2015 წელს მსოფლიოში ღვინის გაყიდვები 10,6%–ით გაიზარდა. ინფორმაციას RNS–ი მეღვინეობისა და მევენახეობის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV–ის მოხსენებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოხსენების თანახმად, ექსპორტის მოცულობის მიხედვით ლიდერი ესპანეთი გახდა, რომელმაც საგარეო ბაზრებზე 24 მილიონი ჰექტოლიტრის რეალიზება მოახდინა. მას მოსდევს იტალია (20 მილიონი ჰექტოლიტრით) და საფრანგეთი (14 მილიონი).
ამასთან, ფულად გამოხატულებაში ექსპორტის მხრივ ლიდერი საფრანგეთი გახდა 8,2 მილიარდი ევროს ღირებულების რეალიზებული პროდუქციით, რაც ბაზრის 29%–ს შეადგენს. მას მოსდევს იტალია 5,3 მილიარდი ევროს მაჩვენებლით, მესამეზე კი ესპანეთია 2,6 მილიარდი ევროთი.
საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი ღვინის ექსპორტის მოცულობის 56%–ს იკავებენ. ერთი წლის განმავლობაში ექსპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი, 26,5%–იანი ზრდა აშშ–მა აჩვენა. ასევე კარგი მაჩვენებელი აქვს ამ მხრივ ჩინეთს.
რაც შეეხება ღვინის მოხმარებას, ამ მხრივ ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც მოხმარების ზრდა წითელ ღვინოზე მოდის.