2019 წელს კომპანია Samsung-მა 6,7 მილიონი 5G-სმარტფონი გაყიდა. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გასული წლისთვის 4 მილიონი 5G-სმარტფონის გაყიდვას ვარაუდობდნენ, ვინაიდან 2018 წელს ამ მაჩვენებელმა მხოლოდ 2 მილიონი შეადგინა.
გარდა ამისა, Samsung-ის მტკიცებით, 5G-ბაზარზე მათი სმარტფონების წილი 53,9 პროცენტს შეადგენს, თუმცა 2020 წელს ამ მიმართულებით ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის სერიოზული ბრძოლა იგეგმება, ვინაიდან არსებობს ინფორმაცია, რომ 5G-ზე მომუშავე iPhone-ს კომპანია Apple-იც გამოუშვებს.
წყარო: imedinews.ge