ბიზნესი ლარის გაუფასურებაზე: ბიზნესისთვის ლარის კურსის ესეთი მერყეობა დამანგრეველია

ბიზნესი ლარის გაუფასურებაზე: ბიზნესისთვის ლარის კურსის ესეთი მერყეობა დამანგრეველია

access_time2018-11-08 12:00:45

ერთი თვეა რაც ლარი გაუფასურებას განაგრძობს, დღეს კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.80 ლარი ღირს. ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სემეკი დეკემბერში ბუნებრივი აირის ახალ, გაზრდილ ტარიფებს დაადგენს. იმ შემთხვევაში თუ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდება, შესაძლოა ელექტრო ენერგიის ფასიც გაზარდოს. „კომერსანტი“ დაინტერესდა 

 

1. როგორ აისახება ლარის გაუფასურება ბიზნესზე?

 

2. გამოიწვევს თუ არა ელექტრო ენერგიის და გაზის ტარიფების მოსალოდნელი ზრდა წარმოების გაძვირებას და პროდუქტზე ფასების ზრდას?


 

Redix-ის დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი


ბიზნესისთვის ლარის კურსის ესეთი მერყეობა დამანგრეველია. ეროვნულ ბანკს აქვს ინსტრუმენტები, რომლითაც ამ პრობლემებს მოაგვარებს. წინასაარჩევნოდ თუ ზამთრის პერიოდის მოსვლისთვის, ხდება დოლარის სპონტანური ყიდვა, ეს უნდა დაარეგულიროს ინტერვენციით. თუ ჩვენ ფუნდამენტური მაჩვენებლები კარგი გვაქვს, როგორც ამას ქვეყნის ეკონომიკური ბლოკი ამბობს, მაშინ ეროვნულმა ბანკმა  ეს საკითხი მოაგვაროს. ზაფხულის შემდეგ 110 მლნ დოლარი აქვს ნაყიდი,  კეთილი ინებოს, გაყიდოს და შოკი მოხსნას, თუ ეს მხოლოდ შოკია. ყველამ ვიცით, რომ საზღვარგარეთიდან ჩარიცხული თანხები იზრდება,  ტურისტების ნაკადი იზრდება - მაშინ რა ხდება?


რძის წარმოებაში კრედიტები, მომარაგება, მედიცინა, ყველაფერი იმპორტირებულია. თვითღირებულება გათვლილი გვქონდა, ფასს არავინ გვიმატებს და პრაქტიკულად  საწარმო კოტრდება. წელიწადი 2,5 ლარის კურსზე გვქონდა დაგეგმილი და დღეს კი 1 აშშ-ს ღრებულება 2,76 ია. წელიწადზე რომ გადავიანგარიშოთ დაახლოებით მილიონი ლარის ზარალია. ეს რაც ბიზნეს  შეეხება. კერძო პირები, რომლებიც ხელფასს ლარში იღებენ, სესხი კი დოლარში აქვთ კიდევ უფრო მძიმე დღეში არიან .


„ვაკის ხორცპროდუქტების გენერალური დირექტორი ლევან ჩხაიძე



„ლარის გაუფასურება საკმაოდ მტკივნეულად აისახება, რადგან გაუფასურებული ეროვნული კურსი მოსახლეობის მყიდველ უნარიანობას ძალიან ამცირებს. რეალურად ფული დეფიციტს უქმნის მოსახლეობას, რაც ჩემი აზრით, ყველაზე დიდი პრობლემაა. რეალიზაცია ჯერ არ არის შემცირებული, თუმცა ვთვლი, რომ ვითარება, რომელიც დღეს საქართველოშია, აუცილებლად შეამცირებს.

 

შექმნილი ვითარება მძიმე ტვირთი იქნება წარმოებისთვის, რადგან საკმაოდ დიდია ელექტროენერგიის მოხმარება, ამიტომ ტარიფის გაზრდა კომპანიისთვის დიდი დარტყმა იქნება. ჩვენც ყველა გზით ვცდილობთ შევინარჩუნოთ არსებული ფასები და არ მოხდეს პროდუქციის გაძვირება, თუმცა როდემდე მოვახერხებთ არსებული ფასის შენარჩუნებას, გაურკვეველია. დავაკვირდებით პროცესებს და რა ტენდენციაც იქნება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. საბოლოო ჯამში მოვიქცევით ისე, როგორც ამას ბაზარი გვიკარნახებს“,- აცხადებს ლევან ჩხაიძე.

 

კომპანია „იფქლის“ დირექტორი  არისი ბოჭოიძე

 

„ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს საქმიანობაზე, რადგან პურ-პროდუქტების წარმოება საქართველოში იმპორტირებულ ნედლეულით ხდება. რთულია იმის დაზუსტებით თქმა, თუ რა განაპირობებს ლარის არასტაბილურ კურსს. ვფიქრობ, ეს მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესებით არის გამოწვეული.

