გახარია: ახლა თანამდებობიდან წასვლა პასუხისმგებლობისგან გაქცევაა

გახარია: ახლა თანამდებობიდან წასვლა პასუხისმგებლობისგან გაქცევაა

access_time2019-07-11 21:32:01

შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მას თანამდებობიდან გადადგომის პრობლემა არ აქვს, თუმცა, მისთვის ახლა თანამდებობიდან წასვლა პასუხისმგებლობისგან გაქცევაა.


გიორგი გახარია, რომლის გადადგომასაც მოქალაქეები 20 ივნისის ღამით აქციის დარვების შემდეგ, უკვე 22 დღეა ითხოვენ, ტვ პირველის ეთერში, გადაცემა რეაქციაში საუბრობს.


"ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა. ყველაზე მარტივი გამოსავალია. ამასთან ერთად, წასვლა ამ მომენტში არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა, არა პასუხისმგებლობის აღება. ის, რასაც ეს ახალგაზრდები საუბრობენ, გულწრფელად გამოთქვამენ თავის აზრს და შეცოდებაზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გაცნობიერებული, რას ნიშნავს, იყო სახელმწიფო სამსახურში, რას ნიშნავს საქართველოსნაირ ქვეყანაში იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და რას ნიშნავს, როდესაც შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე იყო შტურმით აღებული, კიდევ ერთხელ, მესამედ დაესხნენ თავს, ფიზიკურად, ჯგუფურად, სისტემურად და ორგანიზებულად. როდესაც ოკუპაციის საფარქვშ კონკრეტული პოლიტიკოსები ადამიანების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე და ინსტიტუციების ნგრევის და ჩამოშლის მიზნად ცდილობენ ჩამოშლას პარლამენტის, როდესაც ვერ ხსნიან დღესაც, რა მიზნით და რა უნდა ყოფილიყო შემდეგი ნაბიჯი და შენ, შს მინისტრი, თანამდებობის პირი, დგახარ გადაწყვეტილების წინაშე, რა უნდა გააკეთო, გადარჩინო შენი იმიჯი, თუ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც, თვლი, რომ არის სწორი და კანონიერი", - თქვა გიორგი გახარიამ.


გადაცემის პარალელურად, ტვ პირველის სტუდიასთან საპროტესტო აქცია იმართება. აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორებმა შს მინისტრი სტუდიაში შეძახილებით და სტვენით შეაცილეს.



20 ივნისს სპეციალური დანიშნულების რაზმმა პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო, მშვიდობიანი აქცია ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლებით დაარბია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს მომიტინგეთა პარლამენტში შეჭრის საფრთხის გამო გააკეთა.


გავრილოვის ღამის სრული ქრონოლოგია ნახეთ აქ.


ნიკა მელიას კონტროლის მიზნით ელექტრონულ სამაჯური დაუმაგრეს. 2 ივლისს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ შეეფარდა, ძალაში დატოვა.


მანამდე კი, 26 ივნისს ქართული ოცნების 91-მა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებას მელიას დაკავების შესაძლებლობა მისცა, მას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერეს.


მელიას მმართველი გუნდი და მათგან გამომდინარე, პროკურატურა 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებ






ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ

ხალვაშმა უარი თქვა საბჭოს შექმნაზე, რომელსაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტები სთავაზობდნენ
access_time2019-07-21 15:37:02
ცნობილი ხდება, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში და დირექტორი პაატა სალია არ დათანხმდნენ „რუსთავის 2“-ის...

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ

სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ
access_time2019-07-21 12:37:11
საბანკო რეგულაციებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ სავაჭრო ცენტრ საბას მოიჯარეები ტოვებენ. როგორც BM.GE-ს ერთ-ერთმა მოიჯარემ განუცხადა, მარტო მისი სართულიდან დაახლოებით 5-6 მოიჯარე გავიდა. ზოგიერთი მოიჯარის...

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“

„თელავის ღვინის მარანი“: „რუსეთის ბაზარი არამყარი, მაგრამ მომგებიანია“
access_time2019-07-21 16:30:01
“თელავის ღვინის მარნის” ხელმძღვანელი ზურაბ რამაზაშვილი რუსეთის ბაზარს ქართული ღვინისთვის მნიშვნელოვან და მომგებიან ბაზრად აფასებს, თუმცა, მისი პროდუქციიდან მხოლოდ 10% გააქვს მეზობელ ქვეყანაში.   როგორც ბიზნესმენი bm.ge-სთან აცხადებს, ამის მიზეზი პრაგმატული მიდგომაა, რადგან დღევანდელი მმართველობის პირობებში რუსეთი მყარი ბაზარი არ არის.   “რასაკვირველია, რუსეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქართული ღვინის ცნობადობა მაღალია,...

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
access_time2019-07-20 18:00:04
ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონი მომხმარებელი ირჩევს British American Tobacco (BAT)-ის პროდუქციას, მაგრამ პოტენციურად შემცირებული რისკის მატარებელ (PRRP) პროდუქტებზე – მაგალითად, ელექტრონულ სიგარეტზე, თამბაქოს გაცხელების პროდუქტებზე ან საღეჭ თამბაქოზე - ხელი ყველა მათგანს არ მიუწვდება. ეს ასეა იმის მიუხედავად, რომ BAT-ის მთავარი აქცენტი დღეს სწორედ ამ მიმართულების განვითარებაა. მომხმარებლები საქართველოდან ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენენ, თუმცა მათთვის PRRP...

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება

Haqqin.az: საქართველოში რუსი ტურისტების კლების მიუხედავად, აზერბაიჯანში მათი რაოდენობა არ გაიზრდება
access_time2019-07-20 20:00:57
  მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა, რამაც საქართველოში გამოიწვია რუსი ტურისტების შემცირება ტურისტული ნაკადის მისაღებად ბრძოლა დაიწყეს აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა.   თუმცა, აზერბაიჯანელი ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, მაღალი ფასების და ცუდი სერვისის გამო, რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთი ზდა აზერბაიჯანში მოსალოდნელი არაა. უკეთეს შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს საქართველოში დასვენების...


მსგავსი სიახლეები

up