გაუფასურებული ლარის კურსი, არათანმიმდევრული ნაბიჯები და საბანკო სექტორის ლობირება  - ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის შეჯამება

გაუფასურებული ლარის კურსი, არათანმიმდევრული ნაბიჯები და საბანკო სექტორის ლობირება - ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის შეჯამება

access_time2020-12-30 11:00:55

2020 წელი თამამად შეიძლება ჩაითვალოს საბანკო სექტორისთვის და ეროვნული ვალუტისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად. იმის მიუხედავად, რომ მთელი ეკონომიკა მნიშვნელოვან შოკებს განიცდის და ამ ყველაფრის ფონზე, ინფლაციის ზრდა და ეროვნული ვალუტის დასუსტებაც მოსალოდნელი იყო, სპეციალისტები  ერთხმად თანხმდებიან, რომ ლარი იმაზე მეტად იყო გაუფასურებული, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური ფაქტორები განაპირობებდნენ.


 ეროვნული ბანკის 2020 წლის საქმიანობის შეფასებისას სპეციალისტების ნაწილი მას არათანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებს, რაც ერთის მხრივ, მიმოქცევიდან ლარის გარკვეული მასის ამოღებას, თუმცა, მეორე მხრივ, გაცილებით მეტი რაოდენობის ლარის ჩაშვებას, მათ შორის, ბანკებისთვის ე.წ. „რეფინანსირების სესხების“ გაცემას გულისხმობს. ნაწილი კი ამბობს, რომ პანდემიის დროს სებ-ის მხარდაჭერა კომერციული ბანკებისთვის, განსაკუთრების ლიკვიდობის ნაწილში მნიშვნელოვანი იყო.


ფინანსისტი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თემურ ბასილია ეროვნული ბანკის საქმიანობაზე საუბრისას განმარტავს, რომ პრობლემა  ფუნდამენტურია, რადგან  ეროვნული ბანკის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ფულის მასას არა აქვს კავშირი არც ინფლაციასთან და არც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებასთან, რაც მცდარი მოსაზრებაა. თემურ ბასილია ყოველთვის ურჩევდა როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობასა და პარლამენტს, რომ გაცილებით უმჯობესია „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ საეჭვო დღის წესრიგის ნაცვლად შეიმუშაონ და განახორციელონ სტაბილური, საყოველთაო წესებზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკა.

 

„ბოლო რამდენიმე თვეა, საზოგადოების დიდი ზეწოლის შედეგად ეროვნულმა ბანკმა დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, კერძოდ, უცხოური რეზერვების გაყიდვა და შესაბამისად, მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის შემცირება. სამწუხაროდ, ამას დიდი შედეგი არ მოაქვს, რადგან ერთის მხრივ, ეროვნულ ბანკს მიმოქცევიდან ამოაქვს ლარის გარკვეული მასა, თუმცა, მეორე მხრივ, გაცილებით მეტი რაოდენობის ლარს უშვებს მიმოქცევაში, მათ შორის, ბანკებისთვის ე.წ. „რეფინანსირების სესხების“ გაცემის ფორმით...

 


მოკლედ გეტყვით, რომ პრობლემა არის ფუნდამენტური; კერძოდ, ეროვნული ბანკის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ფულის მასას არა აქვს კავშირი არც ინფლაციასთან და არც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებასთან...  ეს მოსაზრება გახლავთ მცდარი: არც ერთ მეტ-ნაკლებად სერიოზულ ეკონომისტს ასეთი უპასუხისმგებლო, არაპროფესიული და არაკომპეტენტური განცხადება არ გაუკეთებია. ერთადერთი, ვინც ამ მოსაზრებაზე საუბრობს გახლავთ ე.წ. „თანამედროვე მონეტარული თეორიის“ (Modern Monetary Theory - MMT) წარმომადგენლები და ამ მოსაზრებას იზიარებენ უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობის ხარჯების უკონტროლო ზრდას. როგორც ცნობილია, მთავრობის ხარჯები ფინანსდება ბიუჯეტის მეშვეობით, რომლის შემოსავლები ყალიბდება გადასახადების გადამხდელების მიერ გადახდილი გადასახადებით, მთავრობის მიერ აღებული სესხით ან ფულის ბეჭდვით. „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ მომხრეები აცხადებენ, რომ მთავრობას, რომელსაც გააჩნია საკუთარი ვალუტა, შეუძლია დაბეჭდოს იმდენი ფული, რამდენიც მათ სჭირდებათ სახელმწიფო ვალდებულებების დასაფარად. მათი აზრით ასევე, მთავრობებს არ სჭირდებათ მეტი გადასახადები, რადგან ქვეყნებს, რომლებსაც გააჩნიათ ეროვნული ვალუტა, ყოველთვის შეუძლიათ ამ ვალუტის/ფულის ბეჭდვა თავიანთი ვალდებულებების დასაფარად. შესაბამისად, მათი აზრით მთავრობამ შეიძლება არ შეზღუდოს ბიუჯეტის ხარჯები, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი და დაგროვილი დავალიანება, მათი აზრით, აღარ წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთათვის ტვირთის დაწესების პრობლემას.

