ფარმაცევტული კომპანიებისთვის რენტაბელობის ზედა ზღვრის დაწესება ერთ-ერთი ოფციაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა პარლამენტში დეპუტატების მიერ დასმულ შესაბამის შეკითხვაზე პასუხისას. პარლამენტარები სოფო კილაძე და რევაზ არველაძე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ მედიკამენტების ფასების რეგულირებაში სახელმწიფო ჩაერიოს.
“ეს მნიშვნელოვანი საკითხია. განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ და სიღარიბის მაღალი დონის საზოგადოებაში სერიოზული ხარჯებია, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები იხდიან. ზედა ზღვრის დაწესება ეს ერთ-ერთი ოფციაა, ერთ-ერთი შესაძლებელი ვარიანტია. ამ თემასთან კავშირში მთავრობას აქვს კონკრეტული გეგმები”,- განაცხადა გიორგი გახარიამ და კითხვაზე დეტალური პასუხის გაცემა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს დაავალა.
BMG