გახარია: სამართლიანობის აღდგენის ტემპი სასურველი არ არის

გახარია: სამართლიანობის აღდგენის ტემპი სასურველი არ არის

access_time2019-09-07 12:48:04

წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ასობით მოქალაქე კვლავ ელის. მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანობის აღდგენა ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება იყო, როგორც ბიზნესი ამბობს, დაპირება დაპირებად დარჩა.

 

მთავრობის განკარგულებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად პროკურატურაში 2015 წელს სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც უფლებამოსილია მხოლოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების დაბრუნების შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება.

 

დღეს პარლამენტში პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას კითხვა სწორედ სამართლიანობის აღდგენის საკითხზე დაუსვეს. გახარია დაეთანხმა დეპუტატს, რომ პროცესი ნელი ტემპით მიდის და ამ საკითხზე კონცენტრირებული მუშაობაა საჭირო.

 

 

„გენერალურ პროკურატურაში შექმნილი შესაბამისი დეპარტამენტი შეიძლება მუშაობს არც ისე სწრაფად, როგორც ჩვენი სურვილია, ისევე როგორც ქონების დაბრუნებები არის ურთულესი პრობლემა.


 

ჩვენი ძირითადი პრინციპი უნდა იყოს ყველა ეს პროცედურა ჩავატაროთ მაქსიმალურად სამართლებრივი ნორმების სრული დაცვით, რომ არ გავაჩინოთ რისკი, არ დავტოვოთ არცერთი საშუალება სამართლიანობის აღდგენის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შემდგომ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების ან მათი გასაჩივრების შესაძლებლობის, რომ არ შევიდეთ ამ ჩაკეტილ წრეში, რაც ეკონომიკისთვის იქნება დიდი პრობლემა და ქვეყნის განვითარებისთვის იქნება დიდი პრობლემა.

 

გეთანხმებით ტემპი არ არის სასურველი და ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ შევძლოთ შესაძლო გონივრულ, სწრაფ ვადებში ეს შედეგი დავაყენოთ, თუმცა ასევე გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ეს არ იქნება მარტივი“-განაცხადა გახარიამ.

 

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოსაძიებლად პროკურატურაში 2015 წელს შექმნილი სპეციალური დეპარტამენტი 8 პროკურორის, 8 გამომძიებლის, ხელმძღვანელისა და მისი მოადგილით არის დაკომპლექტებული. მათ კი 50 ათასზე მეტი საქმე აბარიათ.

 

დეპუტატის შენიშვნაზე, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კადრების დამატება, პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე მას მომავალ კვირაში ექნება შეხვედრა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან და თუ ბიუჯეტში შესაბამისი თანხები იქნება, ადამიანური რესურსი დეპარტამენტს აუცილებლად დაემატება.


BMG

თეგები:
გახარია



იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...


მსგავსი სიახლეები

up