გახდება თუ არა საქართველო ფინანსური და ტექნოლოგიური ჰაბი?

გახდება თუ არა საქართველო ფინანსური და ტექნოლოგიური ჰაბი?

access_time2022-12-01 16:35:22

 

გახდება თუ არა საქართველო ფინანსური და ტექნოლოგიური ჰაბი? ეს საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც საქართველოში კრიპტოვალუტის უდიდესი ბირჟის Binance-ის დამფუძნებელი ჩანპენ ჩჟაო ჩამოვიდა.

 

რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში სწორედ საქართველოს ფინანსურ და ტექნოლოგიურ პოტენციალზე ისაუბრა ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარემ დავით კიკვიძემ. მისი თქმით, სახელმწიფო უნდა იყო დაინტერესებული, რომ დიდი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლები და კომპანიები საქართველოში ჩამოიყვანონ, რადგან ეს საერთაშორისო ინტეგრაციის მთავარი გასაღებია.

 

„Binance-ი თავისით დაინტერესდა საქართველოთი და თავისი ინიციატივით ჩამოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფერმა ქართულ ბაზარზე დიდი ინტერესი გამოიწვია. არადა, ამას მთავრობის წევრები თავად უნდა აკეთებდნენ. სახელმწიფო თავად უნდა უზრუნველყოფდეს მსგავსი ტიპის ორგანიზაციების ქართული ბაზრით დაინტერესებას. რადგან ეს საერთაშორისო ინტეგრაციის მთავარი გასაღებია“, - განაცხადა დავით კიკვიძემ.

 

დავით კიკვიძის თქმით, ქვეყანას თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ფინანსების განვითარების კუთხით დიდი პოტენციალი აქვს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ის დარგები შეისწავლოს, რისი განვითარების მეტი შანსიც გვაქვს და სადაც მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეგვიძლია. ასეთ დარგებად დაასახელა - Crowdfunding-ი და landing-ი ანუ ონლაინ სესხები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ალტერნატიული საფინანსო ინსტიტუტებად ჩამოყალიბდნენ.

 

„პოტენციალი ნამდვილად გვაქვს, იმიტომ რომ არაერთი მსხვილი ორგანიზაცია დაინტერესდა არა მხოლოდ ქართული ბაზრით, არამედ საქართველოში ბიზნესის კეთებით. ეს იმიტომ რომ საქართველოში ტექნოლოგიების მიმართულებით ბიზნესის კეთება საკმაოდ მარტივია. აქ არსებობს ის ინფრასტრუქტურა, რაც ტექნოლოგიური ტიპის კომპანიის ჩამოსაყალიბებლად და ტექნოლოგიური პროდუქტების შესაქმნელადაა საჭირო. ისინი აქ იწყებენ ახალი პროდუქტების და სერვისების შექმნას, აქვე ტესტავენ და მსხვილ ბაზრებზე გასვლას მერე იწყებენ. მათ საქართველო საკუთარი რეგიონული წარმომადგენლობის ეპიცენტრად აქციეს,“  გამაცხადა დავით კიკვაძემ.


 

დავით კიკვიძის თქმით, ქართული ბაზარი პატარაა, მაგრამ „მაღალტექნოლოგიურად მიმღებელი მომხმარებელი“ ვყავს. სწორედ ეს განაპირობებს საერთაშორისო კორპორაციების ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას.

საუბრის ბოლოს დავით კიკვიძემ განაცხადა, რომ 2 მსხვილი საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებულია საქართველოში შემოსვლით. მათი ძირითადი მიმართულება საგადახდო ბიზნესია.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

 

 

 

 

 

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up