გადადებული პრემიერები და დიდი ზარალი - როდის გაიხსნება კავეას კინოთეატრების ქსელი

გადადებული პრემიერები და დიდი ზარალი - როდის გაიხსნება კავეას კინოთეატრების ქსელი

access_time2020-05-22 11:30:09

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ქართულ კინოთეატრებში ფილმების ჩვენება 16 მარტიდან შეწყდა. ამ დროისთვის კავეას კინოთეატრების ქსელი, კინოთეატრი ამირანი და ბათუმის აპოლო  დახურულია. კინოთეატრებში აქამდე მიმდინარე და უახლოეს მომავალში დაგეგმილი ფილმების სეანსებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვაც შეჩერებულია.


ჯერჯერობით დაზუსტებით არ არის ცნობილი, თუ როდის განახლდება კინოთეატრებში ფილმების ჩვენებები, მაგრამ მთავრობის გეგმის მიხედვით, სავარაუდოდ მათი გახსნა ივლისამდე არ მოხდება.


კავეას კინოთეატრების ქსელის პრესსამსახურში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ მარტიდან უდიდესი ზარალი მიიღეს და ეს ვითარება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება, მითუმეტეს რომ უცნობია როდიდან და რა პირობებში მოუწევთ მუშაობის აღდგენა.


„ამ ეტაპზე გაურკვეველი ვითარებაა, ჯერ კონკრეტულად არ ვიცით რა მოხდება. ოფიციალურად, ჯერჯერობით სახელმწიფოს გეგმის მიხედვით ივლისში იგეგმება კინოთეატრების გახსნა. ვითარება რთულია, ყველაზე ადრე მოგვიხდა დახურვა და სავარაუდოდ, ეს მდგომარეობა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება . ხელფასები პირველ ეტაპზე სრულად დავფარეთ, თუმცა შემდეგ, გარკვეულ ნაწილს კომპანია კრედიტებით აფინანსებდა, რადგან ამ თვეებში შემოსავალი ნულის ტოლია. ჩვენი კრედიტების გადავადება ბანკების მიერ მოხდა, თუმცა ეს დროებითი მოვლენაა. მარტიდან დაწყებული უდიდესი ზარალი მივიღეთ და სავარაუდოდ, ეს კიდევ დიდხანს გასტანს“, - განაცხადეს კავეას კინოთეატრების ქსელის პრესსამსახურში.



კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, გარდა იმისა, რომ უცნობია როდის მოხდება კინოთეატრების გახსნა, ასევე ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია თუ რა პირობების დაცვა მოუწევთ, ამიტომ სამომავლო გეგმებზე საუბარი უჭირთ. თუმცა, ზარალის მიუხედავად რომელიმე კინოთეატრის დახურვაზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის.


„რაც შეეხება გახსნას, რთული სათქმელია თუ როგორ მოხდება ეს და რა პირობების დაცვა მოგვიწევს, რადგან იმდენად ხშირად იცვლება სიტუაცია, რომ პროგნოზირება გვიჭირს. მთელს მსოფლიოში კინოთეატრები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, გარდა იმისა რომ თვეების მანძილზე შემოსავალი არ გვაქვს, კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ თითქმის ყველა მწარმოებელმა კომპანიამ დიდი პრემიერები წლის ბოლომდე გადადო“, - აღნიშნეს კავეას კინოთეატრების ქსელის პრესსამსახურში.


აღსანიშნავია, რომ Covid-19-ის გავრცელების გამო, გადაღებები მთელ მსოფლიოში გაუქმდა, კინოთეატრები დაიკეტა და პოტენციურად მომგებიანი პროექტების პრემიერები გადაიდო. ანალიტიკოსების ვარაუდით, პანდემიამ, კინოინდრუსტიას უკვე დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ზარალი მოუტანა.


ნინო თამაზაშვილი



თეგები:
კინოთეატრი



„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში
access_time2020-09-25 18:50:59
„ლელოს” წევრმა, ბატონმა საბა ბუაძემ გაავრცელა ყალბი განცხადება, რის მიხედვითაც, ჩემს დეკლარაციაში ასახული გადასესხების ფაქტი თითქოს და ეხება თანხის ხელზე გადასესხებას.   პირადად მას მსურს ვუთხრა და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ კერძო სექტორში საქმიანობის პერიოდში, პირადი კრედიტი გადავასესხე კომპანიაზე, რაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც მიღებული პრაქტიკაა.   ბატონ ბუაძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ავრცელებს დეზინფორმაციას....

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება
access_time2020-09-25 18:10:49
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა და მისი გაუფასურება დღემდე გრძელდება. მიმდინარე კვირაში, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი რეკორდულად თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2295 ლარი იყო, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 3.3332 ლარი შეადგინა.   დღეს დილიდან ვაჭრობა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში $1/3.3175 ლარით...

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“
access_time2020-09-25 17:20:49
„ძალიან ცუდია, რომ ეს ადამიანი კარიერას ტყუილებით იწყებს. მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხოს“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია „ლელო“ მიერ გამოქვეყნებული „ქართული ოცნების“ დეპუტატების სიას, რომლებიც მევახშეობით ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები. ილია წულაია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამბობს იმასაც, რომ თანხები საკუთარ კომპანიაზე ინვესტიციის სახით აქვს...

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა
access_time2020-09-25 16:05:44
სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე უძღვებოდა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მოსაზრება, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააცნო. აღსანიშნავია,...


მსგავსი სიახლეები

up