„გავოცდი იმ ბუნდოვანი ხედვით, რაც გიორგი ვაშაძემ საპენსიო საკითხებზე წარმოადგინა“ - პაატა ბაირახტარი

„გავოცდი იმ ბუნდოვანი ხედვით, რაც გიორგი ვაშაძემ საპენსიო საკითხებზე წარმოადგინა“ - პაატა ბაირახტარი

access_time2021-09-15 18:55:05

„არგუმენტი, თითქოს პენსიონერს სხვა ბანკში სესხს არ აძლევენ, არასწორია“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტმა, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა სოციალურ ქსელში დაწერა.


პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


“ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები თუ ცალკეული პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ საპენსიო სესხზე და მის საპროცენტო განაკვეთზე. გულწრფელად მინდა, ეს პროცესი წინასაარჩვენო კამპანიასა და სამიზნე ჯგუფების გულის მოგების მცდელობას არ დავუკავშირო. თუმცა, მთელი რიგი პოლიტიკოსების ბუნდოვანი და რიგ შემთხვევაში არაკომპეტენტური განცხადებები, ამის საშუალებას არ იძლევა.


გავეცანი გიორგი ვაშაძის პოზიციას საპენსიო სესხებთან დაკავშირებით და პირდაპირ ვიტყვი, გავოცდი იმ დაუზუსტებელი და ბუნდოვანი ხედვით, რაც საკითხის გარშემო პოლიტიკოსმა მის მიერ მიცემულ ინტერვიუში წარმოადგინა. ჩემი დაკვირვებით, ვაშაძეზე მეტად გააზრებული და რაციონალური პოზიცია არც საკითხზე მოსაუბრე სხვა პოლიტიკოსებს გააჩნიათ. ვეცდები, მკაფიოდ განვმარტო და გავაანალიზო ის მთელი რიგი უზუსტობები, რაც პოლიტიკოსებს ახასიათებთ, როცა საპენსიო სესხზე საუბრობენ.



პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ თითქოს პენსიონერს პენსიის აღება, „ლიბერთი“ ბანკის გარდა სხვა ბანკში არ შეუძლია – ტყუილია. უფრო კონკრეტულად ეს ასე ხდება – პენსიონერი წერს განცხადებას „ლიბერთიში“, რომ უნდა მისი პენსია ყოველთვიურად, ჩარიცხვის დღესვე გადაირიცხოს, X ბანკში არსებულ მის ანგარიშზე. ამ სურვილს „ლიბერთი ბანკი“ მას უკმაყოფილებს და პენსიონერიც პენსიას იღებს X ბანკში. შემდეგ, თუ მას სურვილი აქვს ისარგებლოს სამომხმარებლო სესხით და შემოსავლის წყაროდ ბანკს წარუდგინოს ყოველთვიური პენსია, ის ასეც იქცევა. აი ამის შემდეგ, რა პასუხს გასცემს მას X ბანკი, ეს მხოლოდ პენსიონერისა და ბანკის, როგორც მსესხებლისა და გამსესხებლის ურთიერთობის საქმეა.


ასე რომ, არგუმენტი, თითქოს პენსიონერს სხვა ბანკში სესხს არ აძლევენ, რადგან მას იქ არ ერიცხება პენსია, არ არის სწორი. აღარაფერს ვამბობ იმ თეორიულ სქემაზე, რომლის საფუძველზეც პოლიტიკოსები საპენსიო სესხების გაიაფებას პროგნოზირებენ. მათი სქემა ასეთია, როცა პენსიონერი არ იქნება შეზღუდული, თუ რომელ ბანკში ჩაერიცხება პენსია, ეს გაზრდის კონკურენციას და პროდუქტის ფასსაც შეამცირებს. მაგრამ საქმეც ის არის, რომ როგორც ზემოთ ვთქვი, პენსიონერები არც დღეს არიან ამაში შეზღუდულნი. ან, თუ დავუშვებთ, რომ სხვა ბანკში აიღებენ პენსიონერები პენსიას, გგონიათ 31%-ზე დაბალი იქნება? – არა, ვერ და არ იქნება და თუ რატომ, თუ გამოეხმაურება ჩემს ამ პოსტს ბატონი გიორგი, შემდეგ, „მეორე სერიაში“ ავუხსნი.


იმაზე ხომ აღარც ღირს საუბარი, რომ პოლიტიკოსებს საერთოდ არ აინტერესებთ ის ფაქტი, რომ იგივე ტიპის პროდუქტი ( სამომხმარებლო უგირავნო სესხი) სხვა კომერციულ ბანკებშიც ან „ლიბერთის“ იდენტურია ან მნიშვნელოვნად აღემატება „ლიბერთის“ პროცენტს.


ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სესხების გაიაფების ვაშაძის მიერ შემოთავაზებული ეს თეორიული მექანიზმი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. თუმცა, ბატონი გიორგი თავის განცხადებაში უფრო შორსაც წავიდა, როცა საზოგადოებას, პრაქტიკულად, დაპირდა, რომ აღნიშნული სესხები, იმაზე მეტად გაიაფდება, ვიდრე ეს ცენტრალური ბანკის საბაზრო საპროცენტო განაკვეთშია განსაზღვრული. (საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1000 ლარამდე სესხის ნომინალური საპროცენტო განაკვეთი, უგირავნო სესხებზე ქართულ კომერციულ ბანკებში საშუალოდ 26.8%-ს შეადგენს.)


პ.ს. პოპულიზმით საქმე არ კეთდება…”, – წერს ბაირახტარი.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up