ჩვენი პარტნიორები ქვეყნის უდიდესი კომპანიები არიან - ნახევარფაბრიკატების კომპანია რერა წარმოებასა და ლოგისტიკურ ცენტრს აფართოვებს

ჩვენი პარტნიორები ქვეყნის უდიდესი კომპანიები არიან - ნახევარფაბრიკატების კომპანია რერა წარმოებასა და ლოგისტიკურ ცენტრს აფართოვებს

access_time2021-04-14 17:10:41

ნახევარფაბრიკატების ქართული ბრენდი „რერა“ წარმოებას და ლოგისტიკურ ცენტრს აფართვებს, ამასთან კომპანიამ პროდუქციის ასორტიმენტში ახალი ბრენდი „ხინდა დაამატა, რომელიც დაბალმსყიდველუნარიან მომხმარებელზეა გათვლილი.


„რერა“ ესაა ხორცპროდუქტების იმპორტიორი კომპანია G&A- ს ერთ-ერთი ბრენდი, რომელიც პრემიუმ ხარისხს მიეკუთვნება. კომპანიას ბიზნესის რამდენიმე მიმართულება აქვს -  ესენია ლოგისტიკური ცენტრი, გაყინული ხორცპროდუქტების რეალიზაცია/წარმოება და იმპორტი. ახალი საწარმოს გახსნის შემდგომ კომპანია უკვე 350-400 ტონამდე ნახევარფაბრიკატებს აწარმოებს. მის მშენებლობაში დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა.


როგორც“რერას“ გაყიდვების მენეჯერი ნიკა ლომიძე „კომერსანტთან“ საუბრობს ამჟამად პანდემიით გამოწვეული ძირითადი პრობლემა ხორცპროდუქტების იმპორტს უკავშირდება. ვალუტის კურსის ცვლილებასთან ერთად პროდუქციის საიმპორტო ღირებულებაც გაზრდილია, ხოლო გაყიდვები კოვიდსიტუაციის გამო ძველებურ ნიშნულს ვერ უბრუნდება.



„ახალი საწარმო თბილისში გავხსენით და სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. გაფართოებასთან ერთად ბაზარზე ახალი ბრენდი „ხინდა“ შემოვიტანეთ, რომელიც ყველა სავაჭრო ობიექტში უკვე განთავსებულია და კარგი რეალიზაციით გამოირჩევა. „ხინდა“ ესაა ნახევარფაბრიკატები,  რომელიც დაბალმსყიდველუნარიან მოსახლეობაზეა გათვლილი.



პანდემიას წარმოებაზე არ უმოქმედია, თუმცა იმპორტის მიმართულებით სერიოზული პრობლემები გვაქვს -  ვალუტის გაუფასურების გამო ტრანსპორტირების ფასები იზრდება.  გაყიდვები იკლებს ფასების ზრდასთან ერთად.


ჩვენ ლოგისტიკური ცენტრიც გვაქვს, სადაც 5000 ტონა გაყინული ხორცპროდუქტების შენახვა შეგვიძლია, გვყავს საკმაოდ დიდი კომპანიები მეიჯარეებად, ვინც დღეს ბაზარზე ფუნქციონირებენ. ამ მიმართულებით ვიზრდებით და ახალ სამაცივრე მეურნეობას ვაშენებთ, სადაც დამატებით 200 ტონა პროდუქციის შენახვა შეიძლება,“ - ამბობს ნიკა ლომიძე.

 


კომპანია G&A Group საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან მოღვაწეობს. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: სამაცივრე საწყობების გაქირავება და ლოჯისტიკური მომსახურება; საოფისე ფართების გაქირავება; გაყინული ნახევარფაბრიკატების, ხორცპროდუქტებისა და თევზეულის წარმოება და დისტრიბუცია. კომპანიაში გაერთიანებულია სამი ბრენდი - „რერა“ (ნახევარფაბრიკატების პრემიუმ ხარისხის ბრენდი რომელიც მზადდება გაყინული ხორცპროდუქტებით) , „ხინდა“(ნახევარფაბრიკატები, რომელიც  შედარებით დაბალფასიან სეგმენტზე გათვლილი), „ნობათი“(გაყინული დაფასოებული ხორცპროდუქტები).

 


ბრენდი „რერა“  პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ თანადაფინანსებით ამოქმედდა. ამ ეტაპზე, მოქმედი წარმოების ფარგლებში „რერაში“ დაახლოებით 150 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ კი ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება.




თეგები:
რერა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up