„გასული წლის განმავლობაში ფულადი გზავნილები 20%-ით, ნოემბერში კი 30%-ით გაიზარდა“ – „ინტელიექსპრესი“ სექტორის 2020 წელს აჯამებს

„გასული წლის განმავლობაში ფულადი გზავნილები 20%-ით, ნოემბერში კი 30%-ით გაიზარდა“ – „ინტელიექსპრესი“ სექტორის 2020 წელს აჯამებს

access_time2021-01-11 11:30:08

2020 პანდემიური წლის განმავლობაში ფულადი გზავნილები ის იშვიათი მაჩვენებელი აღმოჩნდა, რომელიც ამ პერიოდში გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა 2020 წლის 11 თვის განმავლობაში 1 686 303,0 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8,0%-ით მეტია. ამის ერთ-ერთ მიზეზად სპეციალისტები ასახელებენ იმას, რომ საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ ფულის შემოტანის ერთადერთი გზა გადმორიცხვა გახდა.

 

პანდემიის პერიოდში, ფულადი ნაკადების ზრდა ივნისიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდა. 2020 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი გადმორიცხვა სექტემბრის თვეში მოხდა, ხოლო ყველაზე ნაკლები აპრილში.

 

რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა ფულადი გზავნილების სფერო, როგორ შეიცვალა მონაცემები ბოლო ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინები არსებობს მიმდინარე წელს, ამის შესახებ „კომერსანტს“ „ინტელიექსპრესის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან თავართქილაძემ ესაუბრა.

 

„ბოლო ერთი წელი, როგორც ყველა სექტორისთვის, ფულადი გზავნილების სფეროსთვისაც გამოწვევებით იყო სავსე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საქმიანობა ყველა ქვეყანაში სტრატეგიულად მნიშვნელოვანად ითვლება და პანდემიის მიუხედავად მუშაობას უწვყეტად ვაგრძელებდით, შეზღუდვებმა მაინც იქონია მნიშვნელოვანი გავლენა. იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდვების ერთ-ერთი მთავარი იდეა მობილობის შემცირებაა ეს ფულადი გზავნილების დინამიკაზეც აისახება. მარტისა და აპრილის თვეში, პირველი ტალღის დროს, მთავრობებმა განსაკუთრებულად გაამკაცრეს შეზღუდვები. ამ დროს თითქმის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიმართულებით, ფულადი გზავნილები შემცირდა. განსაკუთრებული კლება ევროპის ქვეყნებიდან გვქონდა. შეზღუდვების შემსუბუქებამ მალევე დაასტაბილურა სიტუაცია და მაისიდან ნოემბრის ჩათვლით უკვე ზრდის ტენდენციაც შეიმჩნეოდა. გასული 2019 წელი, რომ შევადაროთ მიმდინარე წლის არსებულ მონაცემებს, დაახლოებით 20%-მდე ზრდა შეინიშნება. ოქტომბერში უკვე, ვირუსის მეორე ტალღის გამო, კვლავ ამოქმედდა შეზღუდვები. თუმცა ამ პერიოდში უკვე გამოწვევებს მზად დავხვდით და მეტი დისტანციური, მოქნილი სერვისების შეთავაზებით გავზარდეთ ფულად გზავნილებზე ხელმისაწვდომობა. ამას დაერთო საახალწლო პერიოდიც, როცა განსაკუთრებულად იმატებს გზავნილების მოცულობა.

 


საქართველოს შემთხვევაშიც პანდემიას საინტერესო გავლენა ჰქონდა ფულადი გზავნილების ბაზარზე. ეს გზავნილების მიღებაზე ძირითადად აისახა გაზაფხულზე, როცა პანდემიის დროს ევროპაში სრული ლოქდაუნი იყო გამოცხადებული. მარტსა და აპრილში გზავნილები თითქმის განახევრებული იყო იტალიიდან და ესპანეთიდან, როგორც საქართველოს ისე სხვა ქვეყნების მიმართულებით. სრული წლის ჭრილში კი, საქართველოს მომართულებით გაიზარდა გზავნილები დიდი ბრიტანეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, კვიპროსიდან და უკრაინიდან, სადაც ინტელიექსპრესი საკუთარი ფილიალებითაა წარმოდგენილი. ასევე ზრდას ვხედავთ აშშ-დან და არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში. ხოლო  გზავნილების ძირითადი შემცირება პოლონეთიდან და სომხეთიდან შეინიშნება“, - აღნიშნავს ლევან თავართქილაძე.

