გახშირებული ავტოავარიები და გაზრდილი მსხვერპლი გზებზე - დეპუტატები საკუთარ უმოქმედობაში მიზეზს ვერ ხედავენ

გახშირებული ავტოავარიები და გაზრდილი მსხვერპლი გზებზე - დეპუტატები საკუთარ უმოქმედობაში მიზეზს ვერ ხედავენ

person access_time2016-06-14 16:00:07

გზებზე არსებული საგანგაშო მდგომარეობის თემას „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ უბრუნდება, რადგან ჯერჯერობით არ ჩანს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება აპირებს კონტროლის გამკაცრებას კანონდამრღვევი მძღოლებისა და ქვეითების მიმართ. ასეთი მიდგომების ფასი მოქალაქეების უსაფრთხოებაა, რომელიც ყოველდღიურად უარესდება.


საგანგაშოა ის, რომ კონტროლის მექანიზმების შესუსტებას ემატება კანონმდებლების მიერ ფაქტობრივად პასუხისმგებლობის აღებაზე უარის თქმა: ისინი პრობლემების მთავარ მიზეზებად მოქალაქეების თვითშეგნებასა და ძველ ავტოპარკს ასახელებენ, ხოლო იმაზე, რომ ორივე პრობლემა კანონმდებლობამ უნდა მოაგვაროს, არ საუბრობენ.

 

ცივილიზებულ მსოფლიოში მოქალაქეების დაბალი „თვითშეგნების“ ამაღლების ერთადერთ ქმედით ზომად შესაბამისი კანონების მიღება და მათი აღსრულებაა მიჩნეული. მხოლოდ მოქალაქის „თვითშეგნების“ იმედად საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა არცერთ ქვეყანაში არ ხდება. 

 

ის მაღალი ყოფითი კულტურა, რომელსაც დასავლეთის საზოგადოებებმა მიაღწია, სწორი კანონებისა და მათი ეფექტური აღსრულების შედეგია. 

 

იმ დროს, როდესაც ქვეყნის ცხოვრების რომელიმე სფეროში ვითარება უარესდება, ხელისუფლება იწყებს ფიქრს ამ სფეროში  ახალი რეგულაციების შემოღებაზე. 


მაგალითად, საქართველოში ღვედის გაკეთება უკვე ყოველდღიური ყოფითი კულტურის ნაწილად იქცა. თუმცა ეს შედეგი ვერც საინფორმაციო კამპანიებმა და მოქალაქეების „თვითშეგნების“ ამაღლების სხვა საშუალებებმა ვერ მოიტანა. შედეგი მხოლოდ კანონის შემოღებისა და ჯარიმების ამოქმედების შემდეგ დადგა. 

 

ქართველი კანონმდებლები კი გზებზე არსებულ ვითარებაზე საუბრისას ხელს ძირითადად საზოგადოებისკენ იშვერენ და  აცხადებენ, რომ მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლების გარეშე ავტოავარიების რაოდენობას ვერც პატრული და ვერც გამკაცრებული კანონმდებლობა ვერ შეამცირებს. 


პარლამენტარების ამ დემაგოგიური განცხადებების სულისკვეთებას აგრძელებს შსს, რომელიც მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას საინფორმაციო კამპანიით ცდილობს მომხიბვლელი სლოგანითა და სიმბოლიკით: „შენი გულისთვის - შენი უსაფრთხოებისთვის“. თუმცა იმ ფონზე, როდესაც არც ავტომობილების ტექდათვალიერებისა და არც საგზაო მოძრაობაზე კონტროლის გამკაცრების მიზნით კონკრეტული ნაბიჯები არ იდგმება, კამპანიას ეფექტი არ მოაქვს.


საქართველოს ხელისუფლება უკვე წლებია თავს იკავებს სავალდებულო ტექდათვალიერების წესის ამოქმედებისგან. ყოველ მომდევნო წელს მოქალაქეებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ წესის ამოქმედებამ კიდევ ერთი წლით გადაიწია. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მიზეზი მარტივია - ხელისუფლებას არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა და ამომრჩეველთა ხმის დაკარგვა არ სურს. ასეთი დამოკიდებულების შედეგია დაბინძურებული ეკოლოგია, სხვადასხვა დაავადებების გაზრდილი მაჩვენებელი და გზებზე დაღუპული ასობით ადამიანი.


