ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 7,1 ათასი ტონა, რაც 2,3 ათასი ტონით ანუ 47,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,8 ათასი ტონა) შედარებით.
„2023 წლის 2 თვის განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტის 99,7% (7,11 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან,“- ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში.