გახარიამ ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა

გახარიამ ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა

access_time2019-10-26 11:45:01

პრემიერმინისტრი სამეგრელოს ეწვია. გიორგი გახარიამ ზუგდიდში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა გახსნა. გიორგი გახარიამ ახალი სივრცე შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს არის სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი, სადაც ყველაფერი ერთად იქნება კონცენტრირებული. მისივე თქმით, დღეიდან სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება.

„ზუგდიდელებს პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო, დიდხანს შენდებოდა ეს შენობა. გამაღიზიანებელი იყო დაუსრულებელი მშენებლობა ქალაქის ცენტრში. თუმცა, როგორც დავპირდით, დავიწყეთ და სწრაფად დავასრულეთ. დღეს საქართველოში ეს არის ყველაზე სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი. ასეთი საქართველოში არ არის. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეფექტურად მომუშავე ობიექტი, რომელიც დღეს გაიხსნება. აქ დღეიდან ყოველდღიურად იქნება 20 მეხანძრე-მაშველი. იქნება ქიმიური უსაფრთხოების ზედამხედველობის დანაყოფებიც. ამ შენობაში ყველაფერი იქნება ერთად კონცენტრირებული. ეს იქნება ძალზედ ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ ხანძარს პირველ რიგში და რა თქმა უნდა, სრულფასოვნად შევასრულოთ ყველა ის სამაშველო სამსახური, რომელიც არის ამ ობიექტის მოვალეობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირად შემადგენლობასაც ვულოცავ ამ დღეს, იმიტომ, რომ ეს ნაწილი ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვის, ბოლო წლების განმავლობაში ცოტა უყურადღებოდ იყო, ახლა ამ გამოწვევებსაც ღირსეულად ვუპასუხებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზუგდიდში არსებული ხუთ სართულიანი შენობა, გათვლილია 16 სახანძრო-სამაშველო მანქანაზე. ეს არის პირველი სახანძრო-სამაშველო შენობა საქართველოში, რომელშიც არსებობს ვერტმფრენის დასაჯდომი სივრცე. შენობაში განთავსდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო ზემო-სვანეთის მთავარი სამმართველო, კოორდინაციის სამმართველოს და ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონალური განყოფილება.



Imedinews 

თეგები:
გახარია



არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებულია მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებულია მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up