გავრილოვი მოითხოვს, რომ თბილისში მომხდარი

გავრილოვი მოითხოვს, რომ თბილისში მომხდარი "არეულობის" გამოძიებაში რუსეთიც ჩაერთოს

access_time2019-06-21 16:55:31

რუსეთის დუმაში მოითხოვენ, რომ თბილისში მომხდარი "არეულობის" გამოძიებაში რუსეთიც ჩაერთოს. რუსული მედიის მიხედვით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა თქვა, რომელიც გუშინ პროტესტის ფონზე იძულებული გახდა, ჯერ საქართველოს პარლამენტის შენობა დაეტოვებინა, შემდეგ კი საქართველო.


"ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ ინციდენტების გამოძიებაში. ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში და ძალაუფლების დესტაბილიზაციის მცდელობებში, მაგრამ აგრესიული და საზიანო ქმედებები რუსეთის ფედერაციის მისამართით, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიებული." თქვა მან.


მან ასევე თქვა, რომ დუმას დეპუტატები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენს და დასჯის თბილისში მომხდარი "არეულობისათვის" პასუხისმგებელ პირებს და ისინი მზად არიან ამაში მონაწილეობა მიიღონ.


"მიმაჩნია, რომ ჩვენმა ქმედებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს ჩვენს ხალხებსა და ეკლესიებს შორის კეთილმეზობლობის და პატივისცემის ზრდაზე, რამდენადაც, სწორედ უერთიერთობების დაბლოკვა არის ექსტრემისტების მიზანი, რომლებმაც დაიწყეს გადატრიალების ეს მცდელობა, გამოიყენეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ფორუმი, როგორც საბაბი." თქვა გავრილოვმა.


შეგახსენებთ, რომ სერგეი გავრილოვი რუსეთის დუმაში კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს და მას 2008 წელს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებისთვის აქვს ხმა მიცემული. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გავრილოვი აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ის საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოვიდა, რომელსაც ქართული მხრიდან ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი უწევდა ორგანიზებას.



ფორუმი 19 ივნისს დაიწყო და 22 ივნისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო.


პირველივე დღეს სერგეი გავრილოვი, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას უჭერდა მხარს, ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი, რამაც საქართველოში უკრაინის ელჩის პროტესტი გამოიწვია, რომელმაც სხდომა დატოვა.


ფორუმს ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, ასევე სიტყვით გამოვიდა პატრიარქი ილია II-ც. ფორუმზე იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც.


პროტოკოლის მიხედვით, მეორე დღეს, 20 ივნისს სხდომა პარლამენტის სასესიო დარბაზში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ფოტომ, როგორ ზის რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია. ევროპულმა საქართველომ, მოგვიანებით კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გავრილოვი აიძულეს, პარლამენტი დაეტოვებინა.


პარალელურად მოქალაქეთა ქცია გაიმართა პარლამენტის შენობასთანაც და იმ სასტუმროსთანაც, სადაც რუსი დეპუტატები იყვნენ მოთავსებულები.


19:00 საათზე მასშტაბური აქცია დაიწყო პარლამენტთან, რომლის მთავარი მოთხოვნაც, პასუხისმგებელი პირების, ირაკლი კობახიძისა და ზაქარია ქუცნაშვილისთვის გადადგომა იყო. რამდენიმე საათში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით არაერთხელ სცადეს, თუმცა მოქალაქეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს. მოგვიანებით კი, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა და აქცია საბოლოოდ დაშალა.


დღეს ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა.


ტაბულა


თეგები:
გავრილოვი



AREA EXPO 2020 - „უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა“ მხოლოდ ორი დღით

AREA EXPO 2020 - „უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა“ მხოლოდ ორი დღით
access_time2020-02-18 10:30:26
არეა ექსპო 2020 -უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვა 4-5 აპრილს ჩატარდება შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. არეა ჯგუფი, ღონისძიებას უკვე მესამედ მართავს თბილისში. საქართველოში პირველი უძრავი ქონების გამოფენა -გაყიდვა არე ექსპო 2018 წელს ჩატარდა და წარმოადგენს ერთიან პლატფორმას დეველოპერებისთვის, კონკურენტულ გარემოში შეხვდნენ მიზნობრივ აუდიტორიას, უძრავი ქონების სექტორითა და შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებს....

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“
access_time2020-02-18 10:45:03
ბოლო სამი წელია ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტი საშუალოდ 54%-ით იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 88%-ს მიაღწია. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 466,056 ბოთლი ღვინო გავიდა, ღირებულებით $2,335,867. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია რეალობა, იცნობენ თუ არა ქართულ ღვინოს ამერიკაში, რა ბარიერებს აწყდებიან მეღვინეები და როგორ ეხმარება მათ ...

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

„ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსოები საპროცენტო განაკვეთებით ისე შეძლებენ მანიპულირებას, როგორც თვითონ მოესურვებათ“

„ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსოები საპროცენტო განაკვეთებით ისე შეძლებენ მანიპულირებას, როგორც თვითონ მოესურვებათ“
access_time2020-02-18 11:30:08
ბოლო ერთ წელიწადში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი 19 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით ბაზარზე 67 მის-ო ოპერირებდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, მათი რაოდენობა 48-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად შემცირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება და აქტივები, თუმცა, გაზრდილია...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...


მსგავსი სიახლეები

up