სტატისტიკა კი ასეთია: 2015 წელს საქართველოში 6 500-მდე ავტოსაგზაო შემთხვევაა რეგისტრირებული. ეს, დაახლოებით, ხუთასით მეტია, ვიდრე იყო 2014-ში. ავტოავარიების შედეგად დაიღუპა 602 ადამიანი, ხოლო დაშავდა ათი ათასამდე. დაღუპულებს შორის 28 ბავშვია.


2012 წელს ავტოავარიებში დაიღუპა 605 ადამიანი, 2013-ში - 514, 2014-ში - 511, 2015 წელს ამ მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა და 602 ადამიანი შეადგინა.


რამდენიმე თვის წინ ითქვა, რომ მდგომარეობის გამოსასწორებლად მთავრობა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამდა, იგულისხმებოდა მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვა, ასევე მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესება. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მზადაა მიიღოს არაპოპულარული გადაწყვეტილებები. თუმცა, ცვლილებების დანერგვა გადაიდო. რამდენიმე თვეა პარლამენტში ამ კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია. ექსპერტების აზრით, მთავრობას მოახლოებული არჩევნების წინ მოსახლეობის „გაღიზიანება“ არ სურს.



იღებს თუ არა ხელისუფლება, მათ შორის საკანონმდებლო, პასუხისმგებლობას იმაზე,  რომ მისი მმართველობის პერიოდში ავტოავარიებში დაღუპულთა სტატისტიკა გაიზარდა? 

 

რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორებულიყო? „კომერსანტმა“ ამ კითხვებით პარლამენტის დეპუტატებს მიმართა. მათი პასუხებიდან გამომდინარე, ისინი პასუხისმგებლობის დიდ ნაწილს ცალკეულ მოქალაქეებს აკისრებენ. ისინი მართალია, საკუთარ პასუხისმგებლობაზეც საუბრობენ, თუმცა ეს ცნება მათთვის საკმაოდ ზოგადია და მათი მხრიდან რა კონკრეტულ ინიციატივებში გამოიხატება, არ საუბრობენ.

 

პარლამენტის უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე პატრულის საქმიანობით კმაყოფილია და არც ჯარიმების ეფექტს აღიარებს. ის მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების პირველი მიზეზი გაზრდილი და მოძველებული ავტოპარკია. მისი თქმით, ერთი მხრივ, კარგია, რომ ქვეყანაში დიდი ავტოპარკია, მაგრამ ქართულ გზებს შესაბამისი გამტარუნარიანობა არ აქვს.


„რაც მეტია მძღოლი, მეტია დაუკვირვებელი მძღოლიც, რომელიც საბოლოო ჯამში იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს. რომ გითხრათ, რომ პატრულია ავარიების გახშირების მიზეზი, არ ვიქნები მართალი, რადგან არ მგონია, პატრული მოძრაობის წესების დარეგულირებაში არ იღებდეს მონაწილეობას, მაგრამ მარტო დასჯა, ვფიქრობ, არ არის საკმარისი. მძღოლები უნდა ვიყოთ ყურადღებიანები და გავუფრთხილდეთ არამარტო საკუთარ თავს, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც“,- აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.


მისივე თქმით, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებისთვის საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი აგიტაცია, რეკლამა ტელევიზიით, რომელიც საზოგადოებას ყოველდღიურად შეახსენებს, რა შედეგებით სრულდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ფაქტები. 


„საზოგადოების თვითშეგნებაა მთავარი და შემდეგ უკვე სახელმწიფოს მხრიდან უნდა გადაიდგას ნაბიჯები“,- აცხადებს დავით ლორთქიფანიძე.


