ჯაყელი.  

 

 სამშენებლო  ბაზარზე გაყიდვების შემცირებაზე საუბრობს, დეველოპერული კომპანია „ჯი დი ჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძეც და აცხადებს, რომ დღეს არსებული ანტიკრიზისული გეგმა არის პირველი ნაბიჯი ხანძრის ჩასაქრობად.

 

 „როგორც ყველა ბიზნესს ისე სამშენებლო სექტორს, კორონავირუსმა დარტყმა მიაყენა. ეს დარტყმა არის  შემდგომი რეალიზაცია,  ხალხი აუცილებლად შეიკავებს თავს უძრავი ქონების შეძენისგან.დღეს გვაქვს, მხოლოდ  მდგომარეობიდან გამოსავალი, ხოლო  კორონავირუსის შემდეგ პერიოდისთვის, დამატებითი ღონისძიებები იქნება გატარებული მთავრობის მხრიდან. ეს არის  პირველი ეტაპი, როდესაც სახელმწიფო ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, მათ ვინც ამ მძიმე დროს სამსახური დაკარგა.

 

გეგმაში ასევე  გაჟღერდა, თუ  როგორ დაეხმარება სახელმწიფო  ბიზნესს საშემოსავლოს კუთხით, ასევე  სესხის დაზღვევის კუთხით.  მაგრამ ვფიქრობ, სახელმწიფო კიდევ სხვა გეგმაზეც მუშაობს, რომელიც ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, მდგომარეობის შესაბამისი იქნება.

 

პანდემიის გამო ვერავინ  განსაზღვრავს, რა როგორ იქნება. ამას ჩვენ კი არა დიდი სახელწიფოების ვერ საზღვრავენ.  ამბობენ რომ -5%-მდე შემცირდება ჩვენი ეკონომიკა, თუმცა, ესეც პირობითია.  ამით იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ნაადრევია ყველაფერზე საუბარი, თუნდაც სამშენებლო სექტორში რა იქნება.  მაისიდან იმ რეგულაციების შესრულებით რაც დააწერა ჯანდაცვის სამინისტრომ, განახლდება მშენებლობის პროცესი. დღეს რთულია როგორც დადებით ისე უარყოფით პროგნოზზე საუბარი, რადგან ზუსტი გათვლები არ არსებობს.“-ამბობს ბეჟან წაქაძე.


ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up