მომხმარებლისთვის ნებისმიერი ტექნოლოგიით მიწოდებული თამბაქო მავნებელია - ლევან კობერიძე

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ტექნოლოგიით მიწოდებული თამბაქო მავნებელია - ლევან კობერიძე

access_time2021-07-15 10:00:54

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საქართველოს ოფისმა საქართველოს ხელისუფლებისადმი საკმაოდ კრიტიკული განცხადება გაავრცელა, სადაც მკაფიოდაა მითითებული, რომ ორგანიზაცია ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის შესუსტების მცდელობებს ხედავს. ჯანმოს ამ განცხადების კომენტარისას კომერსანტთან საუბარში ყოფილმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ დაადასტურა ხელისუფლებისადმი საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკის სიმძიმე და აღნიშნა, რომ კანონის აღსრულების ნაწილში რეალური პრობლემა დგას.


“ეს განცხადება, რომელსაც ჩვენ დღეს ვკითხულობთ, ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკის შემცველია და მანიშნებელია იმის, რომ კანონს აღსრულების ნაწილში და პრობლემა ექმნება, სავარაუდოდ, იმ წყალქვეშა დინებებით, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრია ახლორიცელებს საქართველოს პარლამენტში ან ხელისფულების მეორე შტოში – მთავრობაში”, - განაცხადა ლევან კობერიძემ.


მისივე თქმით, თავის დროზეც, აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით უდიდესი წინააღმდეგობა იყო. თამბაქოს ინდუსტრია ყველანაირი ხრიკებით და ხერხებით, იქნებოდა ეს თამანდებიბის პირების მოსყიდვის მცდელობა თუ სხვა, თუნდაც ტექნიკური ხასიათის ხელისშეშლა, შეზღუდვების შემსუბუქებას ცდილობდა.


“მე მინდა გითხრათ ჩემი მხრიდან, რომ უკვე ბევრ დახურულ ობიექტში, მათ შორის საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებში, კაფეებში თუ სხვა დაწესებულებებში, გარკვეული დარღვევები შეინიშნება და თვალნათლივაც შეიმჩნევა აღსრულება, რომელიც საკმაოდ კარგად ხორციელდებოდა ამ სამი წლის განმავლობაში და ძლაიან კარგი შედეგები მოგვცა, აღარ ხორციელდება.


თამბაქოს ინდუსტრია სარგებლობს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობით და უდნა, რომ ამ პოლიტიკურ ალიაქოთში, რომელშიც დღეს ქვეყანაა, თავისი ინტერესი გაატოროს და ეს კანონმდებლობა და აღსრულების ნაწილი საკუთარ ბიზნესინტერესებზე მორგებული გახადოს.


პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ მიღებული კანონმდებლობა , რომელიც თავის დროზე ჩემი ჩართულობითაც იყო ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებული და მიღებული პარლამენტში, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტების და ჯანმოს მხირდან შეფასებულია, როგორც ყველაზე პროგრესული მთლიანად რეგიონში და დასანანი იქნება, თუკი ეს მიღწევა და ეს ნაბიჯი, რომელიც იყო გადადგმული, დაკნინდება და აღსრულება შემცირდება.


მე ახლანდელ პარლამენტს მოვუწოდებ, რომ არავითარ შემთხვევაში არ აყვნენ თამბაქოს ინდუსტრიის სხვადსხვა ტიპის მცდელობებს, არ მოექცნენ მათი გავლენის ქვეშ და შეინარჩუნონ ის, რაც მიღწეულია. პირიქით – საჭიროა ნაბიჯების წინ გადადგმა.


იქ რამდენიმე პუნქტია, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს ამ კანონის აღსრულება. ეს აკრძალვა ემსახურება მოზარდების და არამწეველების მაქსიმალურად დაცვას ცდუნებისაგანაც და მეორადი კვამლისგან , ანუ არამწეველების პასიური მწეველობისგან დაცვას”, - მიიჩნევს ლევან კობერიძე.


პოლიტიკოსის თქმით, თამბაქოს ინდუსტრია გამოირჩევა იმით, რომ თავის ინტერესებისათვის ბრძოლას თავს არ ანებებს და ის ბეჭდური თუ ციფრული მედიის საშუალებით საზოგადოებრივი აზრის დამკვიდრებას ცდილობს, რომ თითქოს რა დროს თამბაქოს აკრძალვაა, როდესაც ქვეყანაში ამდენი პრობლემაა.


