გასულ წელს საქართველოში 70-80 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ შემოვიდოდა - „აისეტი“

გასულ წელს საქართველოში 70-80 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ შემოვიდოდა - „აისეტი“

access_time2023-03-25 14:00:35



„აისეტის“ კვლევითმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის  დაწყებიდან ერთი წლის  შემდეგ  საქართველოს ეკონომიკაა მიმოხილული, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში 70-80 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, ვიდრე ჩვეულებრივ, მშვიდობიანობის პერიოდში შემოვიდოდა. ეს სრული მოსახლეობის დაახლოებით 3%-ია, თბილისისა და ბათუმის მოსახლეობის კი – 6%.



“საერთაშორისო ვიზიტორებისგან გენერირებული შემოსავალი გაიზარდა და პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს მიაღწია, თუმცა აღნიშნული შემოსავლის დიდი ნაწილი გრძელვადიანი ვიზიტორების, მაგ. რუსეთის მოქალაქეების მიერ არის გენერირებული.


რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების რიცხვი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 10-ჯერ გაიზარდა. იანვარ-სექტემბრის პერიოდში თითქმის 9 500 ასეთი ახალი კომპანია დარეგისტრირდა. საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების ნახევარი ბოლო 9 თვის განმავლობაშია რეგისტრირებული.


მიგრაციისა და, ასევე, დანარჩენი მსოფლიოდან დიდი რაოდენობით ტურისტების შემოდინების შედეგად, ტურიზმიდან გენერირებული შემოსავალი მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა (2021 წელს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით - 183%-ით, პანდემიამდე არსებულ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით - 8%-ით). ამგვარმა აღდგენამ კი განაპირობა საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება (მაგ. 2022 წლის მესამე კვარტალში პირველად დაფიქსირდა მიმდინარე ანგარიშის პოზიტიური მაჩვენებელი 2018 წლის მესამე კვარტალის შემდეგ და წინა რეკორდს 387 მილიონი აშშ დოლარით გადააჭარბა),”- ნათქვამია „აისეტის“ ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up