 

პურის ფასწარმოქმნაში ყველაზე დიდი როლი ყოველთვის ნედლეულს უჭირავს. ვალუტის მკვეთრი ცვლილებაც, შესაბამისად, პირდაპირ აისახება ხოლმე იმპორტული ნედლეულის ფასზე. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ნედლეულის ფასი პურის მწარმოებლებისთვის კრიტიკულ ზღვარზეა. რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მცირე ტიპის საცხობებმა უკვე დიდი ხანია პროდუქტზე ფასი გაზარდეს. ჩვენი კომპანია, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ჯერჯერობით ახერხებს პროდუქტზე ფასის შენარჩუნებას, თუმცა ამ პირობებში რთულია წინასწარ რამე პროგნოზის გაკეთება.

 

რაც შეეხება ბუნებრივი აირის ტარიფებს, კომერციული მომხმარებლებისათვის ბუნებრივ აირზე ფასი დაახლოებით ერთი თვის წინ უკვე დაკორექტირდა. ცალკე აღებული გაზის ტარიფი იმ მაჩვენებლით, რა მაჩვენებლითაც დღეს არის წარმოდგენილი, ჩვენს წარმოებაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს. რაც შეეხება სამომავლოდ გაზის ტარიფის ცვლილებას, დაველოდებით სემეკის გადაწყვეტილებას,“ განმარტავს არისი ბოჭოიძე.

 

კომპანია „ბიუ-ბიუს“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე

 

„ჩემი აზრით, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ პარლამენტარები ყვირიან, სამოქალაქო ომი იწყებაო. ეს ადამიანები ძალიან ცუდ მოლოდინებს ქმნიან. ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა ასეთი სახელმწიფო მოხელე უნდა დაიჭიროს და არჩევნების დამთავრების შემდეგ გაათავისუფლოს. ამ შემთხვევაში ლარის კურსი დასტაბილურდება.  რა თქმა უნდა, ეს ბიზნესზე უარყოფითად აისახება, ადგილობრივი მწარმოებელი ვარ მაგრამ, ბევრ რაღაცას ვყიდულობთ. ჯერჯერობით ფასს ვინარჩუნებთ , თუმცა მომავალში რა იქნება არ ვიცით.

 

რაც შეეხება ტარიფების გაძვირებას, კომერციულ სტრუქტურებს გაზი ისედაც დოლარში გვაქვს და არ მგონია დამატებით კიდევ გაგვიძვირონ. ხოლო ელექტრო ენერგია შესაძლოა გაძვირდეს და, რა თქმა უნდა, დადებითად არ აისახება. ჩვენ პროდუქტი იმ ფასად უნდა გავყიდოთ, რომ მომხმარებელმა ყიდვა შეძლოს. დიდად ფასს ვერ გავზრდით, აქედან გამომდინარე, ჩვენი მოგება შემცირდება“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

  


 ავტორი: ბაჩო ადამია

 

 

 






დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-05 21:00:52
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები და გაუმჭვირვალე ხარჯი - როგორ მუშაობს „მთის კურორტების კომპანია“ კომპანიის განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი...

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება
access_time2021-05-05 20:00:45
დედამიწის მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის კორონავირუსისგან აცრას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეუსმა.   მისი თქმით, ეს თანხა 19 მლრდ. დოლარს დაემატება, რომელიც მიიღო საერთაშორისო პროგრამა ACT Accelerator-მა, რომელიც ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნა.   „ჩვენი შეფასებით, 45 მლრდ. დოლარი საკმარისი იქნება იმისთვის რომ ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აიცრას“-...

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები 700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები  700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ
access_time2021-05-05 19:00:30
ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში გლეხებს და ფერმერებს თითქმის 700 ტონა კარტოფილი ულპებათ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან სასწრაფო დახმარებას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადაა მოსავალი გადაყაროს.   მათი თქმით, კარტოფილის რეალიზებას მასშტაბური იმპორტი ართულებს.   „ამ წელს მოსახლეობას მოსავლის გადაყრა მოუწევს, რადგანაც არც ერთი მყიდველი ჩვენთან ჯერ არ მოსულა. მთავრობა სულ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მაგრამ...

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-05-05 18:00:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 5 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 5 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 6 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია
access_time2021-05-05 16:05:55
„ციფრული ლარს მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.   მისი თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში და არ საჭიროებს შუამავალს.   როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, ელექტრონული ლარის...


მსგავსი სიახლეები

up