"გავრცელდა ინფორმაცია, რომ 1 ტომარა ფქვილი ყველგან 53 ლარი იქნება, ეს ასე არაა, 53 ლარი იქნება პურის ქარხნებისთვის მისაწოდებელი ფასი"-ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე

access_time2020-12-02 12:30:28

"საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, ბუნებრივი აირის დაანონსებული ზრდა პურის მწარმოებლებზე არ აისახება. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, მსოფლიო ბაზარზე ხორბალი გაძვირებულია და მოთხოვნაც მეტია. ლევან სილაგავამ ის ფაქტორები დაასახელა, რომელიც პურის ფასზე გავლენას ახდენს.

მთლიანობაში, გაზის ტარიფი პურის მწარმოებლებზე ასახული არ არის. შესაბამისად, აქ არის გამონაკლისი და ამ შემთხვევაში, პურის მწარმოებლები დღეს ამაზე დამოკიდებულები აღარ იქნებიან. „ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ მსოფლიო ბაზარზე ტენდენციები საკმაოდ პრობლემურია, ანუ, მსოფლიოს მასშტაბით ხორბალი გაძვირებულია. იმის გათვალისწინებით, რომ მთელ მსოფლიოში 8 ქვეყანა არის, რომელიც მსოფლიოს ხორბალს აწვდის, ეს არის - აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. შესაბამისად, აქედან 6 ქვეყანაში არის პრობლემა- მოუსავლიანობა. მხოლოდ რუსეთში და ავსტრალიაში არის შედარებით უკეთესი მოსავალი, თუმცა, ეს 2 ქვეყანა 6-ს ვერ აბალანსებს. ეს არის ერთი ფაქტორი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოქმედებს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს და მეორე ტალღის მოლოდინში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები შეიქმნა ქვეყნებში. ახლა აჟიოტაჟურად ყველა ქვეყანა ცდილობს უფრო მეტი ხორბალი იყიდოს, ვიდრე შარშან, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 20-30%-ით მეტი ხორბლის ყიდვა ხდება მსოფლიოში“, - განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, მეოთხე უარყოფითი ფაქტორი არის ლარის კურსის დოლართან მიმართებით რყევა, რაც ხორბლის ფასზე შესაბამისად აისახება. ლევან სილაგავას თქმით, „ხორბლის მარაგების პრობლემა არ არსებობს და ორთვიანი მუდმივი მარაგია“. გარდა ამისა, მისი განმარტებით, პურის ქარხნებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იგივე დარჩება.

ბუნებრივი აირის გამოცხადებული და დაანონსებული გაძვირების შედეგად პირდაპირ წერია, რომ პურის ქარხნებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იგივე დარჩება, ანუ არ ძვირდება. ეს ფაქტორი პურის ქარხნებზე არ მუშაობს. რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, ისინი არ მოიხმარენ გაზს, სრულად ელექტროენერგიაზე არიან. ეს ფაქტორიც ჩვენთან არ მუშაობს. შესაბამისად, გაზის გაძვირების ფაქტორი ჩვენზე არ მუშაობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფქვილი ყველგან 53 ლარი იქნება. ეს ასე არ არის. 53 ლარი იქნება პურის ქარხნებისთვის მისაწოდებელი ფასი, რომელიც ტენდერის საშუალებით გამოცხადება და იქნება იმ სიის ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენ მოგვცემს პურის ასოციაცია. შესაბამისად, მხოლოდ ამ ქარხნებისთვის მოწოდებული იქნება 53 ლარად, ფიქსირებულ ფასად მიწოდებული. ეს არის თვეში მიწოდებული 10 ათასი ტონა, საქართველოს თვეში დაახლოებით 30 ათასი ტონა ფქვილი სჭირდება. დანარჩენ 20 ათასზე იქნება თავისუფალი ფასები. ეს არის საგემოვნო პურები, იგივე თონის პური, გერმანული, ავსტრიული, ლიტვური პური. შესაბამისად, ეს მოქმედებს მხოლოდ 10 ათას ტონაზე, რომელიც მიეწოდება წისქვილკომბინატებიდან ფიქსირებულად, 53 ლარად იმ პურის ქარხნებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება პურის მრეწველთა კავშირის მიერ. დარანარჩენ ბაზარზე პირველი ხარისხის იგივე ფქილი, ასევე უმაღლესი საკონდიტრო ფქვილი წარმოდგენილი იქნება თავისუფალი ფასებით“,-განაცხადა ლევან სილაგავამ.


ცნობისთვის, 3 იანვრიდან შპს“ თბილისი ენერჯის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, პურის საწარმოების გარდა, ბუნებრივი გაზის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 20 თეთრზე მეტით ეზრდებათ და ერთი ლარით და 10 თეთრით განისაზღვრება. კომპანიაში აღნიშნულის მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებენ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up