რაც შეეხება პასუხისმგებლობას გზებზე არსებულ მდგომარეობაზე, დეპუტატი ზოგადი განცხადებით შემოიფარგლება – რომ ეს როგორც მოქალაქეების, ასევე სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა.


დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ფიქრობს, რომ გახშირებული ავტოავარიების მიზეზი უპირველესად ისაა, რომ ბევრ ადგილზე გზის საფარის აღდგენა მიმდინარეობს, მძღოლები კი ასეთ მონაკვეთებზე წესებს ძირითადად არ იცავენ.

„ხალხი არ ემორჩილება წესებს, მაგალითად იმას, რომ მაქსიმუმ 110 კმ/სთ-სიჩქარით უნდა იარონ მანქანით ტრასებზე. ვხედავ, რომ ხალხი არ იცავს ამ წესებს. რეაგირება არის, ყველგან დგას კამერები, როგორც შემაკავებელი ფაქტორი, პატრული მოძრაობს, მაგრამ ყველა ადამიანს კუდში ვერ გაეკიდება პატრული“,- აცხადებს კახა ოქრიაშვილი.


დეპუტატი მისი კოლეგის მსგავსად ფიქრობს, რომ ცნობიერების ასამაღლებლად მარკეტინგული და საგანმანათლებლო აქტივობები უნდა განხორციელდეს.


პარლამენტარის თქმით,  შს სამინისტროს მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე რეგულაციებს ამკაცრებდა, აუცილებლად უნდა იყოს შემოღებული. მისი განმარტებით, პარლამენტში ამ კანონპროექტს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, ის შეიძლება ჩავარდნილიყო, ამიტომ შეჩერების და მისი დახვეწის გადაწყვეტილება მიიღეს.


„შეიძლება, არაპოპულარული იყოს ეს ზომები, მაგრამ მოგვიწევს მათი გატარება. ქულების სისტემა ამკაცრებდა წესებს, მთლად გამართული არ იყო, მაგრამ მე ზოგადად მომხრე ვარ ამ კანონპროექტის. თუ ადამიანი სისტემატურად არღვევს წესრიგს, მას უნდა ჩამოერთვას მართვის უფლება. ამასთან, მარჯვენასაჭიანების აკრძალვა უნდა მოხდეს. შუა გზაში დადიან ეს ადამიანები, რადგან სხვანაირად ვერ ხედავენ გზას, რაც იწვევს ავარიებს“,- ამბობს კახა ოქრიაშვილი და აღნიშნავს, რომ შს სამინისტროს მიერ წარდგენილი კანონი ძალიან მკაფიო უნდა იყოს და არ უნდა იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას.


დეპუტატი განმარტავს, რომ პარლამენტში ინიცირებული ვარიანტი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა და მისი შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო.


ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კი რეგულაციების გამკაცრებას აუცილებლად მიიჩნევს, თუმცა კომენტარს  ისიც ცალკეული  მოქალაქეების პასუხისმგებლობის თემით ასრულებს.

 

„როცა სპეცმანქანა მოძრაობს, როგორიცაა სასწრაფო, ამას არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი რეგულაციები, მაგრამ დაგვჭირდა და შემოვიტანეთ. შედეგად, თუ დღეს მძღოლები არ დაუთმობენ გზას სპეცმანქანას, ისინი ჯარიმდებიან“,- ამბობს ხუნდაძე.


მისივე თქმით, სიტუაციის გამწვავების მიზეზი ძირითადად გაზრდილი ავტოპარკია, თუმცა, ეს  გახშირებული ავარიების გასასამართლებელი საბუთი არ არის.


„ალბათ, მოძრაობის წესების გარკვეული კორექტირება იქნება საჭირო. მე, ზოგადად, რეგულაციების გამკაცრების მომხრე არ ვარ ხოლმე, მაგრამ როდესაც ეს ეხება ადამიანის სიცოცხლეს, აქ საზრიანი და დროული გამკაცრება კარგი იქნება.


ამ ყველაფერში უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს მმართველ გუნდს, თუმცა, ვფიქრობ, რომ არამხოლოდ ხელისუფალმა უნდა არეგულიროს სიტუაცია, უნდა  არსებობდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც.


