გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები და შემცირებული ანაზღაურება  - რა წერია გერმანიასთან შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებაში

გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები და შემცირებული ანაზღაურება - რა წერია გერმანიასთან შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებაში

access_time2021-06-16 10:00:21

გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები და შემცირებული ანაზღაურება - სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში დასაქმებული ქართველების ერთი ჯგუფი უმძიმეს სამუშაო პირობებში აღმოჩნდნენ. პრობლემის მოგვარებაში საქართველოს და გერმანიის დასაქმების სააგენტოები ჩაერთვნენ, თუმცა ერთი თვის შემდეგაც ეს ადამიანები, მუშაობას და ცხოვრებას შეუსაბამო პირობებში აგრძელებენ .

 

„ფორმულას“ ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებების დაპირების მიუხედავად, 24 ადამიანის მდგომაროება ამ დრომდე უცვლელია. დასაქმებულების თქმით, მათ ემუქრებიან და უყვირიან, რა დროსაც ისინი თავს „გაყიდულ მონებად“ გრძნობენ.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა საქართველოს და გერმანიას შორის გაფორმებული შეთანხმების დოკუმენტით, რომლითაც მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად, დროებით დასაქმდნენ. ჩვენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რა მოთხოვნა აქვს საქართველოს სახელმწიფოს გერმანული მხარის მიმართ? არის თუ არა გაწერილი ხელშეკრულებაში სამუშაო პირობები და რა ბერკეტი გააჩნია დასაქმების სააგენტოს საკუთარი მოქალაქეების უფლებების დასაცავად იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების პირობები დაირღვევა?

 

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ გერმანული მხარის მიერ შერჩეული კანდიდატები გამგზავრებამდე ეცნობიან გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან კონკრეტულ ვაკანსიაზე მოწოდებული ხელშეკრულების პირობებს, ფორმდება ორმხრივი კონტრაქტი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის, სადაც გაწერილია კონკრეტული დამსაქმებლის მოთხოვნები: სამუშაო საათები, ანაზღაურება და ასევე დასაქმებულის მხრიდან შესასრულებელი ვალდებულებები, ისევე როგორც მხარეთა უფლებები ამა თუ იმ საკითხის გადაჭრის პროცესში. მათი განცხადებით, შეთანხმების განხორციელების პროცესში ქართული მხრიდან ძირითადი პარტნიორი არის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ხოლო გერმანიის მხრიდან გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტო (BA - Bundesagentur füრ Arbeit). აღნიშნულიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა არის გადანაწილებული ამ ორ ძირითად სახელმწიფო უწყებას შორის.


 

„ქართული მხარე ვალდებულია სწორი და გამართული განაცხადები გადაუგზავნოს გერმანულ მხარეს შერჩევისთვის, ხოლო გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტო თავის მხრივ პასუხისმგებელია დამსაქმებლის შერჩევის პროცესსა და ზოგადად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საერთაშორისო მუშაკების შრომითი პირობების მონიტორინგზე სხვა შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით. გარდა ამისა, თავად ის ფაქტი, რომ წარმოშობილი გამოწვევების გადაჭრისთვის მხარეებს გააჩნიათ მყარი სამართლებრივი ბერკეტები, ურთიერთანამშრომლობით მოაგვარონ არსებული გამოწვევები და ღიად მოხდეს ასეთ საკითხებზე მსჯელობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ლეგალური, მოწესრიგებული მიგრაციისათვის სათანადო პირობების შექმნა“, - განმარტავენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში.

 

რა წერია გერმანიასთან შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებაში? დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან გამოთხოვილ დოკუმენტს უცვლელად გთავაზობთ:

 
შრომითი_მიგრაციის_შესახებ_შეთანხმება_გერმანიასთან
 

ცნობისთვის, სეზონურ სამუშოზე დასაქმებისთვის საქართველოდან გერმანიაში წასული მოქალაქეების მძიმე სამუშაო პირობებზე ინფორმაცია ერთი თვის წინ გავრცელდა. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში აცხადებდნენ, რომ გერმანიაში წასული 24 მოქალაქე უმძიმეს სამუშაო პირობებში იმყოფებოდნენ - ისინი დაპირებულ ანაზღაურებას ვერ იღებდნენ, ხოლო ხელფასი, საათში დაპირებული 9 ევროს ნაცვლად, 3 ევრო იყო. შემდეგ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართველების ერთ ჯგუფს სხვა დამსაქმებელთან გადაიყვანდნენ, თუმცა როგორც გაირკვა, პრობლემა ამ დრომდე არ მოგვარებულა. ჯამში საქართველოდან გერმანიაში  11 ჯგუფი, 100 პირი იმყოფება.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up