გახარიას დავალებით, თითოეულ ელჩს მიეცა კონკრეტული მისია, საქართველო მოხვდეს პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი

გახარიას დავალებით, თითოეულ ელჩს მიეცა კონკრეტული მისია, საქართველო მოხვდეს პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი

access_time2020-05-19 20:00:19

„შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა ტურიზმის დარგთან, რომელიც კახეთის რეგიონში მოღვაწეობს. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ტურიზმის გახსნის მნიშვნელობაზე და, მათ შორის, კონკრეტულად რეგიონებში. კითხვები ეხებოდა, ძირითადად, ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ახალი რეგულაციები, რომელიც უნდა დაინერგოს ტურიზმის ინდუსტრიაში. ზოგადად, გვქონდა ძალიან პოზიტიური უკუკავშირი დარგისგან, რომელიც შეეხებოდა იმ დახმარების პაკეტს, რაც სახელმწიფომ უკვე 3 ეტაპად შესთავაზა მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებს. ამავდროულად, ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძალიან ღირებულ გამოცდილებაზე, რომელი სასტუმროებმა, უმეტესწილად კახეთის რეგიონში შეიძინეს საკარანტინე პროექტში ჩართულობით. მათი განწყობა ძალიან პოზიტიურია, რადგან მიაჩნიათ, რომ დღეს ისინი უფრო წინ არიან ამ გამოწვევის წინაშე და მოემსახურებიან ტურისტებს ბევრად უფრო დაცულად, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა კახეთში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უძღვებოდა.

 

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, თითოეულ ელჩს მიეცა კონკრეტული მისია, რომ საქართველო უნდა მოხვდეს პრიორიტეტულ მიმართულებებში, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი.

 

 


„შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა გრძელდება, მოვუყევით იმ გეგმების შესახებ, რომელიც გულისხმობს უმოკლეს ვადაში გავრცელებას ახალი რეგულაციების და პროექტების კერძო სექტორის დახმარების კუთხით, ტრენინგების თვალსაზრისით, თუ აღნიშნული რეგულაციების დანერგვა-მართვის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის დავალებით, თითოეულ ელჩს მიეცა კონკრეტული მისია, რომ საქართველო მოხვდეს პრიორიტეტულ მიმართულებებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხო დანიშნულების პოზიციონირებასთან. მიმართულება მარტივია, საქართველომ ძალიან სწორი გზა გაიარა და გვაქვს Covid-19-თან ბრძოლის წარმატებული ისტორია. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო ყველა სტრატეგიულ წერტილში და არა მხოლოდ პოზიციონირებდეს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულება და ამისთვის ყველა ერთად, ყველა უწყება და ბუნებრივია დიპლომატიური კორპუსი განვაგრძობთ მუშაობას. უფრო მეტად ვაქტიურდებით, ვინაიდან პირველი ივლისი არის ის დღე, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ პირველი საერთაშორისო მოგზაურები და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად მოხდეს სტრატეგიულ ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შეთანხმების მიღწევა და ამაში დიდ როლი აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს, თითოეულ ელჩს,"- აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up