საქართველოში შესაძლოა „ტესლას“ ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნას

საქართველოში შესაძლოა „ტესლას“ ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნას

access_time2021-10-04 14:00:22

სოციალურ ქსელში გამოჩნდა გვერდი, რომელიც იუწყება, რომ „ტესლა“-ს ელექტრომობილების შეძენა საქართველოშიც შესაძლებელია. გახდება თუ არა კომპანია „იმერი“ ილონ მასკის ელექტრომობილების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, რატომ უნდა ვიყიდოთ ავტომობილი ქართული კომპანიისგან და არ ჩამოვიყვანოთ ევროპიდან – ამ და სხვა კითხვებს კომპანია „იმერი“-ს წარმომადგენელი კახა ჩინჩალაძე პასუხობს.

 


მისი თქმით „ტესლას“ ყველაზე იაფიანი მოდელები საქართველოსთვის მისაღები ფასიდან იწყება, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ საქართველოს ბაზარზე მას დიდი პოტენციალი აქვს.

 


„მქონია შეხება სხვა სერვის ცენტრებთან, ქართველ დილერებთან და დაახლოებით ვიცი რა ფასშია ეს ყველაფერი შესაძლებელი, აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ყველაფერს თვითონ „ტესლასგან“ დიდი დაინტერესება მოჰყვეს.

მართალია რომ დიდი კომპანიები დაინტერესებულები არ არიან, მაგრამ ჩემმა უცხოელმა მეგობრებმა მითხრეს, რომ სანამ საქმის კეთება არ დავიწყეთ მანამდე ყურადღება ს არა გვაქცევდა. მცდელობისთვის სასამართლოში არავინ გვიჩივლებს და ამერიკიდან და ევროპიდან არავინ გაგვკიცხავს, ამის კეთება ყველას შეუძლია, მაგრამ ამასაც თავისი სირთულეები ახლავს თან და ყველას არ აქვს იმის სურვილი, რომ ამაში დაგეხმაროს, რადგან ამერიკაშიც და ევროპაშიც შესაბამისი კანონებია , რაც ახალი მანქანების ქვეყნიდან გამოყვანას კრძალავს, მაგრამ რაღაც ხერხებით თუ ნაცნობებით ეს ხდება“. - აღნიშნა კახა ჩინჩალაძემ.

 


კითხვაზე „ტესლა საქართველო“ განიხილავს თუ არა თავს რეექსპორტის ჭრილში რეგიონის მასშტაბით, კახა ჩინჩალაძე პასუხობს, რომ „ტესლას“ ოფიციალური დილერი 1500 კილომეტრის რადიუსში სხვა არავინ არის და მათი შესაძლო მომხმარებლები შესაძლოა არა მხოლოდ ქართველები, არამედ რეგიონის მასშტაბით სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც იყვნენ.

 

 


„რეკლამასაც ვაკეთებ არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ რეგიონის მასშტაბით სხვა ქვეყნებზეც , იმიტომ რომ „ტესლას“ იმდენად მკაცრი პირობები აქვს, რომ ვიღაცამ რაღაც გააკეთოს თავის სახელით, რომ ამის საშუალება ძალიან ბევრ ქვეყანაში არ არის. აქედან გამომდინარე საქართველო ამ ქვეყნებისთვის მიმზიდველი იქნება ამ კუთხით, რომ ჩამოვიდნენ და იყიდონ მანქანა ისე, როგორც ამას რუსთავში ჩამოსვლისას აკეთებენ. ასევე შეეძლებათ შეგვიკვეთონ მანქანა არც ეს არის პრობლემა, ამ ყველაფერს დღევანდელი ტექნოლოგიების საშუალებით ვახერხებთ“ - აღნიშნა კახა ჩინჩალაძემ.




ჩინჩალაძემ „ტესლას“ შოურუმის შესაძლო გახსნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის გაკეთება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა მისი თქმით შოურუმის შექმნამდე ჯერ მოთხოვნას დააკვირდებიან და დაახლოებით ერთი წლის თავზე გადაწყვეტენ, დასჭირდებათ თუ არა მისი გახსნა.

