ავტომობილების უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში მოქალაქედავით მებაღიშვილმა წარადგინა.
როგორც წინადადების ავტორი აღნიშნავს, ღვედის გამოყენების ვალდებულებაავტომობილის უკანა სავარძლებზე არ ვრცელდება. ამასთან, მისივე შეფასებით, შესაძლოა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩენილიყო, თუ უფრო განმტკიცებულიიქნებოდა უსაფრთხოების კულტურა.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წინადადება იურიდიულ საკითხთაკომიტეტმა უნდა განიხილოს და გადაწყვეტილება ბიუროს აცნობოს.
bpn.ge