გახსნილი საზღვრები - რეალური შემოსავალი თუ ფორმალობა

გახსნილი საზღვრები - რეალური შემოსავალი თუ ფორმალობა

access_time2020-07-13 10:00:34

საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. თავის მხრივ, ევროკავშირის ამ სახელმწიფოებმა მიიღეს საქართველოსთვის საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება. ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა.

 

საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. ამ ეტაპზე ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში ორი რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით და მუშაობა მიმდინარეობს AirBaltic-სა და AirFrance-თან.

 

„კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია, როგორია ამ ხუთი ქვეყნიდან ტურისტების შემოდინების და გაწეული ხარჯების დინამიკა. „საქსტატიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 3 თვეში (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი) საქართველოში საჰაერო გზით შემოსული 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 549 416 ადამიანი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ 59 277-ია იმ ხუთი ქვეყნის მოქალაქე, რომელთანაც მთავრობამ საზღვრების გახსნა დაანონსა.





აღსანიშნავია, რომ ამ ხუთი ქვეყნიდან შემომავალი ტურისტების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯების რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ „საქსტატს“ არსებული ქვეყნების მონაცემები ცალკე არ აქვს, მხოლოდ გერმანიის მოქალაქეების (30 885 ვიზიტორის) მიერ 3 თვეში დახარჯული 115,1 მლნ. ლარი არის ნაჩვენები ანუ თითო ვიზიტორზე დაახლოებით 3700 ლარი. ეს მაშინ, როდესაც 2019 წლის 3 თვეში (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი) 15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი პირების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯების საერთო რაოდენობამ 3 მლრდ. ლარს გადააჭარბა.


 


ისრაელისა და ევროპის ბაზარზე მომუშავე ტურისტული კომპანიის დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ხუთი ქვეყნიდან დიდი რაოდენობის ტურისტების მოლოდინი არ არსებობს, თუმცა ესეც რაღაც შედეგს გამოიღებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი პრობლემა ისაა, რომ საზღვრები რეალურად არ გახსნილა, რადგან სრული რეგულაციები არ მიუღიათ, რეგულარული ფრენები არ დანიშნულა და  ავიაბილეთების ზუსტი ფასები უცნობია.


„ამ ქვეყნების გახსნა კარგი პრეცედენტია, იმისთვის რომ ნელ-ნელა საზღვრები სხვებთანაც გაიხსნას, მაგრამ იმ ქვეყნებიდან რომლებიდანაც სტატისტიკურად უფრო მეტი ტურისტი შემოდიოდა და რეალურ სურათს დებდა, ცუდი ეპიდსიტუაციაა, ამიტომ არც არის გასაკვირი რომ მათთან საზღვრები არ იხსნება. გარდა იმისა, რომ ამ ქვეყნებიდან შემომავალი ტურისტები დიდ შემოსავალს არ მოგვიტანს, აღსანიშნავია რომ ფრენები არ არის, არადა მხოლოდ საჰაერო გზით შეგვიძლია ვიზიტორების მიღება ანუ რეალურად საზღვრები გახსნილად არ ითვლება. ტურისტულებმა რომ დავიწყოთ პიარ-კამპანიები,  ელემენტარულად ისიც არ ვიცით მსურველებს რა უნდა შევთავაზოთ ანუ კერძო სექტორისთვის ჯერ ეს ყველაფერი გახსნილ საზღვრად არ ითვლება. ეს არის უბრალოდ პირველი ნაბიჯი, საზღვრების გახსნა კი მაშინ იქნება, როდესაც სრულ რეგულაციებს მივიღებთ, რეგულარული ფრენები დაინიშნება და განისაზღვრება ავიაბილეთების ზუსტი ფასი, ამ შემთხვევაში როდესაც ეს ყველაფერი არ არის ცნობილი, უბრალოდ აბსურდში ვართ. თუ ეს საკითხები მოგვარდება, ჯგუფური ტურიზმის არა, მაგრამ ინდივიდუალური ტურიზმის განვითარების რაღაც მცირე  მოლოდინი გვექნება. თავისთავად ცხადია ეს შარშანდელი სიტუაციის საპირწონე არ იქნება, მაგრამ რაღაც მინიმალურს შედეგს  მოგვიტანს“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.



ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up