უახლოეს პერიოდში ონლაინ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება – ამის შესახებ გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ონლაინ კაზინოების ადმინისტრირების გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივით მთავრობა პარლამენტს უახლოეს პერიოდში მიმართავს.
„ახლა რატომ არ გავაჩერეთ ონლაინ კაზინოების მუშაობა ეპიდემიიდან გამომდინარე, ეს სულ სხვა საკითხია. თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ამ კაზინოების ადმინისტრირების მიმართულებით სერიოზულად არის გასამკაცრებელი კანონმდებლობა და ამ გამკაცრების ინიციატივით უახლოეს პერიოდში ჩვენ პარლამენტს მივმართავთ,” – განაცხადა გახარიამ.
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“