 

როგორც ვხედავთ, „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ მომხრეები, სამწუხაროდ, მათ რიგებში არიან საქართველოს ეროვნული ბანკის „ახლებურად მოაზროვნე“ დღევანდელი ხელმძღვანელები, ეყრდნობიან, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ საეჭვო მოსაზრებებს ინფლაციის მიზეზებისა და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის შესაბამის როლზე. „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ მომხრეების დღის წესრიგი, რომლის თანახმად ფისკალურ ორგანოებს შეუძლიათ მართონ მონეტარული პოლიტიკა, წარმოშობს საფრთხეს, რადგან ეს იწვევს ძალიან მაღალ დავალიანებას, ინფლაციას ან ორივეს ერთად. ეს კი, ძალიან საზიანო გახლავთ მთლიანად ეკონომიკისთვის. ამიტომაც იყო, რომ ყოველთვის ვურჩევდი როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობასა და პარლამენტს, რომ გაცილებით უმჯობესია „თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის“ საეჭვო დღის წესრიგის ნაცვლად შეიმუშაონ და განახორციელონ სტაბილური, საყოველთაო წესებზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკა“, - განმარტავს თემურ ბასილია.

 

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე კრიზისის პერიოდში ეროვნული ბანკის როლზეც საუბრისას აღნიშნავს, რომ სებ-ი მუდმივად მხარს უჭერდა საბანკო სექტორს და მას უკვე აქვს მაქსიმალურად ის ინსტრუმენტები რომლითაც შეუძლია რომ სექტორი წაახალისოს ბუფერების და რეზერვების ნაწილში.

 

„ეროვნულ ბანკს დღეს ყველა ინსტრუმენტი აქვს იმისათვის, რომ მომავალი წლის კრიზისული მდგომარეობა მართოს. სებ-ს უკვე აქვს ბუფერები შექმნილი, რომლის გამოთავისუფლების შედეგადაც, რეზერვების ზრდა დიდ პრობლემებს არ გამოიწვევს. მომავალ წელს რეზერვების გამოთავისუფლებას უფრო ვფიქრობთ, ვიდრე  დამატებითი რეზერვის შექმნას. ეროვნული ბანკი მუდმივად მხარს უჭერდა კრიზისს პერიოდში საბანკო სექტორს. ასევე მიუხედავად იმისა, რომ მისი პირდაპირი ფუნქცია არ არის, კურსთაშორის მოკლევადიან რყევებს მაქსიმალურად ასტაბილურებდა, მათ შორის ინტერვენციებით. ასევე სებ-ს უკვე აქვს მაქსიმალურად ის ინსტრუმენტები რომლითაც შეუძლია რომ საბანკო სექტორი წაახალისოს ბუფერების და რეზერვების ნაწილში. ოპტიმისტურად ვვარაუდობთ, რომ 2021 წელი გადალაგების პერიოდი იქნება, ხოლო 2022 წლიდან შესაძლოა საბანკო სექტორი დაუბრუნდეს ძველ მაჩვენებლებს.

 

მომავალ წელს ოპტიმისტურად ვუყურებთ, თუმცა პირველი კვარტლის ტენდენციები გვაჩვენებს მთლიანად წლის განმავლობაში რა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არ ვფიქრობთ რომ 2021 უარესი წელი იქნება“, - განმარტავს ალექსანდრე ძნელაძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up