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 12.5 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. ლევან თავართქილაძე ამბობს, რომ „ინტელიექსპრესის“ შემთხვევაშიც ნოემბრის თვეში საკმაოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა.

 

„ჩვენს შემთხვევაშიც იყო ზრდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. წლიდან წლამდე შედარებისას ინტელექსპრესს ნოემბერში თითქმის 30%-იანი ზრდა ქონდა, რაც მეტწილად განპირობებულია იმ ქვეყნებიდან გზავნილების ზრდით, სადაც ინტელექსპრესი პირდაპირაა წარმოდგენილი. ზრდა ფულადი გზავნილების ნაკადის მომატების გარდა, ჩვენი სისტემის გაფართოებასაც უკავშირდება. ზოგადად გზავნილების ნაკადის ზრდის მიზეზი შესაძლოა იყოს ქვეყნებს შორის პანდემიიდან გამომდინარე შეწყვეტილი მიმოსვლაც, რის გამოც გართულებულია საზღვრებზე ნაღდი სახით თანხის მოძრაობა და შესაბამისად ამ თანხებმა გადაინაცვლა ოფიციალურ არხებში ფულადი გზავნილისა და საბანკო გადარიცხვის საშუალებით“, - განმარტა ლევან თავართქილაძემ.

 

მიმდინარე წლის მოლოდინებზე და გეგმებზე საუბრისას, „ინტელიექსპრესის“ ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 2021 წელს Mastercard ბარათების გამოშვებას გეგმავენ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ინტელიექსპრესის მომხმარებლებისათვის.


„გადაადგილების შეზღუდვის პირობებში ჩვენ უფრო მეტად გავაქტიურდით დისტანციური სერვისების დანერგვის კუთხით. ამ საკითხზე მანამდეც ვმუშაობდით, თუმცა ახლა რესურსის უდიდესი ნაწილი ამ კუთხით მივმართეთ. სხვადასხვა ქვეყანაში შესაძლებელი გახდა სხვადასხვა დისტანციური სერვისით სარგებლობა. ევროპის ქვეყნებში გვაქვს დისტანციური-სატელეფონო გადარიცხვები, ასევე ევროპის ქვეყნებში, უკრაინასა და საქართველოში გვაქვს საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა. მომავალ წელსაც ვგეგმავთ აქტიურ მუშაობას დისტანციური სერვისების გააქტიურებაზე. რის საშუალებასაც ევროპასა და დიდ ბრიტანეთში PSD2-ის სრულყოფილი ლიცენზია გვაძლევს. ჩვენს ემიგრანტებს უკვე შეუძლიათ ინტელიექსპრესის ევროპულ განყოფილებაში გახსნან საკუთარი ანგარიშები. ინტელიექსპრესი ერთადერთი არასაბანკო ორგანიზაციაა, რომელიც Mastercard-ის სრული წევრია. 2021 წელს ჩვენი Mastercard ბარათების გამოშვებას ვგეგმავთ. ისინი ხელმისაწვდომი იქნება ინტელიექსპრესის მომხმარებლებისათვის. ასევე გავააქტიურებთ ელექტრონული საფულის სისტემას“, - აღნიშნა ლევან თავართქილაძემ.

 

აღსანიშნავია, რომ იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მიხედვით TOP-10 ქვეყანა არის: რუსეთი (323 205,0 ათასი აშშ დოლარი); იტალია (265 799,1 ათასი აშშ დოლარი) ; აშშ (196 048,9 ათასი აშშ დოლარი); საბერძნეთი (196 715,8 ათასი აშშ დოლარი) ; ისრაელი (141 286,2 ათასი აშშ დოლარი); თურქეთი (96 841,6 ათასი აშშ დოლარი); უკრაინა (78 028,1 ათასი აშშ დოლარი); გერმანია (65 838,9 ათასი აშშ დოლარი) ; აზერბაიჯანი (48 091,1 ათასი აშშ დოლარი); ესპანეთი (43 160,6 ათასი აშშ დოლარი).





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up