ნასვამი მძღოლი არ უნდა ჯდებოდეს საჭესთან ან საჭე არ უნდა გადასცეს ადამიანს, რომელმაც არ იცის მართვა. რამდენიც უნდა გავამკაცროთ კანონი, ეს ადამიანი ვერ ითავისებს თავის პასუხისმგებლობას“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.



გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება

გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება
access_time2020-07-13 19:01:29
„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ ანაკლია სითის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.   „კომერსანტი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:   „Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად...

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან

The Wall Street Journal: შიდა ტურიზმის ქრონიკები - ფრანგები საფრანგეთს ეცნობიან
access_time2020-07-13 20:00:35
დღეს ფრანგები მათთვის უცნობ ტერიტორიას საფრანგეთს ითვისებენ. ყოველწლიურად ფრანგები შვებულებებში საზღვარგარეთ მიდიან, თავად საფრანგეთი კი ათობით მილიონ უცხოელ ტურისტს იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ მილიონობით ფრანგი ეიფელის კოშკზე არასდროს ასულა, მონბლანის მწვერვალიდან სამყაროსთვის არასდროს შეუხედია, და ნიცაში, ინგლისურ სანაპიროზე არასდროს უსეირნია.   "იყო ფრანგი - ნიშნავს სამოთხეში ცხოვრებას, რომლის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ“ - დაწერა ერთ დროს...

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ₾54 მლნ ბიუჯეტით 1.4 მლნ-ზე მეტს ვერ შოულობს
access_time2020-07-13 18:35:20
საზოგადოებრივი მაუწყებელი (საზმაუ)  სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მზარდი დაფინანსებით ყველაზე მდიდარი ტელევიზიაა საქართველოში. ჯამური შემოსავალი 55.9 მლნ ლარია.  საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის მიხედვით,   ტელეკომპანიას სარეკლამო შემოსავლები 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს 1.5 მლნ ლარით შეუმცირდა, თუმცა, სარეკლამო შემოსავლების ათეულში მეშვიდე ადგილი დაიკავა . საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამა მნიშვნელოვნად 2018 წელს გაიზარდა. ამავე წლის...

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის

ახლადგახსნილი მაგნიკა რეზორტი ივლისში სასტუმროს 50%-იან დატვირთვას ელის
access_time2020-07-13 19:00:17
სასტუმრო მაგნიკა რეზორტი“ პირველი სტუმრების მისაღებად მზადაა. სასტუმრო კომპლექსი, რომელიც შეკვეთილში 10 ჰა ტერიტორიაზეა განლაგებული 40 ოთახს აერთიანებს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 18 მლნ ლარია და სასტუმრო 50-მდე ადამიანს ასაქმებს.   “მაგნიკა რეზორტს” გაყიდვებისა და მარკეტინგის მომსახურებას უწევს მენეჯმენტ კომპანია HSC Group. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, წელს გამომდინარე კორონა ვირუსის პანდემიიდან, ორიენტირებულები იქნებიან მხოლოდ შიდა ბაზარზე და...

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას

„მკვლელი ლიფტები“ – არაპოპულარული, მაგრამ სასიცოცხლო ნაბიჯი, რომელიც მერიამ უნდა გადადგას
access_time2020-07-13 18:00:24
ამორტიზებული ლიფტების რაოდენობა საქართველოში 18 ათასს აღწევს. მათი ექსპლუატაციის 25–წლიანი ვადა დაახლოებით 30 წლის წინ ამოიწურა. ასეთი ლიფტები არა პოტენციურ, არამედ რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანების სიცოცხლისთვის. რეალურს იმიტომ, რომ ლიფტებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების რიცხვი მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვეში 30–ს აღწევს. „მკვლელი ლიფტების“ შესაცვლელად წლები და კოლოსალური ფინანსებია საჭირო. უკეთ წარმოდგენისთვის, ერთი ლიფტის ფასი 5–დან 8 ათას აშშ დოლარამდე...


მსგავსი სიახლეები

up