გახარია: ანაკლია წარმოგვიდგენია, როგორც აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პროექტი

გახარია: ანაკლია წარმოგვიდგენია, როგორც აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის პროექტი

access_time2019-10-26 17:05:34

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს დღეს, ზუგდიდში ვიზიტისას გამოეხმაურა:

,,ჯერ ეს ერთი, მოდი შევთანხმდეთ ასე, ანაკლიის პორტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. შესაბამისად რაც უფრო მეტი, პირველ რიგში ამერიკული კომპანია დაადასტურებს ან განაახლებს მის თანხმობას ამ პროექტში მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. რჩება თუ არა კონტი ჯგუფი ეს მათი გადასაწყვეტია. მე არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია, მე გეუბნებით ოფიციალურად, რომ ჩვენ წარმოგვიდგენია ანაკლია, როგორც საქართველოს და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამადასტურებელი პროექტი და რა თქმა უნდა მივესალმებით ყველა ძლიერ, მსხვილ ამერიკულ კომპანიას, რომელიც ინტერესს გამოხატავს ამ. პროექტში მონაწილეობაზე,"- განაცხადა გახარიამ.

Conti ჯგუფი ანაკლიის პროექტში დარჩენას არ აპირებს. 

Conti International-ის აქციების წილი 42,18%-ს შეადგენს. Conti ჯგუფმა „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აქციონერების“ რიგებიდან გასვლის შესახებ 2019 წლის აგვისტოში განაცხადა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-ის მფლობელი ჰოლანდიური Van Oord-ი გახდა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.


IPN 

თეგები:
ანაკლოა



„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“

 „საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს, ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“
access_time2020-05-24 19:00:27
„საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი გვაქვს. ალბათ, რესტორნების დიდი ნაწილი ასეთ რეგულაციებს ვერ გაუძლებს“,- ამის შესახებ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. აღნიშულით ის covid19-თან დაკავშირებით მიღებულ...

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება
access_time2020-05-24 10:00:55
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.  ჩერდება: სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი...

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან

ქართულ ეთერზეთს უკვე ევროპაშიც ყიდიან
access_time2020-05-24 18:00:45
წლების განმავლობაში საქართველოში მრეწველობის ისეთი მნიშვნელოვანი დარგიც განადგურდა, როგორიც ეთერზეთების წარმოებაა, არადა, ევროპის ბაზარზე ამ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მას იყენებენ პარფიუმერიაში, მედიცინაში, კულინარიასა თუ ქიმიურ მრეწველობაში. თავის დროზე საბჭოთა კავშირი რამდენიმე სახეობის ეთერზეთს სწორედ საქართველოდან გზავნიდა....

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან

ფრანგები თვეში საშუალოდ 5.9 მლრდ ევროს ზოგავდნენ, მარტში ეს მაჩვენებელი 19,6 მლრდ. ევრომდე გაიზარდა - პანდემიის შემდეგ ფრანგები ცხოვრების წესს ცვლიან
access_time2020-05-24 20:00:33
  გასულ კვირას საფრანგეთში იზოლაციის რეჟიმიდან გასვლა დაიწყო - მოქალაქეებს მოხმარების და გადაადგილების გაცილებით მეტი შესაძლებლობები გაუჩნდა.   თუმცა, კვლევების თანახმად, ფრანგები სამომხმარებლო ქცევის შეცვლას და მეტ ფულის დაზოგვას გეგმავენ. პრიორიტეტების იცვლება - ზოგი მეტად ადგილობრივი საქონლის შეძენას, ზოგი ჰიპერმარკეტებში ვაჭრობაზე უარის თქმას, ზოგი ონლაინ-ყიდვების გააქტიურებას, ზოგი - ჯანმრთელობაზე დანახარჯების ზრდას აპირებს.   ეს...

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის

The Telegraph: ზამთარში ევროპას კორონავირუსის უფრო მძიმე ტალღა ელის
access_time2020-05-24 16:00:00
  ევროპა კორონავირუსის მეორე, უფრო მძიმე და მომაკვდინებელი ტალღისთვის უნდა მოემზადოს, რადგანაც, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ევროპაში ჰანს კლიუგემ.   მან გააფრთხილა ევროპის ქვეყნები, რომლებიც შეზღუდვებს ხსნიან - „დღეს არა ზეიმის, არამედ მომზადების დროა“.   მისი თქმით კორონავირუსით დაავდების შემთხვევების რაოდენობა ევროპის ქვეყნებში აშკარად შემცირდა, თუმცა, ეს პანდემიის დასრულებას...


მსგავსი სიახლეები

up