ბოლო 24 საათის განმავლობაში, სომხეთში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი 489 ადამიანს დაუდგინეს, 13 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.
ქვეყანაში ვირუსი უკვე 31 392 ადამიანს დაუდასტურდა, 559 ინფიცირებული გარდაიცვალა.
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა.
Imedinews