„გახსნის გადაწყვეტილება დაგვიანებულია - შეზღუდვების ეს შემსუბუქება ბიზნესს ფინანსური კუთხით შვებას ვერ მისცემს“

„გახსნის გადაწყვეტილება დაგვიანებულია - შეზღუდვების ეს შემსუბუქება ბიზნესს ფინანსური კუთხით შვებას ვერ მისცემს“

access_time2021-02-25 22:00:00

„სამთო კურორტების გახსნის გადაწყვეტილება დაგვიანებულია და საქმის ცოდნასთან და პროფესიონალიზმთან არ არის დაკავშირებული“, - ასე ეხმაურება რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „ტრეფიკ თრეველის“ მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე პრემიერის განცხადებას, რომლითაც უკვე დღეიდან სამთო კურორტებზე სასტუმროებს მუშაობის უფლება მიეცათ.


„ეს გადაწყვეტილება მიღებულია, თითქოს უფრო რომ მორიგი სატყუარა გადმოაგდეს. გუდაურის მაგალითი რომ ავიღოთ, სასტუმროებმა რომლებიც უკვე 2 სეზონია დაკეტილია, გაშვებული ყავთ თანამშრომლები, ახლა უნდა გასწიონ საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარჯი საქმიანობის აღდგენისთვის, ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როცა მაქსიმუმ 1 თვეა დარჩენილი, უცხოელი სტუმრების ჩამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმიტომ რომ ასე ბოლო მომენტში არავინ დაგეგმავს ჩამოსვლას და მხოლოდ ერთეული დამსვენებლები თუ ჩამოვლენ.


ერთადერთი დადებითი რაც აქვს საბაგიროების გახსნას, ისაა, რომ უბრალოდ ვისწავლოთ კურორტის მართვა „კოვიდის“ პირობებში, რადგან ვირუსი არსად წავა. სხვა მხრივ კურორტზე მდებარე სასტუმროსთვის, რესტორნისთვის ან იქ არსებული ნებისმიერი ადამიანისთვის ვინც რამე საქმიანობაშია ჩართული, ფინანსურად ეს მომგებიანი ვერ იქნება. გუდაური არის კურორტი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 100 დღე მუშაობს და რაც უკვე დაკარგა გუდაურმა, ამის უკან დაბრუნება წარმოუდგენელია. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებულ რომელიმე ბიზნესს შეზღუდვების ეს შემსუბუქება ფინანსური კუთხით შვებას მოუტანს. მეტიც, თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, ყველა იმ ეკონომიკური უბედურების ფონზე რა პირობებშიც ვართ, გუდაურის შემთხვევაში იქ არსებული სასტუმროების დიდი ნაწილი საერთოდ არ გაიხსნება და ამ ხარჯის გაწევას თავს აარიდებენ,“-აღნიშნა ჯაფარიძემ.



BPN.GE







4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky

მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია დაკეტილები ვართ, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ -Dinner In The Sky
access_time2021-04-09 17:30:01
      “ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია არასტაბილურია და ველოდებით სიტუაციის გაუმჯობესებას და ჯერ არ ვაპირებთ გახსნას. მოთხოვნა იმდენად დიდია, საქართველოდან გასვლას მაინც არ ვაპირებთ,” _   ტურისტული ატრაქცია Dinner In The sky Goergia, იგივე „ვახშამი ცაში” ერთი წელია დახურულია. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი რეგულაციებისა და შეკრებების აკრძალვის გამო ოპერირების განახლებას ვერ ახერხებს, თუმცა როგორც კომპანიაში „კომერსანტს“ განუცხადეს,...

8 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა

8 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-04-08 18:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 8 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 15 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 68 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 16 პუნქტით გაუფასურდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 9 აპრილისთვისაა) ეროვნული...


მსგავსი სიახლეები

up