გახარია - ბევრია სამუშაო, რათა ქვეყანაში ჯანდაცვის დონე შეესაბამებოდეს იმას, რასაც ეს ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ

გახარია - ბევრია სამუშაო, რათა ქვეყანაში ჯანდაცვის დონე შეესაბამებოდეს იმას, რასაც ეს ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ

access_time2019-10-26 14:37:16

ბევრია სამუშაო, რათა ქვეყანაში ჯანდაცვის დონე შეესაბამებოდეს იმას, რასაც ეს ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება მნიშვნელოვან სოციალურ ჯგუფებზე გარკვეული პასუხისმგებლობით იმოქმედოს და ესენი არიან, პირველ რიგში პედაგოგები, ექიმები და სამართალდამცავი სისტემა.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება მედიცინაში, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, ეს არის, რომ თქვენ უნდა იზრუნოთ ჩვენი პატარებისა და ასევე ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცების ჯანმრთელობაზე. მეორე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სერიოზულ რესურსებს ხარჯავს ჯანდაცვაზე, ისევე როგორც სოციალურ კომპონენტზე და მესამე, იქ, სადაც დღეს ვართ, ამით კმაყოფილი არავინ არ არის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თუ რა დასკვნები გაკეთდება დღევანდელი შეხვედრის შემდგომ, რა დავალებებს, ცვლილებებს მიიღებენ და რა კონკრეტული შედეგები იქნება შემდეგ მიღწეული.


„არანაირი წინსვლა არ იქნება, მიუხედავად იმისა, რა რაოდენობის ფინანსური რესურსიც არ უნდა ჩადოს სახელმწიფომ ჯანდაცვაში, თუ არ გვექნება ახლო კავშირი და არ გვეცოდინება საშუალო ტემპერატურა თქვენს საავადმყოფოებში როგორია. ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თქვენ ყოველდღიურად ზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ეს სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მეტი გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით. მსურს, რომ ვიცოდე რა ხდება რეგიონში, სამეგრელოში. რა გამოწვევები გვაქვს. თუ რა არის გასაკეთებელი კონკრეტულად იმისთვის, რომ აქ მაქსიმალურად შესაძლებელი და სწრაფი პროგრესი გვქონდეს, არ გავაჩინოთ ზედმეტი მოლოდინები და არ დავკარგოთ ის შესაძლებლობები, რაც გვაქვს. პრაგმატულად და ეფექტურად რომ მივაღწიოთ იმ შედეგს, რის მიღწევაც შეგვიძლია“, - განაცხადა, გიორგი გახარიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



თეგები:
გახარია



ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა

ლარი გამყარდა - 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა
access_time2020-02-19 17:05:52
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8422 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0701 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1010 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0309...

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა

TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-კომპანია, რომელსაც გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება მეორედ შეუწყვიტა
access_time2020-02-19 17:00:28
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უცხოურ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან ხელშეკრულება მეორედ გაწყვიტა. თავდაპირველად მაშინ, როდესაც კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტზე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა და მეორედ ახლა, როდესაც ხულო-ზარზმის გზის 2 მონაკვეთს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ვერ ჩაუტარა. არადა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე 110-მილიონიანი ხელშეკრულება მაშინ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-19 21:30:46
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოში რამდენიმე წამყვანი ბანკია, რომლებიც გაცილებით დიდ პორტფელს ფლობენ ვიდრე „ფინკა“ და „კრისტალი“ ერთად, ამიტომ კონკურენციას ვერ...

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა სასამართლო წააგო

მიხაილ ხოდორკოვსკი: კრემლმა  სასამართლო წააგო
access_time2020-02-19 19:30:28
„კრემლმა წააგო სასამართლო „იუკოსის“ აქციონერებთან. სწორედ კრემლმა და არა რუსეთმა“  -წერს   Twitter-გვერდზე კომპანიის ყოფილი დამფუძნებელი მიხაილ ხოდორკოვსკი.მისი თქმით, ჯერ კიდეც 2005 წელს, ციხეში ყოფნის დროს, მან  თავისი წილები „იუკოსში“ მის პარტნიორს, ლეონიდ ნევზლინს გადასცა, შესაბამისად, მას  ამ საკითხში არავითარი პირადი ფინანსური დაინტერესება არ გააჩნია.   სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნევზლინმა განაცხადა,...

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას საბიუჯეტო რესურსები არ ჰყოფნის“

„მარცვლეულის წარმოების განვითარებას  საბიუჯეტო რესურსები  არ ჰყოფნის“
access_time2020-02-19 16:00:47
მარცვლეულის წარმოების მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამბობს, რომ მარცვლეულის წარმოება არის სექტორი, რომელიც სახელმწიფოსგან სათანადო მხარდაჭერას ვერ იღებს. ამ მიმართულების განსავითარებლად სამინისტროს შემუშავებული აქვს შესაბამისი პროექტები, თუმცა საბიუჯეტო რესურსები ყოველთვის საკმარისი არ არის. “ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით, 50-55 000 ჰექტარი ქერისა და ხორბლის ნათესი ფართობი...


მსგავსი სიახლეები

up