გახარია - ბოლო პერიოდში ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას ემსგავსება

გახარია - ბოლო პერიოდში ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას ემსგავსება

access_time2021-07-31 16:32:44

პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარე რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი გახარიამ დღეს პარტიის ახალი ოფისი დაბა ხარაგაულში გახსნა.

 

,,ახლა მთავარი არის, რომ ამ არჩევნებზე ისეთი ნაბიჯი გადავდგათ და ისეთი არჩევანი გავაკეთოთ - ამ ქვეყანაში ლანძღვა, გინება, ჭორაობა, დავიდარაბა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ.  როგორ შეიძლება ყველა არჩევნებზე აი ასე ერთმანეთი ვლანძღოთ ქართველებმა,  რაღაცა ღირსება ხომ უნდა იყოს? - არ შეიძლება!" - მიმართა გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს.

 

„მეც ოცნების ნაწილი ვიყავი და ერთი სიტყვა არ გადამიბრუნდება ჩემს წარსულზე, რაღაც აუგი ვთქვა, რადგან კარგი თუ იყო და ცუდი რაც იყო - ჩემი ნაწილია ხომ? მომავალში შეიძლება ბევრი დისკუსია გვქონდეს და მომავალში ბევრ რამეში არ დავეთანხმოთ ერთმანეთს, მაგრამ ასე  წარსულზე...ჩემთვის ეს მიუღებელია! ვთვლი, რომ რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გვლანძღონ, ჩვენ მაინც ღირსეულად უნდა მოვიქცეთ და ღირსება უნდა იყოს ჩვენი მთავარი ფასეულობა და კრიტერიუმი." -ამბობს გახარია. 

 

გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და ცვლილებების მიღწევა და მდგომარეობის გაუმჯობესება სწრაფად შეიძლება ერთიანობის და კეთილსინდისიერად მუშაობის შემთხვევაში.

 

„ჩვენ ამ ქვეყანას ვემსახურებით - ამიტომ ვამბობ, რომ არავის წინააღმდეგ არა ვართ, არავის არ ვეომებით. ჩვენ გვაინტერესებს ქვეყანა როგორ გამოვიყვანოთ იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ახლაა.  ამიტომ წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ჩხუბის გარეშე ეს ქაოსი უნდა დავასრულოთ, ამ ქაოსიდან უნდა გამოვიდეთ, რომ ახალგაზრდებს გზა გავუხსნათ და ამ ქვეყნიდან გაქცევა კი არა, დარჩენა უნდოდეთ. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება ძალიან სწრაფად.უბრალოდ გვჭირდება ერთიანობა, კეთილსინდისიერება, არანაირი კორუფცია, არანაირი ნეპოტიზმი და საქმეს უნდა მივხედოთ და გამოვა ყველაფერი. "- ამბობს გახარია.

 


პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერმა მხარდამჭერებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა რომ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას ემსგავსება და მის მიერ პარტიის დატოვების მიზეზი ეს გახდა.

 

,,ბევრი კარგი საქმე გაკეთდა ბოლოს  წლების განმავლობაში, ოცნებაში ბევრი კარგი და ღირსეული ადამიანი დავტოვეთ...  მაგრამ  ეს მოგწონს ეს თუ არ მოგწონს, და სამწუხაროდ მეც იმიტომ წამოვედი იქედან, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით წელიწადი - წელიწადნახევარი, ოცნება და ნაცები ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს და ახლაც როგორც იქცევიან ესეც ძალიან ემსგავსება ერთმანეთს. ამიტომ ჯერ ერთი უნდა დავამარცხოთ და მერე მეორეს მივხედოთ." - განაცხადა გახარიამ.

 

პარტია ,,საქართველოსთვის" თავმჯდომარეს შეკრებილი მხარდამჭერებიც დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ ოცნების მიერ წარდგენილი მაჟორიტარების სიის გამო მათაც 2011 წელი ახსენდებათ.„მაჟორიტარების სიაც რო ამოიღოთ, 2011 წელს გეგონება თავი, სულ ისინი არიან ვინც მაშინ ნაცები იყო" - განაცხადა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა.

 

გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს პარტია „საქართველოსთვის" რეგიონული განვითარების ხედვებიც გააცნო.

 

„თითოეული მუნიციპალიტეტისთვის პარტიას ექნება თავისი განვითარების პროგრამა. ხარაგაული ულამაზესი კუთხე გაქვთ. მიწა ცოტაა, სოფლის მეურნეობას უჭირს, მაგრამ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება! აქ შეიძლება სასმელი წყლის, გზის და კიდევ ბევრი პრობლემა იყოს - ამაზე კონცენტრირებულად უნდა ვიმუშაოთ და სწრაფად მოგვარებადია. მაქსიმალური რაოდენობა ტურისტი უნდა მოვიყვანოთ. ტურისტი, მცირემიწიანი სოფლის მეურნეობა, ხარისხიანი პროდუქტი - ეს არის ძირითადი, რაზეც უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები.'' _ ამბობს გახარია.

 

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში წარსადგენ კანდიდატებს, პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ ეს ადგილობრივების გადასაწყვეტია.

 

„ვინ იქნება მუნიციპალიტეტში სიაში მაჟორიტარი - ეს აქ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ. ერთი ადამიანი არ იქნება, ვისზეც მე გეტყვით რომ ეს უნდა იყოს - ეს გამორიცხულია, არასდროს არ გამიკეთებია და არ გავაკეთებ. თქვენი გადასაწყვეტია ყველასი ერთად." - მიმართა გახარიამ მხარდამჭერებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up