“ბიზნესმენთა ფედერაცია აპირებს, რომ კანონპროექტის შიტანოს პარლამენტში. მე მათ მოვუწოდებ, რომ ეს არ არის ბიზნეს ინტერესის დაცვა, თამბაქოს ბიზნეს ინდუსტრია საკმარისზე მეტად არის დაცული არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მოვუწოდებ მათ, რომ სიკვდილის ინდუსტრიისთვის თავიანთი და თავიანთი შვილების ჯანმრთელობას ნუ გაწირავენ.



თამბაქოს ინდუსტრიის ცნობილი ხრიკია, რომ მოგვაჩვენოს თავი დიდი გადასახადების გადამხდელად და ეს ბიუჯეტისთვის მნიშნელოვანია. არ არის მნიშვნელოვანი, რადგან თამბაქოთი 11 000 ზე მეტი ადამიანი იღუპება ყოველწლირად.


მთელმა პროგრესულმა მსოფლიომ ეს გზა აირჩია და თუ რამე სხვა გზა იპოვა თამბაქოს ინდუსტრიამ და ბიზნესმენებმა, ვინც ამ კანონპროექტის ინიცირებას აპირებს პარალმენტში, მაშინ გამოვიდნენ და თქვან”, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.


მანვე განმარტა, რომ აკრძალვა, რომელიც მისი პარლამენტში ყოფნის დროს მიიღეს, აბსოლუტურად ყველა სახის თამბაქოს ნაწარმზე ვრცელდებოდა.


“გახურებული თამბაქო, იქნება ეს აიქოსი თუ რაღაც ახალი ტექნოლოგია, არის თამბაქოს ნაწარმი და ის არის მავნებელი. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში თამბაქოს ინდუსტრია ცდილობა, რომ რაც შეიძლება გაიწელოს ეს პროცესი და დასკვნები გვიან იყოს გაკეთებული. ძალიან მალე თქვენ ნახავთ კვლევას, სადაც ნათქვამია, რომ ეს გახურებადი თამბაქო, რომელზეც ცდილობენ არ გვრცელდეს ის შეზღუდვები, რომელიც თამბაქოს ნაწარმზე მოქმედებს და გამოიყვანოს ამ კანონის კონტროლის ზონიდან, მას გაცილებით მეტი გავლენა ახასიათებს ჩვეულებრივ თამბაქოსთან შედარებით და ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.


ჩვენ გვესმოდა დიდი აჟიოტაჟი, რომ ხალხი იქნება ამის წინააღმდეგი, პროტესტი იქნება გუნდის შიგნითაც კი. პარლამენტშიც კი “ქართული ოცნების” წევრები იძახდნენ, რომ ხალხში დიდი პროტესტი იქნება და ეს პოლიტიკურად იქნება წამგებიანი. ჩვენ რეალობამ დაგვანახა, რომ კანონი როგორც კი ამოქმედდა, ყველა კვლევით 80% მხარს უჭერს ამ აკრძალვას და კიდევ მეტი არის მზდ რომ იყოს გამკაცრებული და პირიქით მოსახლეობის კმაყოფილება გამოიწვია, თვთონ მწეველებიც კმაყფოფილები არიან, რომ დახურულ სივრცეში მოწევა აკრძალულია.


თამბაქოს ინდუსტრიას აქვს არგუმენტი, რომ ბევრ გადასახადებს იხდის. ასე მოქცევა არ შეიძლება, იმიტომ რომ თამბაქო, ალკოჰოლი, ნარკოტიკი და აზარტული თამაშები იწვევეს მიჩვევას და ადამიანების ფინანსურ, მორალურ და სოციალური პრობლემებს”, - აღნიშნა ლევან კობერიძემ.


განცხადების თანახმად, რომელიც ჯანმოს საქართველოს ოფისმა გაავრცელა, ხელისუფლებამ უნდაგა გააძლიეროს კანონმდებლობა საზოგადოებრივადგილებსა და ტრანსპორტში არსებული გამონაკლისებუს აღმოფხვრით, არომატიზირებული თამბაქოს პროდუქტების აკრძალვით, ინტერნეტით თამბაქოს რეკლამის აკრძალვის აღსრულების მექანიზმების გაძლიერებით, სხვა ღონისძიებების გატარებით რომელსაც თამბაქოს ჩარჩო კონვენციაი თვალისწინებს.


