„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

access_time2019-12-09 17:00:10

„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი ბიზნესი. იაგო კალანდაძე მინისტრის აზრს არ ეთანმხება და განმარტავს, რომ მინისტრის დამოკიდებულება დარგის განვითარებას წერტილს უსვამს.

 

საქართველო ცხოვრობს მეწარმეთა შესახებ კანონით და კერძო სამართლის იურიდიული პირი რეგისტრირდება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად რამოდენიმე ფორმით, ეს შეიძლება იყოს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი. მეწარმეთა შესახებ კანონით ბისნესოპერატორი ვალდებულია იმუშაოს მოგებისთვის. სხვა საქმეა მოგებას რამდენს აგენერირებ, თუმცა, დამფუძნებლზეა  დამოკიდებული როგორ წარმართავს ბიზნესს. რა ნაწილს მიმართავს რეინვესტირებაში?


საქართველოს რეალობაში ჯანდაცვა არის ის სფერო, სადაც მოგების უდიდეს ნაწილი მიდის რეინვესტირებაში. ამან გამოიწვია ის, რომ დღეს ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ კარდიოქირუგრიის სწრაფი ტემპით განვითარებაზე და სხვა მიმართულებებზე,  სადაც ტექნოლოგიური ნაწილი საკმაოდ კარგად განვითარდა. ამის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ხდება ძალიან დიდი მუცულობის რეინვესტირება ისევ ჯანდაცვის სექტორში. სხვაგარდ განვითარდება შეუძლებელია“, - განმარტავს იაგო კალანდაძე.

 


იაგო კალანდაძისგან განსხვავებით მინისტრის აზრს ნაწილობრივ  ეთანხმება „საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის“ პრეზიდენტი კახაბერ ეცადაშვილი.ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ჯანდაცვის სექტორი მომგებიან ბიზნესსუბიექტად განიხილება, თუმცა, როდესაც საუბარია მოგებაზე,მას მინისტრისგან განსხვავებული პოზიცია აქვს:


„მინისტრს განცხადებას ვეთანხმები, რომ ჯანდაცვა მომგებიანი არ უნდა იყოს და სახელმწიფო უნდა ახდენდეს სექტორის სუბსიდირებას, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით სამედიცინო საქმიანობა რეგულირდება სამეწარმეო კოდექსით და განიხილება  როგორც ინდივიდუალური მეწარმები და მომგებიანი სუბიექტები. სექტორი უნდა იყოს მომგებიანი, რათა განვითარდეს, თუ არადა მაშინ სახელმწიფომ უნდა ჩადოს ამაში თანხები, მაგრამ ბოლო 6 წელი ინვესტიცია არ განუხორციელებიათ. განვთარებაზე ძირითადად კლინიკები ფიქრობენ საკუთარი მოგებიდან თანხებს იხდიან განვითარებაში.ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში ჩამონგრეული ჯანდაცვა კერძო საკუთრებაში გადასცეს და კერძო კლინიკებმა მოიტანეს აქამდე, ეს ჩვენი მოგონილი არ არის და მყისიერად ამის შეცვლა ძალიან მტკივნეულად ხდება. მტკივნეულ შედეგებს კი ჩვენ ყოველდღიურად ვხვდებით პაციენტებთან და პაციენტების ოჯახებთან“,- განმარტავს კახაბერ ეცადაშვილი.

 


ბაჩო ადამია




კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა
access_time2020-01-29 11:15:37
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29...

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ
access_time2020-01-29 10:00:53
2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც 520-ე დადგენილება ძალაშია შევიდა. როგორც ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, ასევე პაციენტები ეკატერინე ტიაკარაძის მიერ გატარებული რეფორმის ეფექტს უკვე კარგად ხედავენ - კლინიკებში რიგი ოპერაციები ვერ ტარდება, სამედიცინო პერსონალს კი უმეტეს კლინიკებში ხელფასი შეუმცირდა.თეთრ ხალათიანები სამედიცნო სფეროში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე ფირქობენ და ამიტომ ისინი პაციენტების ნაცვლად ამჯერად დეპუტატებს...

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“

„ენერგეტიკის სექტორის განვითარების ორი ძირითადი პრობლემაა - ინვესტორის მოძიება და  მოსახლეობის განუწყვეტელი პროტესტი“
access_time2020-01-29 10:45:58
„თქვენ გაქვთ ჰიდროენერგია, ქარის ენერგია და იმედი მაქვს, მალე გექნებათ მზის ენერგიის პროექტებიც. ენერგეტიკის სექტორი ერთი-ერთი ყველაზე პერსპექტიული სექტორია საქართველოში“, - ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ენერგეტიკის...

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...


მსგავსი სიახლეები

up