„გახარიას მოწოდება არარეალისტურია, ევროკავშირს რუსეთზე ზემოქმედების არავითარი ბერკეტი არ გააჩნია“ - ანჯაფარიძე

„გახარიას მოწოდება არარეალისტურია, ევროკავშირს რუსეთზე ზემოქმედების არავითარი ბერკეტი არ გააჩნია“ - ანჯაფარიძე

access_time2019-09-16 20:45:18

„ამ ეტაპზე გახარიას მოწოდება არარეალისტურია, რადგან ევროკავშირს რუსეთზე ზემოქმედების არავითარი მნიშვნელოვანი ბერკეტები, მითუმეტეს სეპარატისტულ რეჟიმზე, არ გააჩნია, თუნდაც იმისათვის, რომ ამის აღსრულებას ხელი შეუწყოს - აცხადებს „რეზონანსთან ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადების შესახებ საუბრისას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნდა აღსრულდეს.

 

16 სექტემბერს საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრისას განხილულ იქნა ქვეყანაში არსებულ ყველა მნიშვნელოვანი გამოწვევა თუ პრობლემა.

 

ჰანთან შეხვედრისას გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას.

 

„რეზონანსი: რამდენად რეალურია, რომ მთელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განთავსდეს?

 

ზაალ ანჯაფარიძე: ეს იყო ერთგვარი გაცნობითი შეხვედრა; გახარია პრემიერმინისტრის რანგში პირველად შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენელს, სადაც ყველა ის საჭირბოროტო საკითხი იქნა განხილული, რაც ქვეყანას აწუხებს.

 

რუსეთი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ევროკავშირის მონიტორების შეშვებას ეწინააღმდეგებოდა, ახლა ნატო-ს მონიტორებს შეუშვებს, იმ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, რაც ახლა რუსეთს ნატო-სთან აქვს და ზოგადად, დასავლეთთან? ეს თვალსაწიერ მომავალში აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

 

ეს შესაძლოა შორეულ მომავალში მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა იმდენად დათბება, რომ რუსეთი კეთილი ნების გამომხატველი ჟესტით მსგავს რამეს დაუშვას, რაც არამგონია მოხდეს.

 

„რ: ჰანის განცხადებით, „უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესი არამარტო ბრიუსელიდან, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან არის ყურადღების ცენტრში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს ეუთოც აფასებს; ანგარიშში წერია, რომ საკანონმდებლო მიმოხილვის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა გათვალისწინებული და კვლავ რჩება მრავალი ხარვეზი.


 

ზ.ა: „ოდირის-ის ანგარიშში არის შექებაც და კრიტიკაც. ეს ანგარიში, ფაქტობრივად, ასახავს ევროკავშირის დამოკიდებულებას. არამგონია, რომ ევროსტრუქტურების სხვა შეფასებები დიდად განსხვავდებოდეს ამისგან; ისინი გამოთქვამენ ასეთ მოსაზრებას, რომ უკეთესია, თუ ყველა რეკომენდაცია იქნებოდა გათვალისწინებული.

 

მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სახელმწიფოს სუვერენული საქმეა და სხვა ევროპულ სტრუქტურებს შეუძლიათ რჩევის დონეზე ჩაერიონ ამ პროცესში, მაგრამ ის თუ რა დოზით იქნა გათვალისწინებული მათი რეკომენდაციები, ეს ჩაიწერება სათანადო ანგარიშებში და შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ალბათ თავის ასახვას ჰპოვებს, როდესაც დადგება საქართველოს მიღწევების შეფასება ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. არ მგონია, რომ ამან რადიკალური უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე.

 

„რ: ევროკომისარი იოჰანეს ჰანი „სამხრეთ ოსეთში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გმობს...

 

ზ.ა: ბორდერიზაციის შესახებ განცხადებები, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ეს განცხადებები რამდენად ცვლის სიტუაციას ჩვენ სასარგებლოდ? როდესაც წნელისთან და ჩორჩანასთან პირველი ინციდენტი მოხდა და სიტუცია დაიძაბა, განცხადებების მთელი კასკადი იყო, თუმცა რეალურად ჩვენ მივიღეთ ის, რომ დღეს ოსი სეპარატისტები რუსების მხარდაჭერით ორ ახალ საგუშაგოს აშენებენ, რაც მნივშენლოვნად ზრდის კონფლიქტის ესკალაციის ალბათობას.

 

ევროკავშირის სტრუქტურები, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გამოდის, რომ, ფაქტობრივად, უძლურია ამ ყველაფრის წინააღმდეგ. ერთადერთი, რასაც აკეთებენ, ეს არის ის, რომ უღებენ სურათებს, აფიქსირებენ და რუსეთში აგზავნიან. ეს მოსახლეობაში იწვევს ერთგვარ იმედგაცრუებას და ამ როლს აკნინებს, - იქ არის წარმოდგენილი სტრუქტურა, მაგრამ რეალურად სიტუაციაზე ზემოქმედების ბერკეტი არ გააჩნია, რადგან მისი მანდატი შეზღუდულია. მას არ აქვს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ასე გაგრძელება ალბათ რთული იქნება, რადგან გამოსავალი უნდა მოიძებნოს იმ კუთხით, რომ ევროკავშირი გააქტიურდეს.

 

განცხადებების გარდა, საჭიროა საქართველოს ხელისუფლებამ იმუშაოს იმაზე, რომ თავის მოკავშირეებს მოსთხოვოს ქმედითი ზომები დაუპირისპირონ რუსეთს.

 

„რ: ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ინვესტორი გააქცია და ამის ოქმიც არსებობს. გახარიამ ხაზარაძის ბრალდებას ჭორაობა უწოდა და აღნიშნა, რომ „გვანახოს ეს ოქმი. როგორ შეაფასებთ აღნიშნულს?

 

ზ.ა: მთელი სამი დღეა, რაც ხაზარაძემ პოლიტიკაში შემოაბიჯა და გვესმის მისი განცხადებები, შემდეგ საპირისპირო განცხადებები, უარყოფა და ა.შ. ძალიან რთულია ამ ყველაფრის დადასტურება, მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ეს განცხადებები ზეგავლენას ახდენს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის განწყობაზე, მითუმეტეს ასეთი მძიმე ბრალდებები. ყველაზე კარგი საშუალებაა იყოს მაქსიმალური გამჭირვალობა.

 

თუ ინფრასტუქტურის მინისტრი გამოვა და იტყვის კონკრეტულად რომელ ინვესტორს შეხვდა, როდის და რაზე ესაუბრა, თუ კონფიდენციალური არ არის, გამოაქვეყნებს იმ ოქმს... ხელისუფლებამ ამ ბრალდებებს შეუძლია უპასუხოს მაქსიმალური გამჭირვალობით და მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებით, რასაც ის ჯერჯერობთი მაინცდამაინც კარგად ვერ აკეთებს.

 

„რ: როგორ ფიქრობთ, რა ბედი ელის ანაკლიის პორტის პროექტს?

 

ზ.ა: უნდა დაველოდოთ იმ პერიოდს, როდესაც საბოლოოდ გაირკვევა ურთიერთობა კონსორციუმსა და მთავრობას შორის. დაახლოებით ორ თვეში გაირკვევა, „თიბისი ბანკის კონსორციუმი გააგრძელებს თუ არა ამ პორტის მშენებლობას, თუ გაუყინავენ კონტრაქტს და ხელისუფლება ახალი ინვესტორის ძებნას შეუდგება.


წყარო:რეზონანსი





„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up