 


„ჩემი ფასები იგივეა რაც ევროპაში, აქედან გამომდინარე ადამიანი რომ ევროპაში წავიდეს და იყიდოს მანქანა მან ტრანსპორტირების თანხა უნდა გადაიხადოს ჩემთან პლუსი არის ის, რომ მანქანის ფასში შედის ტრანსპორტირების თანხაც, რითაც ევროპას ვეკონკურენტები, ამასთან ერთად ამერიკიდან წამოყვანას სჭირდება ორი თვე, ყველაზე მინიმუმი ერთი თვე. მე როდესაც ევროპიდან მანქანები მომყავს ის სამ კვირაში ჩამოდის, მოდელსაც გააჩნია. ამ ყველაფერს ან უნდა აკეთებდე ოფიციალური დილერით ან უნდა აკეთებდე ისეთი დიდი კომპანიით რომელსაც აქვს სახელი და მომხმარებელს კითხვის ნიშანი არ უნდა გაუჩნდეს იმის შესახებ თუ რატომ უნდა მოვიდეს ჩვენთან.

გარდა ამისა ევროპას და ამერიკას ახალ მანქანებზე აქვს გარკვეული შეზღუდვები, თუ მანქანას არ აქვს 600 კმ გავლილი და გამოსვლიდან 6 თვე არ არის გასული ან ნაავარიების სტატუსი, მანქანას ქვეყნიდან ვერ გაიყვან“ - აღნიშნა კახა ჩინჩალაძემ.

 


კახა ჩინჩალაძე ამბობს, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ევროპაში მოდელი 3–ა პოპულარული. მისივე თქმით რაღაც ეტაპზე ვოლკსვაგენს გაასწრო, მაგრამ მას შემდეგ რაც მოდელი 3 გამოვიდა, წლის გაყიდვებით როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში მას პირველი ადგილი უჭირავს.

 

 

„საქართველოში არსებული ბაზრიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ რეგიონში მოდელი სამები ყველაზე ხელმისაწვდომია.

„ტესლა“ როგორც ბრენდი ჩემთვის თავიდანვე საინტერესო იყო. როდესაც „ტესლამ“ პირველი კომერციული მანქანა გამოუშვა და კომერციულადაც მომგებიან იყო ეს იყო მოდელი S. დღეს რასაც ვუყურებ 2013 წელს გამოსული მანქანებიც იქიდან ვაკვირდებოდი მე ტესლებს, რასაც ვუყურებ 2013 წელს გამოსული მანქანებიც კი ძალიან ხარისხიანი და კომფორტულია ქართული ბაზრისთვის.

თვითონ „ტესლას“ მანქანაც ბერვად მარტივია, არ სჭირდება ზეთები და აქედან გამომდინარე ქართველი ადამიანისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი უნდა იყოს, ზედმეტი ხარჯები არავის არ უყვარს, რამდენიმე მანქანა რაც ჩამოვიყვანეთ გავტესტეთ და დაახლოებით 15-20 ლარის დენით გავდივართ იმდენ მანძილს რაზეც ქართველი ადამიანს ას ლარამდე სჭირდება, შესაბამისად ფინანსურადაც მომგებიანია“. - აღნიშნა კახა ჩინჩალაძემ.



რაც შეეხება სერვის ცენტრის არსებობას. კახა ჩინჩალაძის თქმით დილერის სახელზე საგარანტიო სერვისიც ავტომატურად იქნება მიბმული.



„როდესაც დილერის სახელს გაძლევენ მას მინიმუმ საგარანტიო სერვისიც უნდა ჰქონდეს. საგარანტიო სერვისში იგულისხმება გაფუჭებული ნაწილის შეკეთება ან შეცვლა. ტესლას ერთი დიდი მინუსი არის ის რომ მესამე პირებზე ნაწილებს არ ყიდის, ანუ ზოგადად ახალი ნაწილის ყიდვა თუ გვინდა მანქანა ტესლას ოფიციალურ ცენტრში უნდა მივიყვანოთ, იქ ვიყიდოთ და იქვე შეგვიცვალონ. ჩვენთანაც ეგეთი სიტუაცია იქნება, ჩვენც ეგეთ პირობას დაგვიდებს „ტესლა.


ვიდრე ოფიციალური წარმომადგენლები გავხდებით, მანამდე ზოგადად ტესლას აქვს ონლაინ დიაგნოსტიკა , მარტო ჩვენთან არა მთელ მსოფლიოში ასეა. ამასთან ერთად გვყავს რამდენიმე პარტნიორი ვინც ამაზე მუშაობს ა ჩვენ მათთან შეთანხმებული ვართ , მუშაობენ ამ მანქანებზე აქვთ გამოცდილება და ჩვენ რომ ველოსიპედი ახლიდან არ გამოვიგონოთ გვაქვს მათთან პარტნიორობა, რომ ჩვენგან მისულ ადამიანს თუნდაც საგარანტიო პირობით მოემსახურონ.“- აღნიშნა კახა ჩინჩალაძემ.




თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
ტესლა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up