გაყიდვების 70%-იანი ზრდა და ახალი შოურუმის სამზადისი - „ვოლვო ქარ საქართველომ“ H1-ი წარმატებით დახურა

გაყიდვების 70%-იანი ზრდა და ახალი შოურუმის სამზადისი - „ვოლვო ქარ საქართველომ“ H1-ი წარმატებით დახურა

access_time2022-09-23 13:45:25

,,ვოლვო ქარ საქართველომ“ 2022 წლის პირველ ნახევარში ახალი ავტომობილების რეალიზაციის 70%-იანი ზრდა აჩვენა. დეფიციტებისა და ლოგისტიკური გამოწვევების მიუხედავად, კომპანიამ მიმდინარე წელი წარმატებით დაიწყო.



ამ პერიოდში ყველაზე გაყიდვადი მოდელები ქროსოვერები იყო. პირველი ადგილი შვედური პრემიუმ ბრენდის საოჯახო ზომის SUV XC90-მა დაიკავა, რომელსაც რიგითობით საშუალო ზომის SUV XC60 და ქალაქის კომპაქტური SUV XC40 მოყვება. 





გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი: მოთხოვნა ყველა მოდელზე მაღალია, თუმცა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქცენტი მაღალი გამავლობის მანქანებზე იყო. სამწუხაროდ, ისევ გამოწვევად რჩება ნახევარგამტარების საკითხი. შესაბამისად, დიდი ალბათობით, გარკვეული დეფიციტი ავტომობილებზე კიდევ 2 წლის განმავლობაში იქნება, თუმცა ვითარება ეტაპობრივად უკეთესობისკენ იცვლება. მოლოდინები ოპტიმისტურია და სიტუაციის ცვლილების შემდეგ უკვე ყველა მოდელი გვეყოლება:  მაღალი გამავლობის სედანები,  უნივერსალის ტიპის ავტომობილები, დატენვადი ჰიბრიდები და სრულად ელექტრომოდელები. ველოდებით ახალი მანქანების შემოსვლას და წლის ბოლომდე ჩვენს მომხმარებელს გაცილებით დიდ არჩევანს შევთავაზებთ“.





კომპანიაში აცხადებენ, რომ გაყიდულ ავტომობილებში 50% დამუხტვად ჰიბრიდებზე მოდიოდა, რაც “ვოლვო ქარ საქართველოსთვის” წინგადადგმული ნაბიჯია ბრენდის მდგრადი მიზნებისკენ სწრაფვაში.




გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“ დირექტორი:  დამუხტვად ჰიბრიდებზე მოთხოვნის ზრდა ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. ფაქტია, საქართველოც უახლოვდება და იზიარებს ბრენდის მდგრადი განვითარების მიზნებს, რაც ნიშნავს, რომ 2025 წლისთვის რელიზებული ავტომობილების 50% ელექტრო, ხოლო დანარჩენი ჰიბრიდულძრავიანი უნდა იყოს“.



მომავალი წლისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე კომპანიის ახალი შოურუმიც იქნება. პროცესი უკვე დაწყებულია, მშენებლობა სრულად ვოლვოს სტანდარტებით მიმდინარეობს. ახალი სივრცე საექსპოზიციო ნაწილთან ერთად, შვედური ბრენდის ავტომობილებისათვის საჭირო სრულ სერვისსაც გააერთიანებს.



ახალი შოურუმის დასრულებამდე, უსაფრთხოებით გამორჩეული, ვოლვოს სკანდინავიური სტილის ავტომობილები შეგიძლიათ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მდებარე POP-UP შოურუმში დაათვალიეროთ. ჩაეწეროთ ტესტდრაივზე და შვედური ბრენდის მანქანის შესაძლებლობები პირადად გამოსცადოთ.



მარაგში არსებული სრული სამოდელო რიგის ნახვაა შესაძლებელი კომპანიის ციფრულ მაღაზიაშიც. მომხმარებელს შუძლია ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ უზრუნველყოფს.

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები.

 

 

 (R) 



 

 

 

 

 



თეგები:
თეგეტა



ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up