თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მოქალაქეები კომენდანტის საათის გაუქმებას ითხოვენ.
"საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მიმოსვლის თავისუფლება არის კონსტიტუციით დაცული უფლება.
უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც სახელმწიფო ამ უფლებას გვიზღუდავს.
დღეს, როდესაც დღიური დადებითობისმაჩვენებელი იმაზე სამჯერ დაბალია, ვიდრე შეზღუდვების მოხსნის წინაპირობად იყო გაცხადებული, ხელისუფლებას არ აქვს არანაირი არგუმენტი, იმისათვის, რომ შეგვიზღუდოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები". - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
საქართველოში კომენდანტის საათი რამდენიმე თვეა, მოქმედებს. აკრძალულია ქუჩაში გასვლა 21:00-საათიდან. უცნობია, როდის მოიხსნება აკრძალვა.
formulanews.ge