„გაყიდული ბინები, რომლებიც არასდროს შენდება, რა განსხვავებაა „ცენტრ პოინტსა“ და „აქსისს“ შორის ვერ ვხვდები“

„გაყიდული ბინები, რომლებიც არასდროს შენდება, რა განსხვავებაა „ცენტრ პოინტსა“ და „აქსისს“ შორის ვერ ვხვდები“

access_time2020-09-16 19:00:22

დეველოპერული კომპანია „აქსისი“, რომელიც ერთ დროს ყველაზე სანდო სამშენებლო კომპანიად მიიჩნეოდა, აუშენებელ ბინებს ჰყიდის. როგორც „აქსისის“ უკმაყოფილო მომხმარებელმა ნუცა დიდებელმა „კომერსანტს“ განუცხადა, 2006 წელს შეძენილ ბინას ჯერ კიდევ მშენებარეს სტატუსი აქვს და დასრულების ვადაც ამ დრომდე უცნობია.


„2006 წელს 45 000 აშშ. დოლარად, 86 კვ.მ ბინა ვიყიდეთ, თანხა მთლიანად გადავიხადეთ. მშენებლობა დაწყებული არ იყო, თუმცა მაშინ ეს კომპანია ძალიან სანდო გვეგონა. ამჟამად მხოლოდ  8 სართულია დასრულებული. შენობა ალბათ უკვე დალპა და აღარც ვარგა. არც კი ვიცით მშენებლობის გაგრძელებას აზრი აქვს თუ არარაც შეეხება უშუალოდ თანხას, რომც დაგვიბრუნონ ვერაფერს ვიყიდით, რადგან მაშინდელთან შედარებით ეს თანხა უკვე არაფერია. „ - აცხადებს ნუცა დიდებელი


ნუცა დიდებელის თქმით ყველაზე შეურაცხმყოფელი კომპანიის მხრიდან მომხმარებლების მიმართ ცინიკური და ზედაპირული დამოკიდებულება აღმოჩნდა.


„დაკავშირება არაფრისმომცემია. 2008 წლიდან ჯერ ომის პრობლემაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რის შემდეგაც  ბევრჯერ ვცადეთ კომუნიკაციის დამყარება, თუმცა უშედეგოდ. რაც შეეხება პასუხს, მუდმივად მოლაპარაკებებს იმიზეზებდნენ. ამასობაში თავზე დაგვაშენეს „აქსის თაუერსი“ და სხვა ყველა მათი პროექტი განხორციელდა. ვებ-გვერდზე რომ შეხვიდეთ მილიონობით დასრულებულ პროექტს ნახავთ.



ყველაზე ცუდი მათი დამოკიდებულებაა. რამდენჯერაც მივსულვარ ან დამირეკავს, იმდენჯერ ცინიკური პასუხები მიმიღია. ბოლოს პანდემიის დროს დავრეკე და მიპასუხა ეკა სადრაძემ, რომლის პოზიციაც არ ვიცი, ისეთი ირონიით და ცინიზმით მიპასუხა გადმოცემაც მიჭირს.


ჩემს გარდა დაზარალებული კიდევ ბევრია, მათ შორის ემიგრანტებიც, რომლებმაც ძალიან დიდი ტრაგედია გადაიტანეს.


ძალიან შეურაცხმყოფელია. რა განსხვავებაა ცენტრ პოინტსა და აქსის შორის ვერ ვხვდები. ასევე, დაუსრულებელი მშენებლობის შესახებ სტატუსის გამოქვეყნებისას რამდენჯერმე მოსალაპარაკებლად დამიკავშირდნენ, რომ ძალიან ვაქტიურობდი და საქმის გარკვევა სურდათ. ხან ვის დამაკავშირეს ხან ვის, მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდა„ - აცხადებს ნუცა დიდებელი.


როგორც „კომერსანტს“ დეველოპერულ კომპანია „აქსისში“ განუცხადეს უკმაყოფილო მომხმარებლის ბრალდებაზე კომენტარს მალე გააკეთებდნენ, თუმცა ამ დრომდე მათი მხრიდან განმარტება ვერ მივიღეთ.

 

ანი ცარციძე


თეგები:
აქსისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up