სომხეთში კორონავირუსი კიდევ 291 პაციენტს დაუდასტურდა, 560 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 11 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის 38,841 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 749 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 29,557.