გახარია  სრულ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებებზე თავიდანვე იღებდა

გახარია სრულ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქმედებებზე თავიდანვე იღებდა

access_time2019-07-12 16:41:51


 გიორგი გახარიას მხრიდან, არცერთხელ არ ყოფილა მინიშნება იმის თაობაზე, რომ მას არ გაუცია ბრძანება, ის თავიდანვე იღებდა სრულ პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელ ქმედებებზე- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა 20 ივნისის ღამის მოვლენების შეფასებისას.



მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ისევ ხდება იმის წარმოჩენა, რომ თითქოს იყო მშვიდობიანი აქციის დარბევა, იმ დროს როდესაც, ეს იყო პარლამენტზე შტურმის მოგერიებისთვის აუცილებელი მოქმედებები კანონის დასაცავად.


-დღეს სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომელთაც შტურმი მიჰქონდათ პარლამენტზე და კონსტიტუციაზე ისმის მოწოდება გახარიას გადადგომის მოთხოვნით-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.




,,ჩვენ ყველანი მედიის საშუალებით პირდაპირ ეთერში ვაკვირდებოდით იმ პროცესებს. ვხედავდით, თუ როგორ გადაიზარდა მშვიდობიანი აქცია ძალადობრივში. გვესმოდა თუ რა მოწოდებები, რა განცხადებები ვრცელდებოდა და როგორ მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ დაშლილიყვნენ. გაფრთხილება არაერთხელ იყო, წყლის ჭავლის გამოყენების პროცესში ჩვენ ყველას გვესმოდა გაფრთხილების ხმა, იყო არაერთი მოწოდება მთელი დღის განმავლობაში, რომელიც ვრცელდებოდა სახელისუფლებო ორგანოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.



მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ არის სწორი ფორმულირება, თითქოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა რომ გავრილოვი ოპოზიციამ შემოიყვანა ქვეყანაში. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია რომ გავრილოვი ჩამოვიდა საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში და გიორგი გახარიამ სატელევიზიო ინტერვიუს დროს ახსნა, რომ მაშინ როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრილოვი შემოუშვა ქვეყანაში, ის მოქმედებდა კანონის ფარგლებში, ხოლო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, იქნა გამოყენებული კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები და შესაბამისად მათ უარი ეთქვათ ქვეყანაში შემოსვლაზე.






Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?
access_time2019-07-15 20:00:03
საქართველო  რუსი ტურისტებისთვის გარდაიცვალა. ბოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 7 ივლისს გაფრინდა - წერს Комсомольская правда. (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად. იხ....

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ - „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ -  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე
access_time2019-07-16 09:00:55
„ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო... ძალიან რთული...

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)
access_time2019-07-15 17:00:35
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფი ახალ სამსართულიან სასტუმროს Park Hotel აშენებს, რომელიც პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს.  სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი...

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს
access_time2019-07-15 15:30:22
„სიმართლე გითხრათ, თქვენგან გავიგე მორიგი რეგულაციის შესახებ. თავად ცვლილება შეიძლება სწორიც იყოს, რადგან პირობითად, 5-სართულიან პროექტს კიდევ 2 სართულს რომ ამატებს, მშენებლობის პროცედურის თავიდან დაწყება სამართლიანია. პრობლემა აქ სხვა რამეშია და ეს ბევრად მტკივნეული თემაა - რეგულაციებს რეგულაციებზე აცხობენ და ახალს ისე გამოგიცხობენ, რომ აზრზე არ ხარ. შენ კი უნდ ადგე და ყველაფერს მოერგო. ბიზნესისთვის ასე მარტივი არაა ეს ამბავი“,- აცხადებს...

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას
access_time2019-07-15 14:00:07
ფიჭვებზე გავრცელებული დაავადების გამო, ფაქტობრივად, თბილისში ამ სახეობის ჯანსაღი ხე აღარ არსებობს. დაავადების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად თავის დროზე მერია საბურთალოს ტერიტორიას ასახელებდა.  კერძოდ, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ეზოს და ე.წ. წითელ ბაღს. ამის შესახებ “კომერსანტი“  ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა.  მართალია,  მერიამ დაავადებული ხეების ჭრა “წითელ ბაღში“ დაიწყო და ახალი ნარგავებიც გააშენა, მაგრამ ინფექციური...


მსგავსი სიახლეები

up