იქვე მითითებულია, რომ არამწეველებსა და არასულწლოვნებში მოხმარების დაწყების პრევენციისათვის მნიშვნელოვანია როგორც გასახურებელ თამბაქოზე, ასევე ელექტრონულ სიგარეტებზე მკაცრი რეგულაციები, მაღალი გადასახადები.


კანონის დანერგვის შედეგად, 2020 წლისმონაცემებით, 2016 წელთან შედარებით, თამბაქოს მწეველთა რიცხვი 10%-ით შემცირდა, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარებამ კი 15%-ით იკლო.


საქართველოს ჯანდაცვის უმაღლესი უწყების მონაცემებით, 2018 წლიდან მეორადი კვამლის ზეგავლენის მკვეთრად შემცირებით თამბაქოსთან დაკავშირებული ზოგიერთი დაავადების, ფილტვისქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ინსულტის ზოგიერთი ფორმის და მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემთხვევები 10-31%-ით შემცირდა.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისად, თამბაქოს კონტროლის ქართული კანონმდებლობა, სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს თამბაქოს ახალი პროდუქტების, მათ შორის გასახურებელი თამბაქოს, როგორც თამბაქოს პროდუქტის რეგულირებას (სადა შეფუთვის და დიდი ზომის პიქტოგრამების ჩათვლით), თამბაქოს რეკლამის, პოპულარიზაციის და სპონსორობის ყველა ფორმისაკრძალვას, ელექტრონული სიგარეტების რეგულირებას, რაც ქვეყანაში თამბაქოს მოხმარების შემცირებაში გადამწვეტ როლს თამაშობს. თუმცა, დადებითი ტენდენციების მიუხედავად, თამბაქოს მოხმარების მაჩვენებლები საქართველოში ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით კვლავაცმაღალია. თამბაქო ყოველწიურად 11 000-ზე მეტმოქალაქეს კლავს და ქვეყნის მშპ-ს 2.4%-ის ტოლფასზარალს იწვევს.


თამბაქოს ახალი პროდუქტი, გასახურებელი თამბაქო, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2 წლისწინ შემოვიდა, მოსახლეობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში პოპულარული ხდება. ახალიპროდუქტი თვალშისაცემია თანამედროვე დიზაინით, ფერებითა და აღწერილობით, ამიტომაც საშურიაგასახურებელი თამბაქოს სადა შეფუთვა და სავალდებულო პიქტოგრამების დატანა. ამ რეგულაციის გადავადება უფრო გაზრდის აღნიშნული პროდუქტის პოპულარობას.


საქართველოში მოწმენი ვართ ინდუსტრიის გამუდმებული მცდელობებისა, შეასუსტონ თამბაქოსკონტროლი. ამჟამად ინდუსტრია ცდილობსშეასუსტოს კანონი, მისი გარკვეული დებულებებისგაუქმების, ან ძალაში შეყვანის გადავადებისმოთხოვნით.


ჯანმოს ქვეყნის ოფისი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა, ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის შესაბამისად, გააძლიეროს საზოგადოებრივ ადგილებსა და ტრანსპორტში არსებული გამონაკლისების აღმოფხვრით, არომატიზირებული თამბაქოს პროდუქტების აკრძალვით, ინტერნეტით თამბაქოს რეკლამის აკრძალვის აღსრულების მექანიზმების გაძლიერებით, სხვა ღონისძიებების გატარებით, რომელსაც ითვალისწინებს თამბაქოს ჩარჩო კონვენცია. აღსანიშნავია ხალხის მაღალიმხარდაჭერა ტაქსებში მოწევის აკრძალვაზე ტაქსიშიდა კერძო ავტომობილებში, იმ შემთხვევაში თუ მასში არასრულწლოვნი იმყოფება.


ვაფასებთ საქართველოს პარლამენტის, მისი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთაკომიტეტის ხელმძღვანელობის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და ამ სფეროში მოქმედ, სხვაძირითადი მხარეების მიზანდასახულობას და პასუხისმგებლიან პოზიციას თამბაქოს კონტროლის სფეროში და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მათთან, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. ვიმედოვნებთ, მტკიცე პოზიციით დაძლიერი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის სრულად დანერგვით, საქართველოს პარლამენტი დაიცავს მოსახლეობის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, - ნათქვამია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის განცხადებაში, – ნათქვამია ჯანმოს განცხადებაში.


თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up